მუხლი 902. ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლი · სკ 902
1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.
2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(113)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 113-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
…შემცირებას. 64. რაც შეეხება მოთხოვნის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ თავდებობის ნაწილში არსებულ აქცესორული უფლების რეალიზებას, მისი მოქმედება დამოკიდებულია ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე. სსკ-ის 902-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს.
საქმე №ას-1100-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე (თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს.
საქმე №ას-829-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, თავდების მიერ სხვა პირის ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფით მიღებული უარყოფითი ქონებრივი შედეგის საკომპენსაციოდ და ზედმეტი ფინანსური პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, კანონი თავდებს კერდიტორის მიმართ ანიჭებს არა მარტო მოვალის შესაგებლით სარგებლობის უფლებას, არამედ უფლებას, გამოიყენოს სსკ-ის 902-ე მუხლით დადგენილი პირადი შესაგებელი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ის მინიმალური დახმარება, რომელიც კრედიტორმა თავდებს შეიძლება გაუწიოს, მისი ვალდებულების ნორმალურად შესასრულებლად, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის დროული შეტყობინებაა.
საქმე №ას-749-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2024
რაც შეეხება მოსარჩელის მსჯელობას მასზე, რომ მოსარჩელემ პირველი მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ სსკ-ის 902-ე მუხლის (თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს.
საქმე №ას-372-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
საკასაციო სასამართლო მოპასუხის შედავების ფარგლებში ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე სსკ-ის 902-ე მუხლის დანაწესზე, კერძოდ, „1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს.
საქმე №ას-1585-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2023
საქმე №ას-956-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2022
საქმე №ას-555-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
საქმე №ას-1763-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
საქმე №ას-784-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2019
მუხლი 45. მოვალის საწინააღდეგო მოსაზრება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
მუხლი 4. მოვალის ადგილსამყოფელი— „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის ოქმი საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 902, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-902/