გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
010210016001294892
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001--4892

2-882/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14/11/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ნ------ ს--------ე და ჟ--–---- ბ--------ე

წარმომადგენელი - რ-----------------–----ნ ბ--------რ

მოპასუხე - შ-- ,,D-----------’’

წარმომადგენელი - მ--------------ე

მოპასუხე - შ-- ‘’ს-–--------’’-ს

წარმომადგენელი - რ-----–----ე, ი-----–------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა ნ------ ს--------ე და ჟ--–---- ბ--------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ შ-- ,,D-----------”-ს და შ-- ‘’ს-–--------’’-ს სოლიდარულად დაეკისროთ 270 261,5 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: ნ------ ს--------ე და ჟ--–---- ბ--------ე არიან ქ. ბათუმში, ვ-–----–----–ას ქ. №15-ში მდებარე უძრავი ქონების (ოთხსართულიანი სახლი სარდაფით) მესაკუთრეები. კუთვნილი უძრავი ქონების, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს წარმოებდა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ბათუმი, ვ.ფ–----–ას ქ.№17-ში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა შ-- ,,D-----------”-მა. ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს დემონტაჟი გაუკეთა და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო შ-- ,,ს-–--------“-მა. მოსარჩელეთა სახლი მოექცა მშენებლობების შუაში. მოპასუხეებმა არ გაითვალისწინეს მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა, სიმყარე, სასაზღვრო მიჯნაზე მშენებლობის თავისებურებები, მშენებლობის პროცესში დაარღვიეს საშენებლო ნორმები და მრავალსართულინი კოროპუსების მშენებლობა აწარმოეს მშენებლობის წესების დარღვევით, რამაც დააზიანა მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის ოთხივე სართული, სარდაფი, ეზო, საქვაბე და კაპიტალური ღობე. დაზიანების აღმოფვრის და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათის აუცილებელია 270 261,5 ლარის ღირებულების ხარჯის გაწევა. მოითხოვენ მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაეკისროთ დასახელებული თანხის გადახდა. 2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. შ-- ,,ს-–--------’’ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელის შენობა, შ-- ,,ს-–--------’’-ის ბრალეული ქმედებით არ დაზიანებულა. მოსარჩელეთა შენობის ფუნდამენტის არათანაბარმა მოწყობამ და ამავე ნაგებობის მშენებლობის წესების დარღვევამ გამოიწვია მისი სიმყარის დარღვევა და შესაბამისად შენობაზე ბზარების გაჩენა. ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ სამშენებლო სამუშაოებით მოსარჩელემ განიცადა 270 261,5 ლარის ზიანი. მის აღსადგენად საკამრისია 93 000 ლარის ხარჯის გაწევა. თუმცა ამ თანხის გადახდის ვალდებულება მას არ უნდა დაეკისროს. ამ და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით სარჩელს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მოსარჩელის წარმომადეგნელი ადასტურებს, რომ ვ. ფ–----–ას №13-ში მდებარე შენობებს გაუწია დემონტაჟი და ახალი კორპუსის ასაშენებლად მოაწყო ფუნდამენტი, მაგრამ ამტიცებს, რომ დემონტაჟისა და ფუნდამენტის მოწყობისას სრულად დაცულია მშენებლობის წესები, შესაბამისად მის მშნებლობას მოსარჩელის ქონება არ დაუზიანებია.

 

2.2. შ-- ,,D-----------” სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ზიანი მიყენებულია შ-- შ-- ,,D-----------”-ის სამშენებლო სამუშაოებით. ასევე არ დგინდება, რომ მის აღდგენას ჭირდება 270 261,5 ლარი. ხარჯთაღიცხვა შედგენილია მიკერძოებით და აღდგენითი სამუშაოების ღირებულება მოცემულია გაზრდილ ფასებში. გარდა ამისა, ამტკიცებს,რომ არ არის დადგენილი შ-- ,,D-----------”-ის წილობრივი მონაწილეობა ზიანის დადგომაში. შ-- ,,D-----------” არ არის ზაინის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი პირი, ასევე ზიანი დადგა მოსარჩელეთა სახლის მშენებლობის წესების დარღვევით მშენებლობით. ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე 272 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 571,07 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ნ------ ს--------ის და ჟ--–---- ბ--------ის თანასაკუთრებაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტომი 1.ს/ფ 40-41.

 

3.1.2. 2015 წლის 10 ოქტომბერს ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №17-ში მდებარე 673 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შ-- ,,D-----------”-მა მოიპოვა მშენებლობის ნებართვა და მიწის ნაკვეთში ააშენა მრავალსართულიანი კორპუსი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 38-39

მხარეთა განმარტებები.

მშნებლობის სანებართვო მოწმობა. ტომი 3. ს.ფ. 1.

 

3.1.3. მოსარჩელეებს, საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს მოწყობილი აქვთ ეზო, რომელიც როგორც შ-- ,,D-----------”-ის, ისე შ-- ,,ს-–--------“-ისაგან გამიჯნულია კაპიტალური ღობით. ეზოს მარცხენა მხარეს შ-- ,,ს-–---------ის მშენებლობაა, ხოლო მარჯვენა მხარეს და უკან მხარეს შ-- ,,D-----------”-ის კორპუსია. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შ-- ,,D-----------”-ის მიერ საძირკველის მოწყობის სამუშაოების პროცესში დაზიანდა ეზოს გამყოფი ქვის კედელი, კერძოდ გასკდა შუაზე და ჩავარდა დაბლა (გადაყირავდა).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

ექსპერტიზის დასკვნები. ტ. 4. ს. ფ 54-82. ტ. 1, ს.ფ. 71-104. ტ.6. ტ. 5. ს/ფ 143-180.

 

3.1.4. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში მდებარე 920 კვ.მ მიწის ნაკვეთი შ-- ,,ს-–--------”-ის საკუთრებაა. შ-- ,,ს-–--------”-მა მიწის ნაკვეთი შეიძინა სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან. მშენებლობის ნებართვის მიღებამდე შეძენილ შენობა-ნაგებობებს დემონტაჟი გაუკეთა და ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ამოიღო საძირკვლის ქვაბული და მოაწყო ფუნდამენტი. მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის არ ქონის გამო შეჩერებულია. საქმის განხილვის მომენტისათვის მშენებლობა არ მინდინარეობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტომი 1.ს/ფ 33-37. ტომი 1, ს.ფ. 71-104.

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. შ-- ,,ს-–--------”-მა 2015 წლის 23 მარტს ქ. ბ--------------ას მოსთხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქ.ბ--------------ამ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით შ-- ,,ს-–--------“-ს უარი უთხრა, როგორც დემონტაჟის ნებართვის გაცემაზე, ასევე საცხოვრებელი სახლის შენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასა და არიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ქ.ბ--------------ის მიმართვა. ტ.1. ს.ფ 25-26;

 

3.1.6. მხარეები არ დაობენ, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის სარდაფში, ასევე თითოეულ სართულზე ოთახებში გაჩენილია ბზარები. ბზარები შეინიშნება შენობის ფასადზეც. მხარეენი დაობენ, ბზარების გაჩენის მექანიზმზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ადგილზე დათვალიერების ოქმი.

მხარეთა განმარტებები.

ექსპერტიზის დასკვნები. ტ. 4. ს. ფ 54-82. ტ. 1, ს.ფ. 71-104. ტ.6. ს.ფ. ტ. 5. ს/ფ 143-180.

 

3.1.7. ჟ--–---- ბ--------ემ და ნ------ ს--------ემ ქ.ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში კუთვნილი შენობა ააგეს არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის დარღვევით. პროექტის დარღვევით ნაწარმოები ობიექტი ქ.ბ--------------ის არ--------------------------------–---------------------------ის 20-- წლის 24 ივლისის ბრძანებით ლეგალიზებული იქნა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

20-- წლის 24 ივლისის ბრძანება. ტომი 4. ს/ფ 176.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებისათვის ძირითადი სადაო გარემოებებია:

- შ-- ,,ს-–--------”-ის მიერ ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღების და ფუნდამენტის მოწყობის დროს მშენებლობის წესების დარღვევა;

- შ-- ,,D-----------”-ის მიერ ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №17-ში მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღების, ფუნდამენტის მოწყობის და კორპუსის მშენებლობის დროს მშენებლობის წესების დარღვევა;

- შ-- ,,ს-–--------”-ის და შ-- ,,D-----------”-ის მიერ მშენებლობის წესების უგულებელყოფით ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობების დაზიანება. ანუ შენობა-ნაგებობის დაზიანება შ-- ,,ს-–--------”-ის და შ-- ,,D-----------”-ის ბრალით;

- ზიანის წარმოშობაში მოპასუხეთა ბრალეულობის წილობრივი პროპორციულობა;

- ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოები და მათი ღირებულება.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის 3.2.1 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც შ-- ,,ს-–--------”-ის და შ-- ,,D-----------”-ის მიერ ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ.№13-ში და №17-ში მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღების, ფუნდამენტის მოწყობის და კორპუსის მშენებლობის დროს მშენებლობის წესების დაცვის მტკიცების ტვირთი შ-- ,,ს-–--------”-ს და შ-- ,,D-----------”-ს ეკისრებათ. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ სამშენებლო საქმიანობის დროს სრულად დაიცვეს მშენებლობის წესები. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მშენებლობის აქტებისა და ექსპერტიზის დასკვნებით.

3.2.5. იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის დაზიანება გარკვეულ წილად ამავე შენობის მშენებლობის წესების დარღვევით აშენების შედეგია, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის წარმოშობაში შ-- ,,ს-–--------” მეტ წილად შ-- ,,D-----------”-ს თვლის ბრალეულად, ხოლო შ-- ,,D-----------” ბრალეულად მეტწილად შ-- ,,ს-–--------“-ს თვლის, ბრალეულობის მტკცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს თითოეულ მხარეზე თანაბრად.

3.2.6. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოებისა და მათი ღირებულების მტკიცების ტვრითი მოსარჩელეებს ეკისრებათ.

3.2.7. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.8. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობა დაზიანებულია და მას აღდგენა სჭირდება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ნაწილობრივ უდაოა. მართალია შესაგებლით მოპასუხეებმა უარყვეს მოსარჩელის შენობის დაზიანების ფაქტი, მაგრამ შემდგომში სხდომებზე დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლი დაზიანებულია (თუმცა ზიანის წარმოშობაში მათი ბრალი გამორიცხეს).

