„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „ჰ6“ და „ჰ7“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.“.
4. 161 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო მედიაციის სამსახური.
2. ლიკვიდირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების საკითხები მოწესრიგდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტებით.
3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტების მიღება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნა, აგრეთვე სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონის პირველი მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
ქუთაისი, 19 თებერვალი 2015 წ. N3094-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3094-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.017618.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3094-IIს, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.017618 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2744137/