1. საერთო სასამართლოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
11. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამები საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსდება.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მოსაზრებები საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4963 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (08.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. საერთო სასამართლოების დაფინანსება 1. საერთო სასამართლოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მკოდით. 11. რაიონუხლ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამები საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსდება. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მოსაზრებები საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს წსაქართველოს მთავრობას წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით. 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯშეტო სახსრებამის მოდენცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.