3.2.9. ზიანის ფაქტის არსებობის დადგენის შემდეგ, მნიშვნელოვანი გარემოებაა გაირკვეს ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობების აღდგენისათვის რა სამუშაოებია ჩასატარებელი და რას შეადგენს მისი ღირებულება. დაზიანებული შენობის რეაბილატაციისათვის ჩასატარებელ სამუშაოთა განსაზღვრა სპეციფიკური საკითხია. მისი განსაზღვრა დაკავშირებულია სპეციალურ ცოდნასთან. აუცილებელია შესწავლილი იქნას დაზიანებები, მათი ხარიხსი, დაზიანებათა პროგრესი, დაზიანებათა განვითარების შეჩერებისათვის საჭირო ღონისძიებები და მათი საერთო ანალიზით მეცნიერულ დონეზე უნდა გადაწყდეს იმ სამუშაოთა დაგეგმვის საკითხი, რაც აუცილებელია დაზიანებული შენობის აღდგენისათვის.

3.2.10. სსიპ ლ. ს----------–--------–-------------------------------–------------------------ის 2016 წლის 19 ნოემბრის №50--305616 დასკვნით, ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე ოთხსართულიანი სახლის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლების მხრიდან არსებული, ეზოს შემომსაზღვრელი კაპიტალური კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ექვემდებარება დემონტაჟს.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 4. ს. ფ 54-82.

3.2.11. ამავე ექსპერტიზის დასკვნით ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე ოთხსართულიან სახლს აღენიშნება ბზარების გახსნილობის მცირედი გადიდება, ახალი ბზარების გაჩენა კიბის უჯრედში, ჭერზე და კაფელის ფილების აცვენა. ბზარების წარმოშობა შესაძლებებლია გაგრძელდეს ხუთი წლის განმავლობაში. დინამიური პროცესების მონიტორინგის მიზნით ექსპერტს მიზანშეწონილად მიაჩნია შენობაში არსებულ ბზარებზე თაბაშირის მანიშების მოწყობა.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 4. ს/ფ 54-82.

3.2.12. ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის დაზიანების ხასიათი აღწერილია შ-- ,,D-----------”-ის დაკვეთით შ-- ,,ო-------–------პ+“-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევებში. დასკვნაში მითითებულია, რომ ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობაზე განვითარებულია ბჯენითი ბზარები.

იხ. შ-- ,,ო-------–-------- +“-ის ინსპექტირების ანგარიში. ტომი 4.ს.ფ 93-119.

3.2.13. ადგილზე დათვალიერებით დადგენილი იქნა, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან დაწყებული, ბოლო სართულამდე თითქმის ყველა კედელს აღენიშნება ვერტიკალური და ჰორიზინტაური ბზარები. იგი გაჩენილია ჭერშიც და ვიზუალურად გამოკვეთილად ჩანს, როგორც აივნებზე, ისე ფასადის სხვადასხვა ნაწილში. მათი მოცემულობები აღწერილია ექსპერტიზის დასკვნებში.

იხ. ადგილზე დათვალიერების ოქმი.

იხ. შ-- ,,ო-------–-------- +“-ის ინსპექტირების ანგარიში. ტომი 4.ს.ფ 93-119.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 4. ს/ფ 54-82.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 1, ს.ფ. 71-104.

 

3.2.14. დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენითი სამუშაოს ღირებულების დადგენისათვის, მოსარჩელეებმა მიმართეს შ-- ,,ე-–--+“-ს, რომელმაც შეისწავლა მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა და შეადგინა, როგორც მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენისათვის საჭირო სამუშაოების და მოცულობის გეგმა, ასევე საჭირო ხარჯი. ხარჯთააღიცხვაში მითითებულია, რომ საძირკველის გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად სარდაფში იატაკი უნდა დაიშალოს და სამშენებლო ნაგავი გატანილი უნდა იქნას შენობიდან. არსებული ლენტური საძირკვლების გასაძლიერებლად გრუნტი უნდა დამუშავდეს, ზედმეტი გრუნტი გატანილი უნდა იქნას გარეთ. ორმოს კედლები დროებით უნდა გამაგრდეს ხის ელემენტებით. უნდა ჩატარდეს ქარგილების მოწყობა და დაშლა. ორმოებდან უნდა ამოიტუმბოს წყალი. არსებული ლენტური საძირკვლების გასაძლიერებლად ,,1“ ღერძზე B-20 კლასის სულფატომედეგი ბეტონით უნდა მოეწყოს მონოლითური რკინაბეტონი. არსებული წერტილოვანი საძირკვლები ,,გ“ ღერძზე უნდა გაძლიერდეს B-25 კლასის სულფატომედეგი ბეტონით თანმდევი დამატებითი სამუშაოებით. საქვაბის საძირკვლები უნდა გაძლიერდეს B-25 კლასის ბეტონით. სარდაფის ბეტონის მოწყობა-აღდგენა უნდა განხორციელდეს ბეტონით. ასეთი დეტალური თანამიმდევრობითაა ხარჯთააღრიცხვაში აღწერილი ჩასატარებელი სამუშაოები და თითოეული ამ სამუშაოს ღირებულება სარდაფიდან ჭერამდე. საბოლოო ჯამში შენობის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის საჭიროა 270 261.5 ლარი.

იხ. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. ტ.1. ს.ფ. 43-70

 

3.2.15. მოპასუხეებმა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 270 261.5 ლარის საჭიროება გახადეს სადაო. თავიანთი არგუმენტების დასაბუთების მიზნით შ-- ,,ს-–--------“-მა სასამართლოს წარმოუდგინა აუდიტორული დასკვნა, რომლითაც შ-- ,,ექსპერტი 21“-ის მიერ განსაზღვრული იქნა ქ.ბათუმის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლში 1 კვ.მ ფართზე მიმდინარე კოსმეტიკური რემონტის საბაზრო ღირებულება. აუდიტორული დასკვნის მიხედვით 1 კვ.მ. ფართის კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 100-დან-200 ლარს.

იხ. აუდიტორული დასკვნა. ტომი 4. ს.ფ 161-170.

 

3.2.16. შ-- ‘’ს-–--------’’-მა ვ-–----–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობის აღდგენისათვის საჭირო ხარჯების დასაანგარიშებლად, შ-- ,,დ--------------–-–----------–----------------------------------------------------ის“ მეშვეობით საექსპერტო კვლევა ჩაატარა. კველვის შედეგებზე შედგენილი იქნა შესაბამისი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში ვ-–----–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 93 085,43 ლარს. დასკვნაში დეტალურადაა მითითებული აღდგენისათვის საჭირო სამუშაოების შესახებ.

იხ. შ-- ,,ბ---------------ის“ დასკვნა. ტომი 5 ს/ფ 122-139.

 

3.2.17. ამდენად სასამართლოს წინაშე დადგა აღდგნითი სამუშაოების ღირებულების დადგენის პრობლემა. ამ მიმართულებით სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა:

- შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც ქ. ბათუმში ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის ხარჯი შეადგენს 270 261.5 ლარს.

მეორეს მხრივ შ-- ‘’ს-–--------’’-ის მიერ წარმოდგენილი იქნა:

- აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ. ფართის კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 100-დან-200 ლარს.

- შ-- ,,დ--------------–-–----------–----------------------------------------------------ის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც იმავე შენობის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 93 085,43 ლარს.

მოსარჩელეთა და შ-- ‘’ს-–--------’’-ის მტკიცებულებები ერთმანეთს ნაწილობრივ გამორიცხავენ. ისინი ნაგებობის აღგენისათვის განსხვავებულ სამუშაოებს და განსხვავებულ ღირებულებებს ითვალისწინებენ, ამიტომ ბუნებრივია ხარჯების ოდენობის დასადგენად ერთდროულად ვერ გამოდგებიან. სასამართლომ უნდა შეადაროს მათი სიმყარე, დამაჯერებლობა, დასაბუთებულობა, კვლევების თანამიმდევრულობა, მეცნიერულობა და მათ საფუძველზე დაადგინოს, რომელი მტკიცებულებაა გასაზიარებელი.

იხ. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. ტ.1. ს.ფ. 43-70

იხ. შ-- ,,ბ---------------ის“ დასკვნა. ტომი 5 ს/ფ 122-139.

იხ. აუდიტორული დასკვნა. ტომი 4. ს.ფ 161-170.

 

3.2.18. პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შ-- ‘’ს-–--------’’-ის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ. ფართის კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 100-დან-200 ლარს, არაა გასაზიარებელი. შეიძლება ქ. ბათუმში გარკვეული ობიექტების კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ 100-დან-200 ლარს შორის მერყეობს, მაგრამ ეს შეფასება არაა უნივერსალური და ყველა ობიექტს არ მიესადაგება. შესასრულებელ სამუშაოთა სახეობები ერთმანეთისაგან განსხვავდება საჭიროების, ხარისხის, ფასების, ადგილმდებარეობის და სხვა კომპონენტების მიხედვით, ამიტომ, თუ ერთ შემთხვევაში მისი ხარჯი 100 ლარიდან 200 ლარამდე შუალედში მერყეობს, შესაძლებელია სხვა შემთხვევაში ის 100 ლარზე ნაკლები იყოს, ან 200 ლარზე მეტი. გარდა ამისა 100 ლარიდან 200 ლარამდე ხარჯის განსაზღვრა, ზედმეტად ბუნდოვანია და საკითხის გადაწყვეტის გზას არ იძლევა.

იხ. აუდიტორული დასკვნა. ტომი 4. ს.ფ 161-170.

 

3.2.19. შ-- ‘’ს-–--------’’-ის მიერ შ-- ,,დ--------------–-–----------–----------------------------------------------------ის“ დასკვნის (შ-- ,,ბ---------------ი) წარმოდგენის შემდეგ, სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ნაწილში დამატებით ჩატარებულიყო საექსპერტო კვლევები. შესაბამისად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა საინჟნრო ტექნიკური ექსპერტიზა. კველევების შედეგად ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზიანებული შენობა ნაგებობის აღდგენისათვის ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები:

- შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლის მხრიდან ეზოს შემომსაზღვრელი კაპიტალული კედლის დემონტაჟი სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით, შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კელდის მხრიდან შემომსაზღვრელი კელდის საძირკველის მოწყობა და აშენება პროექტის მიხედვით, შენობის საძირკვლების გამაგრება პროექტის მიხედვით, დაზიანებული კედლების და გადახურვის ფილების გამაგრება, კაფელის და მეთლახის ფილების შეცვლა, კედლების და ჭერის დამუშავება და სამღებრო სამუშაოები, საქვაბის შენობის გამაგრებითი სამუშაოები.

