განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210118002227112
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-874-18 წ 23 იანვარი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - დ-------- მ----–--ე, ხ---- მ----–--ე, კ------------ე ბ--------------, ბ--- კ-------–--ე სს “კ------- ბ----“ ლ-- ბ--------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: 7776,74 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის-5189,65 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის პოზიცია: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 11 თებერვალს, შპს ”მ-----------------------------–-- კ-------სა” და დ-------- მ----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, დ.მ----–--ემ ისესხა 7000 ლარი, 36 თვის ვადით 1.49% თვიური საპროცენტო სარგებლით.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, შეთანხმებულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად.
სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში (ხელშეკრულების 3.9 პუნქტი).
2016 წლის 11 თებერვალს, ხ---- მ----–--ესთან, კ------------ე ბა------------თან და ბ--- კ-------–--ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე, თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ანდა აშკარა იქნებოდა მისი მისი გადახდისუუნარობა, თავდები ვალდებული იყო თვითონ დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ ექნებოდა იძულებით აღსრულებას ძირითადი მოვალის მიმართ.
ძირითადი მოვალის, დ-------- მ----–--ის მიერ მრავალგზის დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი. მიუხედავად მოპასუხეთა წერილობითი ფორმით გაფრთხილებისა, ვალდებულება არ შესრულებულა. აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების წინაპირობას.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა: დ-------- მ----–--ემ, ხ---- მ----–--ემ, კ------------ე ბა------------მა და ბ--- კ-------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიუთითეს, რომ ბ----ა შეგნებულად დააყოვნა მათ მიმართ მოთხოვნის წარდგენა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა თანხების ოდენობა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხეებს დ-------- მ----–--ეს (პ.ნ 1----------), ხ---- მ----–--ეს (პ.ნ 1----------), კ------------ე ბა------------ს (პ.ნ 1----------) და ბ--- კ-------–--ეს (პ.ნ 1----------), მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ დავალ--ნების თანხის - 7776.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი -1702.75 ლარი, 389.16 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 386.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 75.90 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 32.93 ლარი არის საკომისიო; 3. მოპასუხეებს, დ-------- მ----–--ესა (პ.ნ 1----------) და ხ---- მ----–--ეს (პ.ნ 1----------), მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, დავალ--ნების თანხის - 1313.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 785.99 ლარი, დარიცხული პროცენტი -311 ლარი, 42.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 124.01 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 40 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 10.11 ლარი არის საკომისიო; 4. მოპასუხეებს, დ-------- მ----–--ეს (პ.ნ 1----------), ხ---- მ----–--ეს (პ.ნ 1----------), კ------------ე ბა------------ს (პ.ნ 1----------) და ბ--- კ-------–--ეს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისა და საჩივრისათვის გადახდილი სახ.ბაჟის 100 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის 11 ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვისათვის გადახდილი საფასურის 21 ლარის გადახდა; 5. მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 222.75 ლარი, რომელიც ჩარიცხულ-- სახაზინო კოდზე - 300193150 (საგადახდო დავალება N------ გადახდის თარიღი 20.12.2017წ, გადამხდელი სს ,,ბ---- კ-------"); 6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, მოპასუხეების მიერ დავალ--ნების სრულად დაფარვამდე. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 11 თებერვალს, შპს ”მ------------------------------–-- კ-------სა” და დ-------- მ----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ.მ----–--ემ ისესხა 7000 ლარი, 36 თვის ვადით 1.49% თვიური საპროცენტო სარგებლით. 2.2. ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, შეთანხმებულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა (პირგასამტეხლო), ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. 2.3. 2016 წლის 11 თებერვალს, ხ---- მ----–--ესთან, კ------------ე ბა------------თან და ბ--- კ-------–--ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე, თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ანდა აშკარა იქნებოდა მისი გადახდისუუნარობა, თავდები ვალდებული იყო თვითონ დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ ექნებოდა იძულებით აღსრულებას ძირითადი მოვალის მიმართ. 2.4. შპს ”მ-----------------------------–-- კ-------მ” განიცადა რეორგანიზაცია, შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და 2016 წლის 9 სექტემბერს გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს ”კ------- ბ----”. 2.5. სარჩელის წარდგენის დროისათვის, 2016 წლის 11 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ--ნება შეადგენს 7776.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა-5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1702.75 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა- 389.16 ლარი, 0.27% ჯარიმა ძირზე- 386.37 ლარი, 5% ჯარიმა ძირზე- 75.90 ლარი, საკომისიო-32.93 ლარი. 2.6. მოპასუხე დ-------- მ----–--ის მიერ მრავალგზის იქნა დარღვეული სესხის გადახდის გრაფიკი. დავალ--ნების დაფარვის მოთხოვნაზე წერილობით გაფრთხილებული იქნა ძირითადი მოვალე და თავდები პირები, თუმცა ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. გასაჩივრებულ ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 361-ე, 416-417-ე, 420-ე, 624-625-ე, 891-ე, 902-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, კრედიტისა და პროცენტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა, სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პროცენტისა და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველ--. 2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით, დავალ--ნება შეადგენდა 7776.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა-5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1702.75 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა- 389.16 ლარი, 0.27% ჯარიმა ძირზე- 386.37 ლარი, 5% ჯარიმა ძირზე- 75.90 ლარი, საკომისიო-32.93 ლარი. დავალ--ნების ეს ოდენობა სრულად გამომდინარეობდა ხელშეკრულების 3.9. პუნქტიდან. ვინაიდან, დავალ--ნების თაობაზე ეცნობა, როგორც ძირითად მოვალეს, ასევე თავდებ პირებსაც, რაც მათი მხრიდან გადახდილი არ ყოფილა, იმ მომენტისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი უკვე სახეზეა, რომლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლ--ნს წარმოადგენდა.
