„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4963-Iს
სარეგისტრაციო კოდი
110050000.04.001.017926
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

„მუხლი 132. სასამართლო მედიაციის პროგრამა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია შესაბამის სასამართლოში „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახორციელოს სასამართლო მედიაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.

2. სასამართლო მედიაციის პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. სასამართლო მედიაციის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო მედიაციის წარმართვის საპროცესო მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საკითხებს, რომლებიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული არ არის.“.

2. 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ3“ და „კ4“ ქვეპუნქტები:

„კ3) ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს;

კ4) ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს;“.

3. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამები საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსდება.“.

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 1 იანვრისთვის უზრუნველყოს:

ა) სასამართლო მედიაციის პროგრამის/პროგრამების დამტკიცება;

ბ) მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესის დამტკიცება.

2. საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში 2020 წლისთვის და 2020 წლის მომდევნო ყოველი წლისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო სახსრები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2019 წ.

N4963-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საერთო სასამართლოების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2019.
როდის იქნა მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4963-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 110050000.04.001.017926.
რამდენი მუხლისგან შედგება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4963-Iს, 18.09.2019, სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.017926 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4646586/