ექსპერტმა ცალ-ცალკე იმსჯელა როგორც მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ ხარჯთა აღიცხვაზე, ასევე შ-- ,,ს-–--------“-ის მიერ წარმოდგენილ ხარჯთა აღრიცხვაზე. ექსპერტმა განმარტა, რომ შ-- ,,დ--------------–-–----------–----------------------------------------------------ს“ დასკვნაში (შ-- ,,ბ---------------ი“) მითითებული აქვს, რომ ღერძი ,,1-1“-ის გასწვრივ ვ-–- ფ–----–ას ქ. №13-ის მხრიდან დიამეტრით 30 სმ და 8 მეტრი სიღრმის (არანაკლებ 18 ცალი) მონოლითური ბეტონის შპუნტური კედლის მოწყობაა საჭირო. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთი სამუშაოები ობიექტს არ ჭირდება, რადგანაც არსებულ მდგომარეობაში, როდესაც ვ-–- ფ–----–ას ქ. №13-ში უკვე ამოღებულია ქვაბული და მოწყობილია საძირკვლის მონოლითური რკინაბეტონის ფილა, ასეთ სიტუაციაში შპუნტური კედლის მოწყობა ყოველგვარ აზრს კარგავს. გარდა ამისა არსებულ მდგომარეობაში შპუნტური კედლის მოწყობა ფიზიკურად შეუძლებელია. დასკვნაში არარის ასახული ,,5-5“ ღერძის გასწვრივ (ვ-–----–----–ას ქ. №17-ის მხრიდან) წერტილოვანი საძირკვლების ,,გ“ ღერძე ავტოფარეხის არკის გაძლიერების, მოსარჩელეთა შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლის არსებული ეზოს შემომასაზღვრელი კაპიტალური კედლის დემონტაჟის, ასევე ახალი კედლის საძირკველის მოწყობის, კედლის აშენების, საქვაბის შენობის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების დაანგარიშება. შესაბამისად შ-- ,,ბ---------------ის“ დასკვნაში სრულად არარის გათვალისწინებული მოსარჩელეთა კუთვნილი ნაგებობის აღდგენისათვის გამოყენებული მასალებისა და ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა

იხ. შ-- ,,ბ---------------ის“ დასკვნა. ტომი 5 ს/ფ 122-139.

3.2.20. შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციიასთან დაკავშირებით 2018 წლის 18 აპრილის №5002184718 დასკვნაში მითითებულია, რომ ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის და გამაგრებითი სამუშაოების დაანგარიშება შესრულებულია შენობის გაძლიერების პროექტის მიხედვით. იგი შეიცავს მოსარჩელლეთა შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლის არსებული ეზოს შემომასაზღვრელი კაპიტალური კედლის დემონტაჟის, ასევე ახალი კედლის საძირკველის მოწყობის, კედლის აშენების, საქვაბის შენობის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების დაანგარიშებას. შესაბამისად შენობის აღდგენისათვის გამოყენებული მასალების და ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება დაანგარიშებულია სრულყოფილად.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა.

იხ. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. ტ.1. ს.ფ. 43-70

 

3.2.21. მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის აღდგენისა და რეაბილიტაციის თაობაზე, ნაწარმოები მტკიცებულებების დეტალური გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ სასამართლო განმარტავს, რომ დაზიანების აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოების დასახელება და მათი ღირებულება, ფაქტობრივი გარემოებებაა. მათი საჭიროება და აუცილებლობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. სწორედ მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები და დაამტკიცონ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება. წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას აღდგენითი სამუშაოებისა და მათი ღირებულებების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, თუ აუდიტორული დასკვნები ვერ გახდება იმავე დასკვნებში მითითებული შინაარსის უტყუარად მიჩნევის საფუძველი. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს ჩასატარებელი სამუშაოებისა და მათი ღირებულების შესახებ თავის არგუმენტებს. აუცილებლად ჩასატარებელ სამუშაოთა სახეობებისა და ღირებულების განსაზღვრისათვის სასამართლოზე წარმოდგენილი იყო ორი კონკრეტული მტკიცებულება (მეტნაკლები სრულყოფილების მიხედვით). ესაა შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც ქ. ბათუმში ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის ხარჯი შეადგენს 270 261.5 ლარს და შ-- ,,დ--------------–-–----------–----------------------------------------------------ის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც იმავე შენობის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 93 085,43 ლარს. ორი განსხვავებული დასკვნის შეფასებისათვის და მეტი ინფორმაციის მოპოვებისათვის სასამართლომ დამატებით გამოიკვლია ორივე დოკუმენტის სიმყარე და ამ მიზნით დანიშნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც ,,დაწუნებული“ იქნა შ-- ,,დ--------------–-–----------–----------------------------------------------------ის“ დასკვნის სრულყოფილება. მართალია საკითხი საინჟინრო სფეროს მიეკუთვნება და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ინდივიდუალურად თვითონ გადაწყვიტოს ობიექტზე რა კონკრეტული სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ სასამართლოს შესაძლებლობა აქვს შეამოწმოს შ-- ,,დ--------------–-–----------–----------------------------------------------------ის“ დასკვნაში ასახულია თუ არა ის სამუშაოები, რაც 2018 წლის 18 აპრილის №5002184718 დასკვნაშია მითითებული. შემოწმების შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ მასში მართლაც არაა მითითებული ,,5-5“ ღერძის გასწვრივ (ვ-–----–----–ას ქ. №17-ის მხრიდან) წერტილოვანი საძირკვლების ,,გ“ ღერძზე ავტოფარეხის არკის გაძლიერების, მოსარჩელლეთა შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლის არსებული ეზოს შემომასაზღვრელი კაპიტალური კედლის დემონტაჟის, ასევე ახალი კედლის საძირკველის მოწყობის, კედლის აშენების, საქვაბის შენობის გამაგრებითი სამუშაოებისა და მათი ღირებულების დაანგარიშების, ასევე რიგი სხვა სამუსაოების შესახებ. ასეთი სამუშაოების მითითებას და მის ღირებულებაზე შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაშია მითითებული. არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ შესაძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მართლაც არაა საჭირო ,,5-5“ ღერძის გასწვრივ (ვ-–----–----–ას ქ. №17-ის მხრიდან) წერტილოვანი საძირკვლების ,,გ“ ღერძზე ავტოფარეხის არკის გაძლიერების, მოსარჩელლეთა შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლის არსებული ეზოს შემომასაზღვრელი კაპიტალური კედლის დემონტაჟის, ასევე ახალი კედლის საძირკველის მოწყობის, კედლის აშენების, საქვაბის შენობის გამაგრებითი სამუშაოების, ავეჯის მონტაჟისა და დემონტაჟის, ასევე სხვა სამუშაოთა ჩატარების აუცილებლობა, მაგრამ აუცილებელია ამის თაობაზე შედავება გვქონდეს. მოპასუხეები მათ აუცილებლობას სადაოდ არ ხდიან. ამ გარემოების უარმყოფელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და სხდომაზეც არ მიუთითებიათ. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ სამუშაოთა შესრულების აუცილებლობა და მასზე ხარჯის გაწევის მნიშვნელოვანება მოსარჩელეებმა დაადასტურეს მტკიცებულებებით. სწორედ ამიტომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია სრულყოფილადაა შედგენილი და მასში ასახული მოცემულობები გაზიარებული უნდა იქნას.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა.

იხ. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. ტ.1. ს.ფ. 43-70

3.2.22. მოპასუხეებმა სხდომაზე სადაოდ გახადეს სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ავეჯის დემონტაჟის და მონტაჟის ღირებულება. შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში მის ღირებულებად მითითებულია დაახლოებით 29 110 ლარი. რატომღაც მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მის ღირებულებად დასკვნაში ასახულია დაახლოებით 70 000 ლარი.

 

2018 წლის 18 აპრილის №5002184718 დასკვნაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების მასშტაბებისა და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს ავეჯი გატანილი უნდა იქნას სარდაფის ორი ოთახიდან, მეორე, მესამე და მანსარდული სართულიდან. დათვალიერების დროს გაირკვა, რომ (მოსარჩელის განმარტების საფუძველზე) ავეჯი წარმოადგენს მასიური ხისგან დამზადებულ ძვირად ღირებულ ესპანურ ავეჯს, რაც სრულიად უნდა დაიშალოს, გაიზიდოს შენობიდან, სადმე დასაწყობდეს, რემონტის შემდეგ დაბრუნდეს თავის ადგილას და თავიდანვე იქნას აწყობილი. მისი ღირებულება განსაზღვრულია მხოლოდ შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში, რასაც მოპასუხეები ზეპრად უარყოფენ. ამ ნაწილში სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მოპასუხის ზეპირი განმარტება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დამტკიცდეს ავეჯის დემოტაჟის, გაზიდვის, შემოზიდვისა და მონტაჟის ღირებულება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ ამ ტიპის სამუშაოთა ღირებულება მხოლოდ მხარის ზეპირი განმატებით არ დამტკიცდეს. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად ამტკიცოს ავეჯის მონტაჟის ნაკლები ღირებულება, მაგრამ ანალოგიური უფლება აქვს მოსარჩელესაც. მასაც შეუძლია ზეპირად დაასახელოს ციფრი და ამტკიცოს, რომ ავეჯის მონტაჟის ღირებულება ღირს ,,X“ ლარი. ამ გზით მტკიცება ყოველთვის ჩიხში იქნება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები, მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა, უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეებს ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ აქვთ და ზეპირ განმარტებას სხვა მტკიცებულებით ვერ ამყარებენ. შესაძლებელია ავეჯის მონტაჟი 29 110 ლარზე ნაკლები ღირს, მაგრამ იბადება კითხვა რა არის ეს ნაკლები ღირებულება? რით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ? ისეთ სიტუაციაში როცა არარსებობს სხვა მყარი მტკიცებულება, უნდა დავეყრდნოთ იმ მტკიცებლებას, რაც საქმეში მოიპოვება. ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეებს აქვთ და ესაა შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოსარჩელეებმა უფრო უკეთ შეასრულეს თავიანთი საპროცესო ვალდებულება, ვიდრე მოპასუხემ. ამიტომ მოსარჩელეთა მოსაზრება ამ ნაწილში გასაზიარებელია, ხოლო მოპასუხეთა მოსაზრება არაა გასაზიარებელი.

3.2.23. შ-- ,,D-----------”-ის დაკვეთით შ-- ‘’ექსპერტ ჯგუფმა’’ დაიანგარიშა ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე ოთხსართულიანი სახლის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლების მხრიდან არსებული, ეზოს შემომსაზღვრელი კაპიტალური კედლის აღდგენით სამუშაოებზე გასაწევი ხარჯების საბაზრო ღირებულება. მისი გაანგარიშებით ღობის მოწყობითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 19 284,84 ლარს.

იხ. შ-- ,,ექსპერტ ჯგუფის დასკვნა’’. ტომი 4.ს/ფ 240.

 

3.2.24. ეზოს შემომსაზღვრელი კაპიტალური კედლის აღდგენით სამუშაოებზე გასაწევი ხარჯების საბაზრო ღირებულება დაანგარიშებულია შ-- ,,ე-–--+“-ის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციითაც და მისი ღირებულება შეადგენს 21 307 ლარს.

3.2.25. ფაქტობრივად სასამართლომ ამ შემთხვევაშიც ერთმანეთს უნდა შეადაროს შ-- ‘’ექსპერტ ჯგუფის’’ და შ-- ,,ე-–--+“-ის დასკვნები. შედარებისათვის გამოყენებული უნდა იქნას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 აპრილის №5002184718 დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზიანებული კედლის აღდგენისათვის ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები: - შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლის მხრიდან ეზოს შემომსაზღვრელი კაპიტალული კედლის დემონტაჟი სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით, შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კელდის მხრიდან შემომსაზღვრელი კელდის საძირკველის მოწყობა და აშენება პროექტის მიხედვით. ამდენად ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტია დემონტაჟი და აშენება სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით.

შ-- ,,ე-–--+“-ის დასკვნა შეიცავს არსებული საძირკვლების გაძლიერების სქემატურ გეგმას, რასაც არ შეიცავს შ-- ‘’ექსპერტ ჯგუფის’’ დასკვნა. მართალია სქემატური გეგმა არ წარმოადგენს სპეციალურად დამუშავებულ პროექტს, მაგრამ ის უფრო რეალურთან მიახლოებულია ვიდრე ასეთი სქემატური გეგმის გარეშე სავარაუდო დაანგარიშება. სწორედ ამიტომაც სასამართლო მის მოცემულობას იზიარებს.

 

3.2.26. ამდენად მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, ეზო, საქვაბე და ეზოს კედელი დაზიანებულია და მისი აღდგენისა და რეაბილიტაციისათვის აუცილებელია 270 261.5 ლარის ხარჯის გაწევა.

3.2.27. შემდეგი მნიშვნელვანი საკითხია დადგინდეს, რამ გამოიწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა, ვ. ფ–----–ას №13-ში და №17-ში მდებარე მიწის ნაკვეთში მშენებლობის დაწყების წინ, მოპასუხეთა მიერ არ შემოწმებულა. როგორც შ-- ,,D-----------”-ს, ისე შ-- ,,ს-–--------“-ს სამშენებლო მოედანზე არსებული შენობების დემონტაჟის, ქვაბულის მოწყობისა და მშენებლობის დაწყებისას, მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა არ გამოუკვლევია. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელშიც მოცემული იქნებოდა დემონტაჟამდე მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის მდგომარეობის შესახებ.

 

3.2.28. დაზიანების მიზეზები აღწერილია მხარეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში. მათ შორის ერთ-ერთია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 თებერვლის №500--31216 დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის დაზიანებები გამოწვეულია ვ. ფ–----–ას №13-ში და №17-ში მდებარე მიწის ნაკვეთში შ-- ,,ს-–--------”-ს და შ-- ,,D-----------”-ის მიერ ქვაბულის ამოღებამდე ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის ტორსული კედლის გასწვრივ გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით.

იხ. ექპერტიზის დასკვნა. ტომი 1. ს.ფ 71-104.

3.2.29. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 თებერვლის №500--31216 დასკვნის მიხედვით ქვაბულის ამოღების შემდეგ ვ. ფ–----–ას ქ. №13-ის მხარეს საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით პროექტის გარეშე საძირკვლების გაშიშვლებამ, ხელი შეუწყო შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარებას და შენობის მზიდ კედლებზე ბზარების წარმოქმნას. შენობა ასევე დაზიანდა არსებული შენობის დემონტაჟის და ქვაბულის ამოღების დროს მძიმე ტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით.

დასკვნაში მითითებულია, რომ საინჟინრო გეოლოგიური გამოკვლევები და თანამადროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს დინამიური პროცესების მინდინარეობის ზუსტ, უტყუარ და საიმედო შედეგების მიღებას. ახალი მშენებლობის გავლენა შესაძლოა გაგრძელდეს ხუთი წლის განმავლობაში. ამიტომ ექსპერტი ვარაუდობს, რომ მიმდინარე მშენებლობებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ახალი დაზიანებების გაჩენა.

იხ. ექპერტიზის დასკვნა. ტომი 1. ს/ფ 71-104.

 

3.2.30. 2016 წლის 17 თებერვლის №500--31216 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შენობის უკანა და მარჯვენა ტორსული კედლის მხრიდან არსებული ეზოს შემომსაზღვრელი კაპიტალური კედლის დაზიანება გამოწვეულია შ-- ,,D-----------”-ს მიერ სამშენებლო ნორმების დაუცველობით.

იხ. ექპერტიზის დასკვნა. ტომი 1. ს/ფ 71-104.

3.2.31. ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის დაზიანებების განსაზღვრის მიზნით, შ-- ,,ს-–--------“-ის დაკვეთით საქსპერტო კვლევები აწარმოა ლ.სა---------–--------–----------------------------------------ომ. კვლევების შედეგებზე შედგენილი იქნა 2016 წლის 19 ნოემბრის N50--305616 დასკვნა. მასში მითითებულია, რომ ბზარების წარმოქმნა დაიწყო შენობის ორივე ტორსული კედლის მხრიდან მძიმე ტექნიკის გამოყენებით ქვაბულის სამუშაოების დაწყების შემდეგ. დასკვნაში საუბარია მასზედ, რომ სახლს გააჩნია ბზარები და ვითარდება ახალი ბზარებიც, მაგრამ დასკვნაში არაა მოცემული დაზიანების კონკრეტულ მიზეზებზე და მასში მხარეთა ბრალეულობის შესახებ.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 4. ს/ფ 54-82.

 

3.2.32. შ-- ‘’ს-–--------’’-ის მიერ 2017 წლის მაისის თვეში კვლავ ჩატარდა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. მისი მიზანი იყო დადგენილიყო ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის დაზიანების მიზეზი, ხანდაზმულობა, ასევე ექსპერტიზის მიზანი იყო გარკვეულიყო მოსარჩელეთა შენობის დაზიანებაში ბრალი მიუძღვის თუ არა მოპასუხეთა მშენებლობებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში და №17-ში ახალი მშენებლლობის დაწყებამდე აუცილებებლი იყო მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანენების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც ამ შემთხვევაში არ ჩატარებულა. შესაბამისად მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის ტქნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მშენებლობების დაწყებამდე არ არსებობს. ქვაბულის ამოღებამდე არ ჩატარებულა შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა და გამაგრებითი სამუშაოები. შენობაზე ბზარების წარმოქმნა დაიწყო 2015 წლის აპრილში ვ.ფ–----–ას ქ. №17-ში მდებარე სამშენებლო უბანზე არსებული შენობების დემონტაჟის დროს სახლის ტორსული კედლის გასწვრივ მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. ხოლო 2015 წლის სექტემბერში, ქვაბულის ამოღების დროს ეზოს შემომფარგვლელი კაპიტაკური კედლის მყისიერად გადანგრევით გამოწვეული დატვირთვის ზეგავლენით შენობა შეზანზარდა და განვითარდა ბზარები. მოგვიანებით ვ. ფ–----–ას ქ. №13-ის მხარეს არსებული ბზარების გადიდება და ახალი ბზარების წარმოშობა დაფიქსირდა 2015 წლის ნოემბრის თვეში, კერძოდ ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში მდებარე სამშენებლო უბანზე არსებული შენობების დემონტაჟის და ქვაბულის ამოღების სამუშაოების შესრულების დროს. მოსარჩელეთა კუთვნილი ეზოს შემომფარგვლელი კაპიტალური კედელი გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან, დაბზარულია და დაკარგული აქვს საყრდენი კედლის ფუნქცია. შესაბამისად ქვაბულის ამოღება და კაპიტალური კედლის გასწვრივ ქვაბულის გამაგრება განხორციელდა სამშენებლო ნორმების დარღვევით. შენობის დაზიანების შემდეგ და წინასწარ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე. ვ. ფ–----–ას ქ. №13-ის მხრიდან მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის ტორსული კედლის თავში, შუაში და ბოლოში ჩატარებულია საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები, კერძოდ თავში და შუაში მოწყობილია დაახლებთ 1,6 მეტრის ჩაღრმავებით 0,7 მ სიგანის და 0,55 მეტრი სისქის მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტი, ხოლო ბოლო ნაწილში მოწყობილია მონოლითური რკინა ბეტონის საყრდენი კედელი. ამ შემთხვევაშიც საძირკველის გამაგრება განხორციელდა სამშენებლო ნორმების დარღვევით, შენობის დაზიანების შემდეგ და წინასწარი დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე.

 

ექსპერტი განმარტავს, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ ვ.ფ–----–ას №15-ში მდებარე შენობაზე ბზარების წარმოშობა დაიწყო 2015 წლის აპრილში, ანუ ვ.ფ–----–ას №17-ში მდებარე სამშენებლო უბანზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების დროს, ხოლო მოგვიანებით ვ.ფ–----–ას №13-ის მხარეს არსებული ბზარების გადიდება და ახალი ბზარების წარმოშობა დაფიქსირდა 2015 წლის ნოემბრის თვეში, ანუ ვ.ფ–----–ას №13-ში სამშენებლო უბანზე არსებული შენობების დემონტაჟის და ქვაბულის ამოღების სამუშაოების შესრულების დროს, ასევე, თუ გავითვალისწინებთ ვ.ფ–----–ას №17-ის და №13-ის მხრიდან მოსარჩელეთა შენობის დაზიანებების რაოდენობას, შეიძლება დავასკვნათ, რომ ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები მეტწილად წრამოშობილია შ-- ,,D-----------”-ის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად.

იხ. 2017 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 5. ს/ფ 143-180.

 

3.2.33. ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის დაზიანების მიზეზები ასევე გამოკვლეული იქნა შ-- ,,D-----------”-ს დაკვეთითაც. კველევები ჩატარებული იქნა შ-- ,,ო-------–------პ+“-ის მიერ. კვლევის შედეგებზე შედგენილ იქნა შესაბამისი დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ინსპექტირების ჯგუფის მიერ გამოკვლეული იქნა შ-- ,,D-----------”-ის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენა ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე სახლის დაზიანებებზე. ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობაზე განვითარებულია ბჯენითი ბზარები ვ. ფ–----–ას ქ. №13-ის და №17-ის მხრიდან. ბზარები ნაწლობრივ გამოწვეულია №13-ში მოწყობილ სამშენებლო ქვაბულში წყლის არსებობით, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს №15-ში მდებარე შენობის საძირკვლების ქვეშა ფუძე გრუნტებზე. შენობის გამაგრების მიზნით ღერძი ,,1-1“ გასწვრივ №13-ის მხრიდან მოწყობილია საყრდენი კედლები, თუმცა ის არ არის შესრულებული სათანადო დონეზე და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს №15 შენობაზე უარყოფითი პროცესების ზეგავლენის შეჩერებას. №15-ში მდებარე შენობის გვერდითი ფასადების მიმდებარედ ვ-–----–----–ას ქ. №13-ში და №17-ში მდებარე სამშენებლო უბნების მხრიდან არ არსებობს შემოკირწყლვა, რის გამოც წვიმის წყალი ჩაედინება საძირკვლების ქვეშა ფუძე გრუნტებში და შესაძლოა იწვევდეს მათი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დაქვეითებას. აღნიშნული გარემოება და №15-ში მდებარე შენობის საძირკვლების სხვადასხვა სიღრმეზე სხვადასხვა ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მქონე გრუნტებზე დაფუძნება, შესაძლოა შენობის აშენებისთანავე იწვევდეს შენობის არათანაბარი ჯდენით დეფორმაციებს. საერთო ჯამში დასკვნაში განმარტებულია, რომ ვ.ფ–----–ას ქ. №17-ში მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის პროექტისა და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით განხორციელებული მშენებლობა, ვერ გამოიწვევდა №15-ში მდებარე სახლის დაზიანებას.

იხ. შ-- ,,ო-------–-------- +“-ის ინსპექტირების ანგარიში. ტომი 4.ს.ფ 93-119.

 

3.2.34. ამდენად საქმეში წარმოდგენილი იქნა ოთხი სხვადასხვა დასკვნა, რომელთაგან ზოგიერთი ერთმანეთს ავსებს და ზოგი განსხვავებულ მოცემულობას იძლევა. ეს დასკვნებია:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 თებერვლის №500--31216 დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის დაზიანებები გამოწვეულია ვ. ფ–----–ას №13-ში და №17-ში მდებარე მიწის ნაკვეთში შ-- ,,ს-–--------”-ს და შ-- ,,D-----------”-ს მიერ ქვაბულის ამოღებამდე ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის ტორსული კედლის გასწვრივ გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით, ვ. ფ–----–ას ქ. №13-ის მხარეს პროექტის გარეშე საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით საძირკვლების გაშიშვლებით. ორივე ობიექტზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით არსებული შენობის დემონტაჟის და ქვაბულის ამოღების დროს გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით;

- სსიპ ლ.ს----------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს 2016 წლის 19 ნოემბრის №50--305616 დასკვნა, რომელშიც არაა საუბარი ზიანში ბრალეულობაზე;

- სსიპ ლ.ს----------–--------–-----------------–----------------------------–---------ოს 2017 წლის 10 მაისის №5002505217 დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზიანება გამოწვეულია ქვაბულის ამოღებამდე შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევისა და გამაგრებითი სამუშაოების არ ჩატარებით, სახლის ტორსული კედლის გასწვრივ მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით, ქვაბულის ამოღების დროს ეზოს შემომფარგვლელი კაპიტაკური კედლის მყისიერად გადანგრევით გამოწვეული დატვირთვის ზეგავლენით. საერთო ჯამში ქვაბულის ამოღება და კაპიტალური კედლის გასწვრივ ქვაბულის გამაგრება განხორციელდა სამშენებლო ნორმების დარღვევით. შენობის დაზიანების შემდეგ და წინასწარ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე. დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია შ-- ,,D-----------”-ის ბრალით.

- შ-- ,,ო-------–------პ+“-ის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვ. ფ–----–ას №15-ში მდებარე შენობის დაზიანება გამოწვეული არაა შ-- ,,D-----------”-ს ბრალით. იგი გამოწვეულია თავად ვ. ფ–----–ას №15-ში მდებარე შენობის ფუნდამენტის მოწყობის პრინციპით, საძირკველში წყლის ჩადინებითა და ნაწილობრივ ვ. ფ–----–ას №13-ში არსებული მშენებლობით.

 

3.2.35. ამდენად მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნებში ნაწილობრივ ,,გადაბრალებას“ აქვს ადგილი. მოპასუხეები ზიანის წარმოშობაში თავიანთ თავს გამორიცხავენ და თავად მოსარჩელეებს და მეორე მოპასუხეს (ანუ ერთმანეთს) აბრალებენ. ერთი დასკვნა ბრალეულობაზე ინფორმაციას არ შეიცავს, ხოლო ერთი დასკვნა ორივე მშენებელს მიუთითებს ზიანის წარმოშობაში ბრალეულად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩატარებული იქნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც დამატებით უნდა დაედგინა მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის ბზარების წარმოშობის დრო და მიზეზი, ასევე შ-- ,,D-----------”-ის და შ-- ,,ს-–--------’’-ის წილობრივი ბრალეულობა ზიანის დადგენაში, ასევე აღდგენითი სამუშაოების მოცულობა, ხარჯი და სხვა საკითხები.

 

საექსპერტო კვლევებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვ.ფ–----–ას ქ. №17-ში მდებარე შენობის ქვაბულის მოწყობის თანამიმდებრობისა და გამაგრების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია არ არსებობს, გარდა მოსარჩელის შენობის ტორსულ კედელზე მონოლითური რკინა-ბეტონის ორი დამატებითი წერტილოვანი საძირკველის და სვეტის მოწყობისა. საინჟინრო-ტექნიკურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების შესახებ. ქვაბულის ამოღება და გამაგრება განხორციელდა წინასწარ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის დაზიანებები გამოწვეულია ვ. ფ–----–ას ქ. №17-ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით, ასევე მშენებლობის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით.

ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღების და გამაგრების სამუშაოები ჩატარდა ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებამდე და სამშენებლო ნებართვის მიღებამდე. საძირკველისათვის ქვაბულის მოწყობის პროექტი საპროექტოს მიერ არ დამუშავებულა, პროექტირების საწყის ეტაპზე დამკვეთის მიერ უკვე ადგილზე შესრულებული იყო ქვაბულის მოწყობის სამუშაოები და მომიჯნავე დაბალ სართულიანი სახლების გამაგრების სამუშაოები. აღნიშნული მითითებულია განმარტებით ბარათში. მასში ასევე მითითებულია, რომ მომიჯნავე შენობებზე უარყოფით გამომვლინებებთან დაკავშირებით საპროექტო ორგანიზაცია იხსნის პასხისმგებლობას. საინჟინრო გეოლოგიურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების გამოკვლევა. საპროექტო დოკუნეტაციაში არ მოიპოვება ინფორმაცია ქვაბულის ამოღების თანამიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოების ღონისძიებების ჩატარების შესახებ. ექსპერტი განმარტავს, რომ ვ. ფ–----–ას ქ. №15-ში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია არამარტო შ-- ,,D-----------”-ის, არამედ შ-- ,,ს-–--------“-ის მიერ ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არ ჩატარებით და მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით. საერთო ჯამში შ-- ,,D-----------”-მა და შ-- ,,ს-–--------“-მა საძირკვლის ქვაბულის ამოღებისას არ დაიცვეს სამშენებლო ნორმები და მომიჯნავე შენობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. აუცილებელი იყო მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა.

 

ექსპერტმა განმარტა, რომ იმის გამო, რომ არ გამოკვლეულა ვ.ფ–----–ას ქ. №17-ის მხრიდან ქვაბულის ამოღების დროს წარმოშობილი დაზიანებები, ამჟამად შეუძლებელია დადგინდეს შ-- ,,D-----------”-ის და შ-- ,,ს-–--------’’-ის წილობრივი მონაწილეობა ზიანის წარმოშობაში.

იხ. 2018 წლის 18 აპრილის №5002184718 ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 6.

 

3.2.36. საერთო ჯამში №500--31216 დასკვნა ზიანის წარმოშობაში ბრალეულად მიიჩნევს შ-- ,,ს-–--------”-ს და შ-- ,,D-----------”-ს. №5002505217 დასკვნაც ზიანის წარმოშობაში ბრალეულად მიიჩნევს შ-- ,,ს-–--------”-ს და შ-- ,,D-----------”-ს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მეტ წილად ზიანის წარმოშობას აკავშირებს შ-- ,,D-----------”-ს. №5002184718 ექსპერტიზის დასკვნაც ზიანის წარმოშობაში ბრალეულად თვლის, როგორც შ-- ,,ს-–--------”-ს, ისე შ-- ,,D-----------”-ს. მათგან განსხვავებით შ-- ,,ო-------–------პ+“-ის დასკვნა ზიანის წარმოშობაში ბრალეულად თავად მოსარჩელეებსა და შ-- ,,ს-–--------“-ს მიიჩნევს.

 

სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას პირველ რიგში გაითვალისწინა ის გარემოება, რომ №500--31216 დასკვნა, №5002505217 დასკვნა და №5002184718 ექსპერტიზის დასკვნაც ზიანის წარმოშობაში ბრალეულად თვლის, როგორც შ-- ,,ს-–--------”-ს, ისე შ-- ,,D-----------”-ს. ის, რომ შ-- ,,ს-–--------“ არაა ზიანის წარმოშობაში ბრალეული, ამას არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს. პირიქით საქმეში წარმოდგენილი ყველა დასკვნა ამბობს ერთიდაიგივეს. კერძოდ მას, რომ ზიანის წარმოშობაში ბრალეულია შ-- ,,ს-–--------“. შესაბამისად სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შ-- ,,ს-–--------“-მა ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღების და გამაგრების სამუშაოები ჩაატარა ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებამდე და სამშენებლო ნებართვის მიღებამდე. საძირკველისათვის ქვაბულის მოწყობის პროექტი საპროექტოს მიერ არ დამუშავებულა, შესაბამისად ქვაბული მოეწყო სამშენებლო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით. საინჟინრო გეოლოგიურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების გამოკვლევა. საპროექტო დოკუნეტაციაში არ მოიპოვება ინფორმაცია ქვაბულის ამოღების თანამიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოების ღონისძიებების ჩატარების შესახებ. შ-- ,,ს-–--------“-მა ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოები არ ჩაატარა. შედეგად ვერ გაითვალისწინა მეზობლად მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა და დააზიანა მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით. ქვაბულის ამოღებისას არ დაიცვა სამშენებლო ნორმები და მომიჯნავე შენობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები. აუცილებელი იყო მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ზიანის წარმოშობაში მისი ბრალეულობა დადგენილია.

3.2.37. სასამართლო მიიჩნევს, რომ იგივე პრინციპია შ-- ,,D-----------”-ის ნაწილშიც. ვ.ფ–----–ას ქ. №17-ში მდებარე შენობის ქვაბულის მოწყობის თანამიმდებრობისა და გამაგრების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია არ არსებობს, გარდა მოსარჩელის შენობის ტორსულ კედელზე მონოლითური რკინა-ბეტონის ორი დამატებითი წერტილოვანი საძირკველის და სვეტის მოწყობისა. საინჟინრო-ტექნიკურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების შესახებ. ქვაბულის ამოღება და გამაგრება განხორციელდა წინასწარ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის დაზიანებები გამოწვეულია ვ. ფ–----–ას ქ. №17-ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით, ასევე მშენებლობის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით. მართალია შ-- ,,ო-------–------პ+“-მა გამორიცხა შ-- ,,D-----------”-ის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენა ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე სახლის დაზიანებებზე, მაგრამ ეს დასკვნა წინააღმდეგობაშია არამარტო ექსპერტიზის სხვა დასკვნებთან, არამედ ფაქტობრივ გარემოებებთანაც. შ-- ,,ო-------–------პ+“-მა დასკვნაში განმარტა, რომ ქვაბულის მოწყობა, ტორსული კედლის გამაგრება, მძიმე ტექნიკა, ვიბრაციები და სხვა ზეგავლენა სრულად შეესაბამება მშენებლობის ნორმებს, მაგრამ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის, რომ შ-- ,,D-----------”-მა არ გამოიკვლია მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობები. მშენებლობის მეთოდები, დატვირთვა, გამოსაყენებელი ტექნიკა, ვიბრაციის დონე, ფუნდამენტის მოწყობის პრინციპი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მიმდებარედ არსებული შენობის სიმყარეზე და მახასიათებლებზე. მშენებლობის ნორმების დაცვაზე, რომ ვისაუბროთ, ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ მეზობლად მდებარე ობიექტების მდგომარეობა. მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მას, რომ მშენებელი თავისთვის ააშენებს ახალ ობიექტს და დააზიანებს გვერდით მდგარ სხვა შენობას. ამ გარემოების თავიდან აცილების მხოლოდ ერთი ღონისძიებაა და ესააა მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ-- ,,D-----------”-მა ქვაბულის ამოღებისას ძირი გამოუთხარა ეზოს შემომსაზღვრელ ბეტონის კედელს და ის გადმოაგდო საძირკველიდან. აღნიშნულიც მიუთითებს მას, რომ შ-- ,,D-----------”-მა არ შეისწავლა მეზობლად მდებარე ნაგებობა. მას რომ სათანადოდ შეესწავლა, მაშინ მშენებლობის დროს კედელს ძირს არ გამოუთხრიდა და არ გადმოაგდებდა საყრდენიდან. გარდა ამისა დადგენილია, რომ ვ.ფ–----–ას №15-ში მდებარე შენობაზე ბზარების წარმოშობა დაიწყო 2015 წლის აპრილში, ანუ ვ.ფ–----–ას №17-ში მდებარე სამშენებლო უბანზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების დროს, ხოლო მოგვიანებით ვ.ფ–----–ას №13-ის მხარეს არსებული ბზარების გადიდება და ახალი ბზარების წარმოშობა დაფიქსირდა 2015 წლის ნოემბრის თვეში, ანუ ვ.ფ–----–ას №13-ში სამშენებლო უბანზე არსებული შენობების დემონტაჟის და ქვაბულის ამოღების სამუშაოების შესრულების დროს. ბზარები შ-- ,,ს-–--------“-ის მიერ მშენებლობის დაწყებამდე გაცილებით ადრე გაჩნდა, ამიტომ შ-- ,,ო-------–------პ+“-ის დასკვნა არაა გასაზიარებელი. ეზოში კედელი ჩვეულებრივ იდგა დაზიანების გარეშე და იგი დაზიანდა შ-- ,,D-----------”-ის მიერ. ამ დროს შ-- ,,ს-–--------“ სამუშაოებს არ აწარმოებდა. სახლზე ბზარებიც ამ პერიოდშია გაჩენილი და მასვე ადასტურებენ მოწმე ზაზა დავითაძე, მამუკა ართმელაძე, ემზარ გენჯაძე და სხვა მოწმეები. მათი ერთობლიობით სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ ვ. ფ–----–ას ქ. №17-ში შ-- ,,D-----------”-მა საძირკვლის ქვაბულის ამოღებისას არ დაიცვეა სამშენებლო ნორმები და მომიჯნავე შენობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები. აუცილებელი იყო მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. შედეგად ვერ გაითვალისწინა მეზობლად მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა და დემონტაჟისას, ქვაბულის ამოღებისას და მშენებლობისას დააზიანა მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ზიანის წარმოშობაში მისი ბრალეულობა დადგენილია.

3.2.38. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა შ-- ,,D-----------”-ის და შ-- ,,ს-–--------’’-ის წილობრივი მონაწილეობა ზიანის წარმოშობაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება. ეზოს კედლის აღდგენის ხარჯები უნდა დაეკისროს მხოლდ შ-- ,,D-----------”-ს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

_ საქართველოს კონსტიტუცია

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-- საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №59 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ქ. ბათუმში ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში და ვ. ფ–----–ას ქ. №17-ში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დროს მოპასუხეებმა დაარღვიეს მშენებლობის ნორმები, რამაც გამოიწვია მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება. მის აღდგენას სჭირდება 270 261.5 ლარი. მოპასუხეები ზიანის აღდგენისათვის საჭირო თანხას არ იხდიან, რითაც არღვევენ მის უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეთა ვალდებულებაა მშენებლობის ნორმათა განუხრელი დაცვა, მათ ვალდებულება არ შეასრულეს და ამით დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ქონება, მაშინ მოპასუხეების ქმედებები უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. შესაბამისად მათ უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვონ სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრან და მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ამიტომაც წინამდებარე დავაში მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.

 

მოსარჩელე მიუთითებს დელიქტურ ვალდებულებაზე, ანუ ქონების დაზიანებით მიყენებულ ზიანზე. დელიქტი ცნობილი იყო სამართლის განვითარების უძველეს პერიოდებშიც. დელიქტი ისეთი აკრძალული ქმედება იყო, რომელიც ვალდებულების წარმოშობას იწვევდა. ყოველგვარი დელიქტი გულისხმობდა:

ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა შეიცავდეს, ზოგადი წესით, dolus (ფარული, ბოროტი განზრახვა), ხოლო ერთ შემთხვევაში (damnum iniuria damnum) – culpa-ს (გაუფრთხილებლობა, გაუფრთხილებელი ბრალი, გაუფრთხილებელი გადაცდომა); დელიქტუნარიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ შერაცხადი პირი;

ბ) delictum რაიმე ადამიანური სიკეთის ხელყოფას ან დაზიანებას გულისხმობდა (სხეული, თავისუფლება, ქონება, პატივი და ღირსება). delictum, როგორც კერძო ხასიათის სამართალდარღვევა, დაზარალებულის მხარეზე ორგვარი ხასიათის ინტერესს წარმოშობდა: ზიანის მიმყენებლის დასჯის სურვილსა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, exdelicto-დან კრედიტორი ფლობდა ორ მოთხოვნას, რომლებიც, კუმულაციურად, ორი ტიპის სარჩელებით იყო დაცული: - საჯარიმო სარჩელით (actio poenalis) და არასაჯარიმო სარჩელით (action rei persucutoria), რომლის მეშვეობით ხდებოდა ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილება. ამდენად დელიქტური ვალდებულება არ წარმოადგენს სიახლეს. უძველესი პერიოდიდან მოყოლებული სხვისი ქონებისადმი ზრუნვის ვალდებულება არსებობდა. სხვისი ქონების ხელმყოფს კანონი ავალდებულებდა აენაზღაურებინა ზიანი. ანალოგიური პრინციპია საქართველოს კანონმდებლობაშიც.

 

6.3. მოსარჩელეების მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძვლიდან. კერძოდ „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:

- მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.

- მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.

- მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი,- მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაფასებელია არსებობს თუ არა ზიანი და იგი გამოწვეულია თუ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლწინააღმდეგობა გამოწვეულია თუ არა მოპასუხის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი.

 

6.4. ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად და იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.