2.9. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:
სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველ--.
მართალ--, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, თუმცა მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან.
მართალ--, პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შესაბამისობაში იყო სესხის ძირ თანხასთან და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.
შესაბამისად, სს ,,კ------- ბ----ს“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ხელშეკრულების და სამოქალაქო კოდექსის მუხლებს, რომლის მიხედვითაც, თუ მოვალე გადააცილებს ვალის გადახდის ვადას, კრედიტორმა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს ვალის დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თანხა მოითხოვა ერთი წლის შემდეგ, რითაც ხელოვნურად შეუწყო ხელი მოპასუხეთა გადახდისუუნარობას. 3.2. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა გამოკლებოდა გადასახდელ თანხებს 3070 ლარი, რომელიც არის ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმის და პირგასამტეხლოს თანხა, ასევე საკომისიო და სიცოცხლის დაზღვევის თანხები. ბ---- დროულად რომ მოეთხოვა ვალის დაბრუნება, ეს დავალ--ნება ძირითად თანხას აღარ დაერიცხებოდა. გარდა ამისა, სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებისთვის, რომ ძირი თანხის გადახდაზე უარს არ ამბობენ, თუმცა ითხოვდნენ ახალი გრაფიკის განსაზღვრას და ამ გზით თანხების გადახდას. ვინაიდან, ეროვნული ბ----ს პრეზიდენტის ბრძანებით, 2018 წლის მაისიდან, სესხებზე შემცირდა წლიური პროცენტის ოდენობა, სასამართლოს ეს უნდა გაეთვალისწინებინა და შეემცირებინა როგორც პირგასამტეხლო, ისე ჯარიმა. 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, არ იხელმძღვანელა საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისი მუხლებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლ-- გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ--ნად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 2016 წლის 11 თებერვალს, შპს ”მ------------------------------–-- კ-------სა” და დ-------- მ----–--ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულებაში აღწერილი ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილ-- მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიო გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა“.. (ს.ფ 20-21). 4.4. 2016 წლის 11 თებერვალს შპს ,,მ-----------------------------–-- კ-------ს“ მიერ, ხ---- მ----–--ესთან, კ------------ე ბა------------თან და ბ--- კ-------–--ესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა დ-------- მ----–--ის მიერ, შპს ,,მ-----------------------------–-- კ-------სთან“ 2016 წლის 11 თებერვალს №------------- დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. თავდებობის ხელშეკრულებების 3.2 პუნქტის თანახმად: ,,თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა თავდები ვალდებულ-- თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა გამსესხებლის მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში. თავდებობის ზღვრული თანხა ხ---- მ----–--ესთან და ბ--- კ-------–--ესთან განისაზღვრა 11233,66 ლარით, კ------------ე ბა------------თან კი 11485 ლარით (ს.ფ 24, 26, 28). 4.5. დ-------- მ----–--ის სესხის ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, №------------- სესხზე დ-------- მ----–--ემ ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 31 მარტს (ს.ფ 44). 4.6. დადგენილ--, რომ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის და მიმდინარე დავალ--ნების თაობაზე, სს ,,კ------- ბ----ს“ მიერ, დ-------- მ----–--ე გაფრთხილებული იქნა წერილობით, რაც პირადად ჩაბარდა 2017 წლის 21 ოქტომბერს (იხ. წერილობითი გაფრთხილება ს.ფ 36). 4.7. დადგენილ--, რომ დ-------- მ----–--ის მიერ, სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის და მიმდინარე დავალ--ნების თაობაზე, თავდები პირები - ხ---- მ----–--ე, ბ--- კ-------–--ე და კ------------ე ბა------------ი სს ,,კ------- ბ----ს“ მიერ გაფრხილებული იქნენ წერილობით, რაც ხ---- მ----–--ეს ჩაბარდა 2017 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო ბ--- კ-------–--ეს და კ------------ე ბა------------ს 2017 წლის 24 ოქტომბერს (იხ. წერილობითი გაფრთხილებები და საფოსტო უკუგზავნილები ს.ფ 38-43). 4.8. დადგენილ--, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, სს ,,კ------- ბ----ა“ სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც, ძირითად დავალ--ნებასთან ერთად, ასევე მოითხოვა, დ-------- მ----–--ის მიერ, №------------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული დავალ--ნების 7776.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1702.75 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა- 389.16 ლარი, 0.27% ჯარიმა ძირზე- 386.37 ლარი, 5% ჯარიმა ძირზე- 75.90 ლარი, საკომისიო-32.93 ლარი (ს.ფ.44). სამართლებრივი დასაბუთება 4.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2016 წლის 11 თებერვლის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს დ-------- მ----–--ის მიერ, შპს ,,მ-----------------------------–-- კ-------სთან“ №------------- დადებული სესხის და მის საფუძველზე გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სს ,,კ------- ბ----“, გარდა სესხის ძირი თანხისა, აქვს თუ არა მოპასუხეებისათვის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. 