გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.02.2020
საქმის ნომერი
110210019003239535
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019003239535

2/617-2019 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 თებერვალი 2020 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: სს ,,ლ--------------'';

წარმომადგენელი: გ------- ჩ----–---–-; ნ---- ქ-----–---–--

მოპასუხე: ა---------– ჩ--------, გ------- ლ--–---–---–-, ი----- რ--------, ანნა ჩ--------, ანნა ჩ--------, მაკა-–--–------ე, ნ------- ჩ--------, შპს ,,----–-----

მოპასუხეების ა-----უ------ს, ა-----უ------ს, მაკა-–--–------ისა და ნ------- ჩუ------ს წარმომადგენელი ა---------– ჩ--------;

დავის საგანი: - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა---------– ჩ--------ს, თავდებებს გ------- ლ--–---–---–- და ი----- რ--------ს სს ,,ლ--------------ს'' სასარგებლოდ №--------------გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 15593.21 ლარის (ძირი 10461.73 ლარი, პროცენტი 1646.48 ლარი, ჯარიმა 3485 ლარი) გადახდა.

 

1.2. №------------- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, მოხდეს სს "ლ--------------ს" სასარგებლოდ 2015 წლის 2 დეკემბრის №-------------/1 და №R-------------- იპოთეკის ხელშეკრულებებით დატვირთული ქონებების (ს/კოდით 3----------- და 3-----------) რეალიზაცია.

 

1.3 იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების (მსესხებელი/სოლიდარული თავდებები)სხვა ქონებაზე.

 

1.4. მოპასუხე ა---------– ჩ--------ს სს ,,ლ--------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანების 1391.26 ლარის (ძირი 1391.26 ლარი) გადახდა.

 

სარჩელის გარემოებები:

 

2015 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელეს და მოპასუხე ა---------– ჩ--------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №-------------. ხელშეკრულების მიხედვით ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 20 000 ლარით, ან ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში. მოქმედების ვადა განისაზღვრა 360 თვით, 2045 წლის 2 დეკემბრამდე. მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი 6%-დან 36%მდე. პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა შემადგენელი ხელშეკრულებით. 2016 წლის 29 მარტს ა---------– ჩ--------სთან გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ №1, რომლის მიხედვითაც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვა 30 000 ლარით.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის №------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 2 დეკემბერს ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ გ------- ლ--–---–---–- და ი----- რ--------ს შორის შორის გაფორმდა №-------------/3 და №-------------/4 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 40 000 ლარით. 2016 წლის 29 მარტს გ------- ლ--–---–---–---- და ი----- რ--------სთან გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ №1, რომლის მიხედვითაც თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვა 80 000 ლარით.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის №------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები:

 

ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს და ნ------- ჩ--------ს შორის გაფორმდა №-------------/1 იპოთეკის ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------.

 

ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს შორის გაფორმდა № R-------------- იპოთეკის ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------. აღნიშნული ქონება დღევანდელი მდგომარეობით შპს “კოლხას'' საკუთრებაშია.

 

2016 წლის 29 მარტს და 28 სექტემბერს სს “ლ-------------ს” ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს და ნ------- ჩ--------ს შორის გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ №1, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა განისაზღვა 80 000 ლარით.

 

გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს და ა---------– ჩ--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №---------------. ხელშეკრულების მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 25 000 ლარით. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 სექტემბრამდე. კრედიტის საპროცენტო სარგებელი 15.5%. პირგასამტეხლო 0.5%.

 

მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა კრედიტი 25 000 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის პერიოდულ დარღვევაში და 2018 წლის 27 აგვისტოდან კრედიტის დაფარვის შეწყვეტაში, რის გამოც მოსარჩელემ 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2019 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 15593.21 ლარს (ძირი 10461.73 ლარი, პროცენტი 1646.48 ლარი, შემცირებული ჯარიმა 3485 ლარი)

 

ა---------– ჩ-------- სს “ლ-------------ში” 2016 წლის 16 ივნისიდან სარგებლობდა ოვერდრაფტით. თანხის ათვისება და არსებული ვალდებულება ფიქსირდება საბანკო ამონაწერით და ცნობით დავალიანების შესახებ. 2019 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით ა---------– ჩუ------ს დავალიანება ოვერდრაფტიდან გამომდინარე შეადგენს 1391 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ა---------– ჩ--------მ, გ------- ლ--–---–---–-- და ი----- რ--------მ სარჩელი ცნეს ძირი თანხის ნაწილში.

 

მოპასუხე ა---------– ჩ--------მ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ნაწილში ცნო სარჩელი.

 

მოპასუხეებმა ა---------– ჩ--------მ, ანნა ჩ--------მ, ანნა ჩ--------მ, მაკა-–--–------ემ და ნ------- ჩ--------მ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხე შპს ,,კოლხას'' არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2015 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელეს და მოპასუხე ა---------– ჩ--------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №-------------. ხელშეკრულების მიხედვით ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 20 000 ლარით, ან ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში. მოქმედების ვადა განისაზღვრა 360 თვით, 2045 წლის 2 დეკემბრამდე. მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი 6%-დან 36%მდე. პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა შემადგენელი ხელშეკრულებით.

