სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე მუხლი · სსსკ 403
თავი XLIX — საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში
1.საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
2. სასამართლომ უნდა აცნობოს მხარეებს დიდ პალატაში საქმის გადაცემისა და მისი განხილვის თარიღის შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №918 – სსმ I, №18, 28.06.2001 წ., მუხ.56
მთავარი მონაცემები
ვადა3 დღის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(34)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-405-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
სსსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება ამავე კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე, 408-ე, 430-ე, 431-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „რ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს. 2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინება და შპს „რ–ისა“ და ზ.
ასევე, განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის…
…იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირობებში, მოვალეს, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაცილებული დროისათვის უნდა დაკისრებოდა შეთანხმებული პროცენტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
…რომ სესხის ვადაგადაცილებული ძირი თანხა – 2 999,56 აშშ დოლარი არ არის დაფარული. ამასთან, როგორც სადავო ხელშეკრულებით დგინდება, მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ძირითადი თანხის ვადაში დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 403, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-403/