თავი XLIX — საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში
1. თუ არსებობს საკასაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია საკასაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.
2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, საკასაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
3. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №ას-395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
…მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). 11. ამასთან, მოპასუხე საკასაციო საჩივარში შუამდგომლობს სსსკ-ის 402-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღსრულების შეჩერებას. მითითებული ნორმის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს,…
საქმე №ბს-437(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…შესვლასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ №ას-373-347-2017 საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად " სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 402-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ნაწილში, რომლის კანონიერებაზეც მხარე პრეტენზიას არ აცხადებს, ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება შედის კანონიერ…
საქმე №ას-791-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
…რომ კასატორს მხოლოდ ფორმალურად აქვს შუამდგომლობა დაყენებული და შესაბამისი პოზიცია და არგუმენტები მითითებული არ აქვს, რაც გამორიცხავს მისი შუამდგომლობის გაზიარების შესაძლებლობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 402-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წინაპირობა, რაც უკავშირდება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიის წარდგენას, რაც…
საქმე №ას-666-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
…ეს ფაქტობრივი გარემოება საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი, ხოლო მის წინააღმდეგ კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წამოუყენებიათ ( სსსკ-ის 402.2 მუხლი). რაკი საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ნივთი მოსარჩელის საკუთრებაა, შესაბამისად, მასთან მიმართებით რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება ამხანაგობას…
საქმე №ას-309-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2021
…შემთხვევაში, თუკი დადგენილი წესით _ საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი შედის კანონიერ ძალაში, საპირპირო შემთხვევაში კი, ამავე კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩვრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება…
საქმე №ას-1263-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018