 

2016 წლის 29 მარტს ა---------– ჩ--------სთან გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ №1, რომლის მიხედვითაც ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვა 30 000 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო 2015 წლის 2 დეკემბრის №------------- ხელშეკრულებას, 2016 წლის 29 მარტის ცვლილებას.

 

3.2 გენერალური საკრედიტო ხაზის №------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 2 დეკემბერს ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ გ------- ლ--–---–---–- და ი----- რ--------ს შორის შორის გაფორმდა №-------------/3 და №-------------/4 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 40 000 ლარით.

 

2016 წლის 29 მარტს გ------- ლ--–---–---–---- და ი----- რ--------სთან გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ №1, რომლის მიხედვითაც თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვა 80 000 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო თავდებობის ხელშეკრულებებს, 2016 წლის 29 მარტის ცვლილებას.

 

3.3. გენერალური საკრედიტო ხაზის №------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები:

 

ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს და ნ------- ჩ--------ს შორის გაფორმდა №-------------/1 იპოთეკის ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------.

 

ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს შორის გაფორმდა № R-------------- იპოთეკის ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------. აღნიშნული ქონება დღევანდელი მდგომარეობით შპს “კოლხას'' საკუთრებაშია.

 

2016 წლის 29 მარტს და 28 სექტემბერს სს “ლ-------------ს” ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს და ნ------- ჩ--------ს შორის გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ №1, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა განისაზღვა 80 000 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო იპითეკის ხელშეკრულებას, ცვლილებებს ხელშეკრულებებში.

 

3.4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს და ა---------– ჩ--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №---------------. ხელშეკრულების მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 25 000 ლარით. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 სექტემბრამდე. კრედიტის საპროცენტო სარგებელი 15.5%. პირგასამტეხლო 0.5%.

 

სასამართლო დაეყრდნო 2019 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებას.

 

3.5. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის პერიოდულ დარღვევაში და 2018 წლის 27 აგვისტოდან კრედიტის დაფარვის შეწყვეტაში, რის გამოც მოსარჩელემ 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2019 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 15593.21 ლარს (ძირი 10461.73 ლარი, პროცენტი 1646.48 ლარი, ჯარიმა 7919.03 ლარი).

 

სასამართლო დაეყრდნო ცნობას დავალიანების შესახებ.

 

3.6. ა---------– ჩ-------- სს “ლ-------------ში” 2016 წლის 16 ივნისიდან სარგებლობდა ოვერდრაფტით. თანხის ათვისება და არსებული ვალდებულება ფიქსირდება საბანკო ამონაწერით და ცნობით დავალიანების შესახებ. 2019 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით ა---------– ჩუ------ს დავალიანება ოვერდრაფტიდან გამომდინარე შეადგენს 1391 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო ცნობას დავალიანების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ლიბერთი ბანკის ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-317-ე , 361-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 465-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე, 893-ე, 898-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ა---------– ჩ--------მ, გ------- ლ--–---–---–--, ი----- რ--------მ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში სრულად ცნეს სარჩელი, შესაბამისად, ამ ნაწილში სს ,, ლიბერთი ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

ასევე, ა---------– ჩ--------მ სრულად ცნო სარჩელი ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე დავალიანების ნაწილში და შესაბამისად ან ნაწილში სს ,, ლიბერთი ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2 სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 891 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გენერალური საკრედიტო ხაზის №------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 2 დეკემბერს ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ გ------- ლ--–---–---–- და ი----- რ--------ს შორის შორის გაფორმდა №-------------/3 და №-------------/4 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 40 000 ლარით.

 

2016 წლის 29 მარტს გ------- ლ--–---–---–---- და ი----- რ--------სთან გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილების შეტანის შესახებ №1, რომლის მიხედვითაც თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვა 80 000 ლარით.

 

ამდენად, ვინაიდან გ------- ლ--–---–---–-- და ი----- რ--------მ ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის ვალდებულებებზე, მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი, ძირითად მოვალესთან ერთად, მოსარჩელის წინაშე დავალიანების ანაზღაურების ნაწილში.

 

6.3. .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

_ სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელეს და მოპასუხე ა---------– ჩ--------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №-------------. ხელშეკრულების მიხედვით ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 20 000 ლარით, ან ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში. მოქმედების ვადა განისაზღვრა 360 თვით, 2045 წლის 2 დეკემბრამდე. მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი 6%-დან 36%მდე.. *(ხელშეკრულების 2.2.4 პუნქტი).

 

ასევე, დადგენილია, რომ „გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს და ა---------– ჩ--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №---------------. ხელშეკრულების მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 25 000 ლარით. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 სექტემბრამდე. კრედიტის საპროცენტო სარგებელი 15.5%. (ხელშეკრულების 2.34. პუნქტი)

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ბანკის მიერ დადგენილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 15.5% შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან აღნიშნული საპროცენტო განაკვეთ სრულად შეესაბამება ამჟამად საბანკო ბაზარზე არსებულ საკრედიტო საპროცენტო ოდენობას და ასევე, შესაბამისია ძირ თანხასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის პროცენტის თანხის 1646.48 ლარის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

 

შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ „გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელეს და ა---------– ჩ--------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №---------------. ხელშეკრულების მიხედვით კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 25 000 ლარით. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 სექტემბრამდე. კრედიტის საპროცენტო სარგებელი 15.5%. პირგასამტეხლო 0.5%.