4.10. კოდექსის 316.1-ე, 361.2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილ-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამასთან, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. საკ-ის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. ვინაიდან, სესხით სარგებლობისათვის, სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებელი ყველა შემთხვევაში გადასახდელს წარმოადგენდა, ამასთან, თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, სკ-ის 624-625-ე, 891-ე და 895-ე მუხლების შესაბამისად, როგორც ძირითადი მოვალის-დ-------- მ----–--ისათვის, ისე თავდები პირებისათვის, 2017 წლის 27 ნოემბრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელის-1702.75 ლარის დაკისრება საფუძვლ--ნია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.11. რაც შეეხება მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დასაბუთებას, პალატა იზიარებს თავდები პირების სააპელაციო პრეტენზიას და განმარტავს. სკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითდი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას მაშინ იგი კარგავს მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს. 4.12. როგორც თავდებობის ხელშეკრულებების 3.2 პუნქტებით ირკვევა, თავდები ვალდებული იყო გადაეხადა ძირითადი მსესხებლის დავალ--ნება გამსესხებლის მხრიდან დავალ--ნების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დ-------- მ----–--ემ №------------- სესხზე ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 31 მარტს, ხოლო მის მიერ, გადახდის გრაფიკის დარღვევისა და მიმდინარე დავალ--ნების თაობაზე, სს ,,კ------- ბ----ა“ თავდები პირებს: ხ---- მ----–--ეს, ბ--- კ-------–--ეს და კ------------ე ბა------------ს წერილობით აცნობა, მხოლოდ 2017 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს. ამდენად, დ-------- მ----–--ის მიერ, №------------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების-სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისათვის, 2017 წლის ნოემბრამდე, დარიცხული ჯარიმის (პირგასამტეხლო)-462,27 ლარის გადახდაზე თავდები პირების მიმართ მოთხოვნის უფლება სს „კ------- ბ----“ აღარ გააჩნია (სკ-ის 902 -ე მუხლი). ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თავდები პირებისათვის-ხ---- მ----–--ის, კ------------ე ბ--------------ს, ბ--- კ-------–--ისათვის სს ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ ჯარიმის დაკისრების ნაწილში არასწორია, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველ--. 4.13. რაც შეეხება თავად ძირითადი მოვალის-დ-------- მ----–--ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებას, პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებულ-- და არ არასებობს მისი გაუქმების საფუძველი. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულ--, რომ მისი სამართლებრივი საფუძლ--ნობის შეფასება შეუძლებელ--. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც, თავდები პირებისათვის-ხ---- მ----–--ის, კ------------ე ბ--------------ს, ბ--- კ-------–--ისათვის, სს ,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ ჯარიმის-462,27 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 385-386-ე მუხლებისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლ-- საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ დ-------- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თავდები პირების: ხ---- მ----–--ის, კ------------ე ბ--------------ს, ბ--- კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება ხ---- მ----–--ისათვის, კ------------ე ბ--------------სათვის და ბ--- კ-------–--ისათვის სს “კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაკისრებული 7778,74 ლარიდან ჯარიმის თანხის-462,27 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სს “კ------- ბ----ს“ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხ---- მ----–--ის, კ------------ე ბ--------------ს, ბ--- კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი, ამასთან, ხ---- მ----–--ე (სსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის მიხედვით გათავისუფლებულ-- სახელმწიფო ბაჟის გადახდისადან, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სს „კ------- ბ----“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული 462,27 ლარის 7%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის - 32,36 ლარის გადახდა. კ------------ე ბა------------ს და ბ--- კ-------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა გადახდეთ, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 117,64 ლარის (150-32,36=117,64) გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხ---- მ----–--ის, კ------------ე ბ--------------ს, ბ--- კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება ხ---- მ----–--ისათვის, კ------------ე ბ--------------სათვის და ბ--- კ-------–--ისათვის, სს “კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაკისრებული 7778,74 ლარიდან, ჯარიმის თანხის-462,27 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სს “კ------- ბ----ს“ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
4. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
5. სს „კ------- ბ----“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-32,36 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ----ს კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
6. კ------------ე ბა------------ს და ბ--- კ-------–--ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სახელმწიფო ბაჟის-117,64 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ----ს კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე