1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(316)
საქმე №ას-134-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
…გადაცემის ფორმა რელევანტური ვერ იქნება. 10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა აპელანტის 2023 წლის 27 ნოემბრის განცხადება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 380-ე, 383-ე, 257-ე, 63-ე მუხლების საფუძველზე, განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ხდება საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, შესაბამისად იმ დროის…
საქმე №ას-116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის დაწყების მომენტს, ხოლო განხილვის დასრულების მომენტად, ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, მიჩნეულია პაექრობის დასრულება; სსკ 257-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის დასრულებით საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებული შუამდგომლობების ამავე ინსტანციის სასამართლოში…
…განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 421-ე, 423-ე მუხლებით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 257-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მ., ზ. და გ. (ი.) ფ–ების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების…
საქმე №ას-865-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
…როგორც სანივთო, ისე ვალდებულებითი უფლებებით დატვირთვა. 8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.ნ–მა აპელანტისაგან მიღებული ოქროს ნივთები დააგირავა, ე.ი. უფლებრივად დატვირთა მ.ო–ის სასარგებლოდ, ამასთან გამოვლენილია სსკ-ის 257-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მფლობელობითი გირავნობა (მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის…
საქმე №ას-1784-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2020
…უფლების დარღვევად. სსსკ 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მხარის ვალდებულებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ამავე კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას…