საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კოდექსს 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი სიტყვები:
„III. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 49 1 და 492 მუხლები:
„მუხლი 49 1 . ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომელიც იურიდიული პირი არ არის.
2. ერთობლივ საინვესტიციო ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია.
1. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებრი ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი იურიდიული პირი არ არის.
2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია.
3. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუ იგი საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6814-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 14.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6814-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.019969.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6814-რს, 14.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.019969 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4920727/