 

დადგენილია, რომ მსეხებელმა 2018 წლის 27 აგვისტოდან დაარღვია ხელშეკრულება შესაბამისად და 2019 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით ხელშეკრულებაში მითითებული 0,5 პროცენტის გათვალისწინებით მას ერიცხება ჯარიმა 7919.03 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმის აღნიშნული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და პირგასამტეხლოს თანხა ნაცვლად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 0,5 პროცენტისა უნდა დაანგარიშდეს 0,1 პროცენტის გათვალისწინებით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის, ანუ ჯარიმის ოდენობა იქნება 1583.80 ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.5 სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ანწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხცლის პირველი ანწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლოს უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ გენერალური საკრედიტო ხაზის №------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები:

 

ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს და ნ------- ჩ--------ს შორის გაფორმდა №-------------/1 იპოთეკის ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------.

 

ერთის მხრივ სს “ლ-------------ს” და მეორეს მხრივ ა---------– ჩ--------ს, ანნა ჩ--------ს, მაკა-–--–------ეს შორის გაფორმდა № R-------------- იპოთეკის ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------. აღნიშნული ქონება დღევანდელი მდგომარეობით შპს “კოლხას'' საკუთრებაშია.

 

სს ,,ლ--------------'', როგორც უძრავი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორი, უფლებამოსილია მსესხებლების მიმართ წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოახდინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით, რამდენადაც შესაბამისი ხელშეკრულებებით ამისგან განსხვავებული წესი გათვალისწინებული არ არის.

 

ამდენად, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა ა---------– ჩ--------მ, გ------- ლ--–---–---–-- და ი----- რ--------მ ძირი თანხის ნაწილში ცნეს სარჩელი, ასევე ა---------– ჩ--------მ ოვერდრაფტის სესხის ნაწილში ცნო სარჩელი სს ,,ლ-------------ს'' ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი ბაჟი(313.85+50) 363.85 ლარი, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ბაჟის 96.90 ლარის ანაზღაურება, ხოლო 57.25 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ--------------ს '' (-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს ა---------– ჩ--------ს (---------------), გ------- ლ--–---–---–- (პ/ნ 2----------- და ი----- რ--------ს (---------------- სს ,,ლ--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 10 461 (ათი ათას ოთხას სამოცდაერთი) ლარისა და 73 (სამოცდაცამეტი) თეთრის, პროცენტის 1646 (ათას ექვსას ორმოცდაექვსი) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრის, ჯარიმის 1583 (ათას ხუთას ოთხმოცდასამი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის, ჯამში 13 692 (ცამეტი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარისა და 01 (ერთი) თეთრის გადახდა.

 

3. №------------- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, მოხდეს სს "ლ--------------ს" (-------------- სასარგებლოდ 2015 წლის 2 დეკემბრის №-------------/1 და №R-------------- იპოთეკის ხელშეკრულებებით დატვირთული, ა---------– ჩუ------ს (---------------), ა-----უ------ს (პ---------------, ა-----უ------ს (----------------, მაკა-–--–------ის (---------------- და ნ------- ჩუ------ს (---------------- თანასაკუთრებაში არსებული N 3----------- ს/ კოდის მქონე და შპს ,,კოლხას ''---------------- საკუთრებაში არსებული 3----------- ს/ კოდის მქონე უძრავი ქონებების რეალიზაცია.

 

4.იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ა---------– ჩუ------ს (---------------), გ------- ლ--–---–---–-ს (პ/ნ 2----------- და ი----- რ--------- (---------------- სხვა ქონებაზე.

 

5. სს ,,ლ-------------ს '' (-------------- უარი ეთქვას მოპასუხეებზე 1901 (ათას ცხრაას ერთი) ლარისა და 20 (ოცი) თეთრის დაკისრებაზე.

 

6. მოპასუხე ა---------– ჩ--------ს სს ,,ლ--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ დაეკისროს 1396 (ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა და 26 (ოცდაექვსი) თეთრის გადახდა.

 

7. მოპასუხეებს ა---------– ჩ--------ს (---------------), გ------- ლ--–---–---–- (პ/ნ 2----------- და ი----- რ--------ს (---------------- სს ,,ლ--------------ს'' (-------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ბაჟის 97 (ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრის ანაზღაურება.

 

8. სს ,,ლ-------------ს'' (-------------- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟის ნაწილი 363 (სამას სამოცდასამი) ლარი და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრი- საგადახდო დავალება N1, თარიღი 2029 წლის 16 ოქტომბერი, კოდი 300193150., ბიუჯეტში დარჩეს ბაჟის ნაწილი 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი და 25 (ოცდახუთი) თეთრი.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

10..საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

11 .პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე