1. თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
2. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე:
ა ) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული;
ბ ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი;
გ ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებულ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(284)
საქმე №ას-81-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2024
…ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის საფუძველზე, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. თავდებების…
საქმე №ას-942-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
…ისე თავდებობის ელემენტების შემცველ ხელშეკრულებად და ფულადი ვალდებულების შესრულების გარანტიად. 25. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის, 892-ე მუხლის პირველი ნაწილის, 894-ე, 895-ე მუხლების, 892-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდების მიერ სოლიდარული პასუხისმგებლობის აღების პირობებში, თავდებს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება წარედგინოს მოთხოვნა, თუ ძირითადმა…
საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…ხელშეკრულების შესაბამისად, თავდებმა გამსესხებლის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე წაუყენოს. 16. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის, 905-ე მუხლის თანხმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თავდებს, რომელიც ასრულებს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე,…
საქმე №ას-829-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
…მ.გ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.1 ქვეპუნქტი) რეალიზაცია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 867-ე, 623-ე, 868.1., 891-ე, 893-ე, 895-ე, 898.1, 301.1 მუხლებიდან გამომდინარეობს. 6.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოდავე მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის, თავდებობის…
საქმე №ას-1408-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2023
…ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 898.1-ე მუხლის შესაბამისად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე; 11.27.2. სააპელაციო…
საქმე №ას-749-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
მუხლი 15. პირადი თავდებობა— პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