გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310019002996348
საქმე N 3/69-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.07.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე: სსიპ ს----–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი: გრ-----–------–--ე
მოპასუხე: თე-----------------–---–-
წარმომადგენელი: ვლ------------------–---
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თე-----------------–--ლს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 29 მარტამდე ჯამში -5965 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე ლანჩხუთი, ს------–---------–------ (ს---------------- წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 29 მარტამდე იყენებდა თე-----------------–---–-, რაც დასტურდება 2----–-–------------------თ, ფოტომასალით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს 2----–-–------------–-- M---------------- წერილით და თე-----------------–---–-ს 2017 წლის 30 ნოემბრის N--------- განცხადებით.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხე თე-----------------–--ლს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა სა---------–---------–-–---------------–- 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 29 მარტამდე ჯამში 5965 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე- თე-----------------–--ლმა განმარტა, რომ სადაო ქონება მიაჩნდა მისად, მან გაუკეთა სარემონტო სამუშაოები და დღესაც უვლის შენობას და შეუნახა მთავრობას და რატომ თხოვენ თანხას მისთვის გაუგებარია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ------–-----–- ს.კ. 27.0-.4--0-- საკუთრების უფლებით 2----–-–-----------------------–----–--------–-–------------–---- ამონაწერში მითითებულია, რომ 2----–-–------------- აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებულია იჯარის ხელშეკრულება. (მოიჯარე - სახელმწიფო, მეიჯარე თე-----------------–---–- პ/ნ 2----------- ხელშეკრულების საგანი: შენობა-ნაგებობა N3 და მასზე ნაწილობრივ დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულების ვადა - 03 წელი; განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8----------------------------–-–--------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზ. თარიღი 27.0-.4--0--) (ს.ფ. 15-16);
3.1.2. 2017 წლის 11 მაისის სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს წარმომადგენლის შტატგარეშე მოსამსახურის თე---------------–---–-ს მიერ შედგენილი აქტის თანახმად ადგილზე ლანჩხუთის რაიონის სოფელი გ------–-----–- გადამოწმების დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით , რომლის ს/კ 27.0-.4--0-- არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს თე-----------------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 11 მაისის სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს წარმომადგენლის შტატგარეშე მოსამსახურის თე---------------–---–-ს მიერ შედგენილი აქტი .
3.1.4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 29 მარტამდე იყენებდა თე-----------------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ-ს----–-–-------------------------–------------ს 2----–-–------------------;
- ფოტომასალა;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს 2----–-–------------–-- M---------------- წერილი;
- თე-----------------–---–-ს 2017 წლის 30 ნოემბრის N--------- განცხადება;
3.1.5. სიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N------------------------- დასკვნის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------–-----–- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N--.0-.4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა N3-ის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით თვეში საშუალოდ შეაგდენს 70 ლარს, 20-- წლის მდგომარეობით - 70 ლარს, 2014 წლის მდგომარეობით - 75 ლარს, 2015 წლის მდგომარეობით - 95 ლარს, 2016 წლის მდგომარეობით - 100 ლარს, 2017 წლის მდგომარეობით - 110 ლარს, ხოლო 2018 წლის მდგომარეობით - 110 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N------------ასკვნა;
- სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- დასკვნა;
3.1.6. სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2017 წლის 05 ივნისის N 1------- წერილით თე-----------------–--ლს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ლანჩხუთის რაიონის ს------–---------–------ ს.კ 27.0-.4--0-- შენობა N3 წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის საკადასტრო გეგმით შენობა N3 ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. თეიმურაზ მექვაბიშილს ეთხოვათ უზრუნველეყოთ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა სა---------–---------–-–---------------–- 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2017 წლის 28 ივლისის №-------- წერილით ითე-----------------–--ლს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ლანჩხუთის რაიონის ს------–---------–------ ს.კ 27.0-.4--0-- შენობა N3 წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის საკადასტრო გეგმით შენობა N3 ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. თეიმურაზ მექვაბიშილს ეთხოვათ უზრუნველეყოთ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა სა---------–---------–-–---------------–- 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, კერძოდ
2012 წლის მდგომარეობით - 70 ლარის ოდენობით,20-- წლის მდგომარეობით - 70 ლარის ოდენობით,2014 წლის მდგომარეობით - 75 ლარის ოდენობით,2015 წლის მდგომარეობით - 95 ლარის ოდენობით,2016 წლის მდგომარეობით - 100 ლარის ოდენობით,2017 წლის მდგომარეობით - 110 ლარის ოდენობით
სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2019 წლის 26 თებერვლის N-------- წერილით თე-----------------–--ლს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ლანჩხუთის რაიონის ს------–---------–------ ს.კ 27.0-.4--0-- შენობა N3 წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის საკადასტრო გეგმით შენობა N3 ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. თეიმურაზ მექვაბიშილს ეთხოვათ უზრუნველეყოთ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა სა---------–---------–-–---------------–- 2012 წლის 17 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, კერძოდ
2012 წლის მდგომარეობით 70 ლარის ოდენობით,20-- წლის მდგომარეობით - 70 ლარის ოდენობით,2014 წლის მდგომარეობით - 75 ლარის ოდენობით,2015 წლის მდგომარეობით - 95 ლარის ოდენობით,2016 წლის მდგომარეობით - 100 ლარის ოდენობით,2017 წლის მდგომარეობით - 110 ლარის ოდენობით
2018 წლის მდგომარეობით თვეში 110 ლარის ოდენობით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 22017 წლის 05 ივნისის N 1------- (ს.ფ. 40-41);
- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2017 წლის 28 ივლისის №-------- წერილი (ს.ფ. 42-43);
- სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს 2019 წლის 26 თებერვლის N-------- წერილი (ს.ფ.45-46);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 20--ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ს----–-–-------------------------–------------ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს: მოპასუხე თე-----------------–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 20-- წლის დეკემბრის ჩათვლით თვეში 70 ლარის ოდენობით, 2014 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, თვეში 75 ლარის ოდენობით, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, თვეში 95 ლარის ოდენობით, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 100 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის იავრიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით თვეში 110 ლარის ოდენობით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ს----–-–-------------------------–------------ (შემდგომ − ქ------------------).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, სა---------–---------–-–---------------–- გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ------–-----–- ს.კ. 27.0-.4--0-- საკუთრების უფლებით 2----–-–-----------------------–----–--------–-–------------–---- ამასთან დადგენილია, რომ 2----–-–------------- აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დადებულია იჯარის ხელშეკრულება. კერზდ მოიჯარე - სახელმწიფო, მეიჯარე თე-----------------–---–- პ/ნ 2----------- ხელშეკრულების საგანი: შენობა-ნაგებობა N3 და მასზე ნაწილობრივ დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ხელშეკრულების ვადა - 03 წელი; განცხადების რეგისტრაციის ნომერი 892018259468, თარიღი 2018წლის 29 მარტი.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N------------------------- დასკვნები, რომელთა თანახმადაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ------–-----–- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N--.0-.4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა N3-ის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით თვეში საშუალოდ შეაგდენს 70 ლარს, 20-- წლის მდგომარეობით - 70 ლარს, 2014 წლის მდგომარეობით - 75 ლარს, 2015 წლის მდგომარეობით - 95 ლარს, 2016 წლის მდგომარეობით - 100 ლარს, 2017 წლის მდგომარეობით - 110 ლარს, ხოლო 2018 წლის მდგომარეობით - 110 ლარს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილი თეიმურაზ მექვაბიშილის 2017 წლის 30 ნოემბრის განცხადებით, დგინდება, რომ მან მიმართა ს----–-–-------------------------–------------ს სამეგრელო გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს და განმარტა, რომ მათი 2017 წლის 6 ივლისის წერილის საფუძველზე მიმართავდა თხოვნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის საფასურის გადახდაზე შეედგინათ გრაფიკი შემდეგი სახით, ყოველი თვის ბოლოს გადაიხდიდა თანხას 300 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ აღიარა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი და ითოხვეს თანხის შემცირება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის, თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე თე-----------------–---–-სათვის ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრებას 2012 წლის სექტემბრის თვიდან. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დარჩენილ ნაწილში, სასამართლოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე თე-----------------–--ლს სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2016 წლიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ ს----–-–-------------------------–------------, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარცელი, შესაბამისად მოპასუხე მხარეც გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. თე-----------------–--ლს დაეკისროს სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სასარგებლოდ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 2016 წლიდან 2018 წლის 29 მარტამდე პერიოდის საფასურის ჯამში 3144 (სამიათას ას ომრმოცდაოთხი) ლარის გადახდა, კერძოს 2016 წლის გადასახადი 700 ლარის, 2017 წლის გადასახდელი 1222 ლარი და 2018 წლის გადასახდელი 1222 ლარი ანაზღაურება.
2. მხარეები გათავისუფლებუილი არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარინა კიკნაძე