 

6.5. სასამართლომ დაადგინა, რომ შ-- ,,D-----------”-მა მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა ქ. ბათუმში ვ-–----–----–ას ქ.№17-ში. ასევე დადგენილია, რომ მრავალსართულიანი კორპუსის აშენების მიზნით შ-- ,,ს-–--------“-მა ქ. ბათუმში ვ-–----–----–ას ქ.№13-ში დემონტაჟი გაუკეთა არსებულ შენობებს, ამოიღო ქვაბული და მოაწყო ფუნდამენტი, მაგრამ მშენებლობა ვეღარ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის ვერ მოპოვების გამო. ქ. ბათუმში ვ-–----–----–ას ქ.№13-ის და №17-ის შუაში, №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობა მოსარჩელეების საკუთრებაა. მოსარჩელეების შენობა-ნაგებობა და მოპასუხეების სამუშაო ობიექტები ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული. შესაბამისად მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებლნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე განსახორციელებელი სამუშაო ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნონ და იმდაგვარად გამოიყენონ, რომ ამით არ შელახონ მეზობელი მესაკუთრის ინტერესები და არ მიაყენონ ერთმანეთს ზიანი. ნებისმიერი ფორმით მოსარჩელის საკუთრებაზე ზემოქმედება, ეწინააღმდეგება, როგორც საქ. სკ-ის 172-ე მუხლის, ისე ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

6.6. გარდა აღნიშნულისა მოპასუხეები ვალდებულნი არიან, არსებული შენობის დემონტაჟი და ახალი მშენებლობის დაწყება, შეუსაბამონ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №59 დადგენილების მოთხოვნებს. დასახელებული დადგენილების 33-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად უზრუნველეყოთ საპროექტო სამუშაოებისათვის საჭირო საწყისი მონაცემების მოძიება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად მშენებლობის დაწყებამდე უნდა ჩაეტარებინათ სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობის და მისი საძირკვლების მდგომარეობა. ასეთ ვალდებულებას ადგენს საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №59 დადგენილების 35-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში). ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით ,,ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №59 დადგენილების 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება. შესაბამისად დასახელებული ნორმების მოთხოვნათა დასაცავად მოპასუხეები ვალდებულნი იყვენ ახალი მშენებლობის დაწყებამდე და არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟამდე შეესწავლათ მოსარჩელის შენობა-ნაგებობის და მისი საძირკვლების მდგომარეობა და განესაზღვრათ მშენებლობის ზემოქმედების შედეგები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ.ფ–----–ას ქ. №17-ში მდებარე შენობის ქვაბულის მოწყობის თანამიმდებრობისა და გამაგრების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია არ არსებობს, გარდა მოსარჩელის შენობის ტორსულ კედელზე მონოლითური რკინა-ბეტონის ორი დამატებითი წერტილოვანი საძირკველის და სვეტის მოწყობისა. საინჟინრო-ტექნიკურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების შესახებ. ქვაბულის ამოღება და გამაგრება განხორციელდა წინასწარ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად ვ.ფ–----–ას ქ. №15-ში მდებარე შენობის დაზიანებები გამოწვეულია ვ. ფ–----–ას ქ. №17-ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით, ასევე მშენებლობის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით. ვ. ფ–----–ას ქ. №13-ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღების და გამაგრების სამუშაოები ჩატარდა ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებამდე და სამშენებლო ნებართვის მიღებამდე. საძირკველისათვის ქვაბულის მოწყობის პროექტი საპროექტოს მიერ არ დამუშავებულა, პროექტირების საწყის ეტაპზე დამკვეთის მიერ უკვე ადგილზე შესრულებული იყო ქვაბულის მოწყობის სამუშაოები და მომიჯნავე დაბალ სართულიანი სახლების გამაგრების სამუშაოები. აღნიშნული მითითებულია განმარტებით ბარათში. მასში ასევე მითითებულია, რომ მომიჯნავე შენობებზე უარყოფით გამომვლინებებთან დაკავშირებით საპროექტო ორგანიზაცია იხსნის პასხისმგებლობას. საინჟინრო გეოლოგიურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების გამოკვლევა. საპროექტო დოკუნეტაციაში არ მოიპოვება ინფორმაცია ქვაბულის ამოღების თანამიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოების ღონისძიებების ჩატარების შესახებ. შ-- ,,D-----------”-მა და შ-- ,,ს-–--------“-მა საძირკვლის ქვაბულის ამოღებისას არ დაიცვეს სამშენებლო ნორმები და მომიჯნავე შენობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. აუცილებელი იყო მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნულის გამო მოპასუხეთა ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №59 დადგენილების 33-35-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებას. მას საქართველოს კანონმდებლობა განსაკუთრებულად იცავს. აღნიშნული უფლების დაცვის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლში, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ქონებას. არავის არ აქვს უფლება სხვა პირის ქონებაზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებისა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა ქ. ბათუმში ვ-–----–----–ას ქ.№13-ში და №15-ში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე არ გამოიკვლიეს მოსარჩელეების კუთვნილი შენობის და მისი საძირკვლების მდგომარეობა. დემონტაჟის დროს არ გაითვალისწინეს მეზობლად მდებარე ობიექტის მდგომარეობა. ასევე მისი დემონტაჟისა და ქვაბულის ამოღებისას არ განახორციელეს გამაგრებითი სამუშაოები, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის დაზიანება.

 

სასამართლომ, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით შეგროვილი მტკიცებულებები გაანალიზა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეების უმოქმოდობის შედეგია ის, რომ მათი კუთვნილი სამშენებლო საქმიანობის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ქონება. მოპასუხეები ვალდებულნი იყვენ სათანადოდ შეემოწმებინათ მოსარჩელის კუთვნილი შენობის მდგომარეობა და სწორად გადაეწყვიტათ, როგორც მისი გამაგრებითი სამუშაოები, ასევე არსებული შენობების დემონტაჟის, გამოსაყენებელი ტექნიკის, ვიბრაციის, ქვაბულის მოწყობის და ა.შ. სხვა პრინციპი. ამ ქმედებათა განხორციელებით ისინი მოსარჩელეების ქონებას არ დააყენებდენ რისკის წინაშე. მიუხედავად ამისა მათ არ გამოიჩინეს სიფრთხილე, სათანადოდ არ გაამაგრეს მოსარჩელის კუთვნილი შენობა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით არ მოაწყვეს ქვაბული, რის შედეგადაც ძველი შენობის დემონტაჟმა და ქვაბულის მოწყობის სამუშაოებმა დააზიანა მოსარჩელეების კუთვნილი შენობა. სწორედ აღნიშნულის გამო მოპასუხეების ქმედება მართლსაწინააღმდეგოა.

 

6.8. მიზეზობრივი კავშირი დელიქტური ვალდებულების ერთ-ერთი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით იქნება გამოწვეული. ნებისმიერი პირობა დამდგარი ზიანის მიზეზია, თუკი იგი ისეა დაკავშირებული ამ შედეგთან, რომ მისი არარსებობის შემთხვევაში ეს შედეგი არ დადგებოდა. ამ პირობათა ერთობლიობა წარმოადგენს შედეგის საერთო მიზეზს, ხოლო თითოეული მათგანი კი კერძო მიზეზს. სასამართლო განმარტავს რომ მხოლოდ მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანას და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).

დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ვ-–----–----–ას ქ.№13-ში და №17-ში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე მოპასუხეებმა არ გამოიკვლიეს მოსარჩელის კუთვნილი შენობის და მისი საძირკვლების მდგომარეობა. დემონტაჟის დროს არ გაითვალისწინეს მეზობლად მდებარე ობიექტის მდგომარეობა. ასევე მისი დემონტაჟისა და ქვაბულის ამოღებისას არ განახორციელეს გამაგრებითი სამუშაოები, რამაც გამოიწვია მოსარჩელეების კუთვნილი შენობის დაზიანება. ამ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ, სათანადო თადარიგის დაჭერის გარეშე დემონტაჟი და ქვაბულის ამოღება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელს. ანუ მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის შენობის დაზიანებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სწორედ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს მოსარჩელეთა შენობის დაზიანების ერთადერთ მიზეზს.

 

6.9. მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარდა, დელიქტური ვალდებულებისათვის აუცილებელია დადგინდეს ზიანის არსებობა. საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლის ერთ-ერთი პირობაა ზიანის არსებობა. Dდელიქტური ვალდებულების არსებობისას ზიანის არსებობა გამოიანგირიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას საერთო მნიშვნელობა აქვს, რაც იმას ნიშნას, რომ ის გამოიყენება ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის დროს (გარდა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თუნდაც კონკრეტული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმები არ მიუთითებდენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე. სამოქალაქო სამართლის ზიანის ცნებაში მოიაზრება, პირის ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე, გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანის წარმოქმნისას სუბიექტების სხვადასხვა სამართლებრივი მდგომარეობისა და მისი ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებადი ზიანი.

წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობა დაზიანებულია. მისი აღდგენისათვის საჭიროა 270 261.5 ლარის დახარჯვა. აქედან 21307 ლარის ხარჯის გაწევაა საჭირო მოსარჩელეთა ეზოს შემომსაზღვრელი კედლის აღდგენისათვის. ამ კედლის დაზიანებაში შ-- ,,ს-–---------ს“ ბრალი არ მიუძღვის. იგი შ-- ,,D-----------”-ის ,,დამსახურებაა“, ამიტომ მასზე შ-- ,,ს-–--------“- პასუხისმგებლობა არ ვრცელდება.

