საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136-Iს
სარეგისტრაციო კოდი
420000000.05.001.016894
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. პირველ მუხლს 36-ე აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„„სპეციალური რეისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში“ – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი.“.

  2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

 „4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების შესრულებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

  მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სათანადო უწყებებმა ამ კანონს შეუსაბამონ თავიანთი სამართლებრივი აქტები.

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2012 წ.

N136-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საჰაერო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.12.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №136-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 420000000.05.001.016894.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №136-Iს, 21.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.016894 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1804811/