 

6.10. დავის გადაწყვეტისას, საქმის განხილვის პროცესში სადაო გახდა პასუხისმგებლობის ფარგლები. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება დაეკისროთ სოლიდარულად. შ-- ,,ს-–--------“-ის წარმომადგენელიც მიიჩნევს, რომ თუ მოპასუხეებს უნდა დაეკსროთ ზიანის ააზღაურება, მაშინ მოპასუხეები სოლიდარულად უნდა იყვენ პასუხისმგებლები, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება შ-- ,,D-----------”-ის წარმომადგენელი. ის მიუთითებს საქ. სკ-ის 464-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოპასუხეები სოლიდარული ვალდებული პირები არ არიან, რამდენად მათ სოლიდარულ ვალდებულებას საფუძვლად არ უდევს ხელშეკრულება და არ გამომდინარეობს კანონიდან, ასევე მათი ვალდებულება არაა დაკავშირებული ნივთის განუყოფელობასთან. მან პასუხი არ უნდა აგოს იმ ზიანზე, რაც შ-- ,,ს-–--------“-ის ქმედებით მიადგა მოსარჩელეებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხარეებს მიუთითებს ზიანის დადგომაში მოპასუხეთა წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრის პრობლემაზე. სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზიანის ანაზღაურებისას მოქმდებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი და თითოეულმა პირმა იმ ზიანზე უნდა აგოს პასუხი, რა ზიანიც დადგა მისი ქმედების შედეგად. დაუშვებელია შ-- ,,D-----------”-მა აანაზღაუროს ის ზიანი, რაც შ-- ,,ს-–--------“-ის ქმედებას მოჰყვა, მაგრამ ზიანში წილობრივ, პროცენტულ მონაწილეობას მტკიცება სჭირდება და ამ ფაქტის მტკიცება მოსარჩელეებს არ უნდა დაეკისროთ. მტკიცების ტვირთის ასეთი გადანაწილება გამოწვეულია ზიანის მტიცების თავისებურებიდან. მიუხედვად ამ ტვირთის მოპასუხეებზე დაკისრებისა, სასამართლოც შეეცადა წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრას, მაგრამ მისი განსაზღვრა შეუძლებელი აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნებით არ დადგინდა ვინ რამდენი პროცენტით დააზიანა მოსარჩელეთა სახლი. თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა ბუნებრივია თითოეულს იმ ზიანის აღმოფხვრა დაეკისრებოდა, რითაც დააზიანა მოსარჩელეთა ქონება, მაგრამ მოსარჩელემ ასეთი მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო და იგი ვერც სასამართლომ ვერ მოიპოვა. სწორედ ამიტომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ზიანის წარმოშობაში თითოეული მოპასუხის წილობრივი მონაწილეობა. სწორედ ასეთი სიტუაცია მოპასუხეებს აქცევს სოლიდარულ პასუხიმგებლობის მქონე პირებად. ასეთი რამ გამომიდნარეობს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. წინამდებარე შემთხვევაში სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ვალდებულების საგნის განუყოფელობა. ვალდებულების საგანს წარმოადგენს მშენებლობის პროცესში მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების სიმყარის დაცვა. ორივე მოპასუხეს ერთნაირად ევალებოდა საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №59 დადგენილების 35-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრათ მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები, მოეხდინათ მათი ცვლილებების პროგნოზირება. ერთნაირად ვალდებულნი იყვენ ახალი მშენებლობის დაწყებამდე და არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟამდე შეესწავლათ მოსარჩელეების შენობა-ნაგებობის და მისი საძირკვლების მდგომარეობა და განესაზღვრათ მშენებლობის ზემოქმედების შედეგები. ასეთ სიტუაციაში ორი მშენებელის მიერ მშენებლობის წესების დარღვევა მოპასუხეებს ჰქმნის სოლიდარულ მოვალეებად, რაც მოსარჩელეებს ანიჭებს უფლებას ზიანის ანაზღაურება ორივე მოპასუხისაგან მოითხოვოს სოლიდარულად. ასეთ სოლიდარულ ვალდებულებას ჰქვია ვალდებულების საგნის განუყოფელობით წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულება. საინტერესოა ამ მიმართულებით ევროპული ქვეყნების მიდგომა. გერმანული სამოქალაქო კოდექსი მსგავს შემთხვევას სოლიდარულ პასუხისმგებლობად განიხილავს. გერმანიის უმაღლესმა ფედერალურმა სასამართლომ მსგავს ურთიერთობებს უწოდა კანონში მოუწესრიგებელი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევა. როცა ვალდებულება კრედიტორის ერთსა და იმავე ინტერესზეა მიმართული, ამ ინტერესის მიმართ მოვალეებს აქვთ სოლიდარული პასუისმგებლობა. ასეთ დროს შესრულებათა იდენტურობა ისევე ნაკლებადაა აუცილებელი, როგორც იდენტური სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ვრცელდება იმ ორ მეწარმეზე, რომლებიც სამშენებლო ობიექტზე არ დაიცავენ მშენებლობის წესებს და ამ გზით დააზიანებენ მესამე პირის ქონებას. ასეთ ნაკლზე ორივე მეწარმე ზიანის გამოსწორებაზე ერთნაირადაა პასხისმგებელი და მისი გამოსწორება ერთობლივ გამოსწორებას ექვემდებარება. სხვადასხვა მოვალე ისე უნდა იდგეს ერთმანეთის გვერდით, რომ თითოეულ მათგანს სულ ცოტა შეეძლოს ვალდებულების რაღაც ნაწილის შესრულება. სწორედ ამიტომ სახეზეა ვალდებულების საგნის განუყოფელობით წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულება (BGH, 155, 265 იხ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარები - იან კროკჰოლერი)

6.11. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეები მოქმედებდებდენ მართლსაწინააღმდეგოდ. მათი მართლსაწინააღმდეგობა მდგომარეობს საქ. სკ-ის 172-ე და 174-ე მუხლების, ასევე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 24 მარტის №59 დადგენილების 33-35-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფაში.მათ გაუფრთხილებლობით არ დაიცვეს კანონით დადგენილი მოთხოვნები, რამაც გამოიწვია მოსარჩელეების კუთვნილი შენობის დაზიანება, რომლის აღდგენასაც სჭირდება 270 261.5 ლარი. აქედან კედლის აღდგენის ღირებულება 21 307 ლარი ინდივიდუალურად შ-- ,,D-----------”-ის ვალდებულებაა, ხოლო სხვა დანარჩენი თანხა ორივე მოპასუხემ უნდა აანაზრაურონ სოლიდარულად.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

წინამდებარე საქმეზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინაწარ აქვს გადახდილი. იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება, ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

 

7.2 საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 თებერვლის № 500--31216 დასკვნის მომზადებაში მოსარჩელემ გადაიხადა 2000 ლარი, შ-- ,,ე-–--+“-ის დასკვნის მომზადებაში მოსარჩელემ გადაიხადა 700 ლარი, შენობის გამაგრების ხარჯთააღცხვის მომზადებაში გადაიხადა 1120 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებაში გადაიხადა 30 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის გადახდილია 40 ლარი. თითოეული ხარჯი წარმოადგენს საპროცესო ხარჯს და იგი საქ. სსკ-ის 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მხარეებზე ნაწილდება სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. სარჩელის დაკმაყოფილების გამო გაწეული ხარჯი მოსარჩელეებს აუნდა ანაზღაუროს მოპასუხეებმა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული იქნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის გარკვეული ხარჯი გასწიეს მოსარჩელეებმა. საქმეში არაა წარმოდგენილი ამ ხარჯის მტკიცებულება, რის გამოც ამ ხარჯის ანაზღაურებაზე სასამართლო ვერ მსჯელობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე:

- შ-- ’’ს-–--------’’-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ბათუმი, ქუჩა ვ-–----–----–ა, N13 /ქალაქი ბათუმი, ქუჩა ვ.ფ–----–ა/კ-–----–---–ი N11/7 (ს/კ 05.22.18.0--), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

- შ-- "D-----------" (შ-- ’’დ-------–----გს’’; ს/ნომერი: 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებას, მდებარე - ბათუმი, ვ-–----–----–ას ქ№17 (ს/კ 05.22.18.0--), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის (73უზრ/16) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის საგანი შეიცვალა სხვა ტიპის საგნით. კერძოდ, შ-- "D-----------"-ის (შ-- ’’დ-------–----გს’’; ს/ნომერი: 4--------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბათუმი, ვ-–----–----–ას ქ. №17 (ს/კ 05.22.18.0--), გათავისუფლდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვისაგან და მის ნაცვლად სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შ-- "D-----------"-ს (შ-- ’’დ-------–----გს’’; ს/ნომერი: 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქ. N7-9, სართული 3, ბინა №1-- (ს/კ 05.28.20.002.01.01.1--).

- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქ. N7-9, სართული 3, ბინა №1-- (ს/კ 05.28.20.002.01.01.1--).

- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქN7-9, სართული 3, ბინა №1-- (ს/კ 05.28.20.002.01.01.1--),- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქN7-9, სართული 3, ბინა №1--, (ს/კ 05.28.20.002.01.001.1--),ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შ-- "D-----------"-ის (შ-- ’’დ-------–----გს’’; ს/ნომერი: 4--------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე:

- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქ. N7-9, სართული 3, ბინა №1-- (ს/კ 05.28.20.002.01.01.1--).

- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქ. N7-9, სართული 3, ბინა №1-- (ს/კ 05.28.20.002.01.01.1--).

- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქ. N7-9, სართული 3, ბინა №1-- (ს/კ 05.28.20.002.01.01.1--),- ბათუმი, პ--–----------------–-------–---–ის ქ. N7-9, სართული 3, ბინა №1--, (ს/კ 05.28.20.002.01.001.1--),გათავისუფლდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვისაგან და მის ნაცვლად შ-- "D-----------"-ს (შ-- ’’დ-------–----გს’’; ს/ნომერი: 4--------) აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

- ბათუმი, ჟ----–--–-------ას ქუჩა 8-ში მშენებარე კომპლექსის მე-4 სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, საერთო ფართობით 55.6 კვ.მ (ს/კ 05.24.08.1---01.05.0--)

- ბათუმი, ჟ----–--–-------ას ქუჩა 8-ში მშენებარე კომპლექსის მე-4 სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, საერთო ფართობით 54 კვ.მ (05.24.08.1---01.05.0--)

- ბათუმი, ჟ----–--–-------ას ქუჩა 8-ში მშენებარე კომპლექსის მე-4 სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, საერთო ფართობით 55.6 კვ.მ (ს/კ 05.24.08.1---01.05.0--)

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უცვლელი უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. ნ------ ს--------ის და ჟ--–---- ბ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად;

2. შ-- "D-----------"-ს, ნ------ ს--------ის და ჟ--–---- ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 21 307 ლარის გადახდა.

3. შ-- "D-----------"-ს და შ-- ,,ს-–--------“-ს, ნ------ ს--------ის და ჟ--–---- ბ--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 248 954.5 ლარის გადახდა.

4. შ-- "D-----------"-ს და შ-- ,,ს-–--------“-ს, ნ------ ს--------ის და ჟ--–---- ბ--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 3000 ლარის ანაზღაურება. მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მიზნით 3990 ლარის გადახდა.

5. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე