გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-796-17
(130210017002168841)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ. ხაშური
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - თეიმურაზ ფარეიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
მოსარჩელე - სს "ლი------------ი"
წარმომადგენელი - ლო--------------–---–ი
მოპასუხეები - და-----------–---–ი, ჯუ--------------ძე და ბე---------–-ძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა) მოპასუხე და-----------–---–ს დაეკისროს სს "ლი------------ის" სასარგებლოდ №81------40 ოვერდრაფტიდან გამომდინარე თანხა - 602 ლარი.
ბ) მოპასუხეებს და-----------–---–ს, ჯუ--------------ძეს და ბე---------–-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სს "ლი------------ის" სასარგებლოდ 0002/2014/23086 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6585.51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 5696.28 ლარი, პროცენტი - 516.89 ლარი, ჯარიმა - 372.34 ლარი.
გ) მოპასუხეებს და-----------–---–ს, ჯუ--------------ძეს და ბე---------–-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სს "ლი------------ის" სასარგებლოდ 216 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილის სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარჩელის მიხედვით, მოპასუხე და-----------–---–ი სარგებლობდა მის სახელფასო ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით №81------40, რომლის გადახდის გრაფიკიც დაარღვია, დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 602 ლარი. ამასთან, 2014 წლის 24 იანვარს სს "ლი------------სა" და და-----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2014/23086, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 9 490 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 20 იანვრამდე, სარგებლი განისაზღვრა 18%-ით, პირგასამტეხლო 0.50%-ით.
ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 24 იანვარს სს"ლი------------სა" და მოპასუხე ჯუ--------------ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0002/2014/23086-1, რის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება სს "ლიბერთი ბაკის" წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15 531.71 ლარით.
ასევე, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 24 იანვარს სს"ლი------------სა" და მოპასუხე ბე---------–-ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0002/2014/23086-2, რის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება სს "ლიბერთი ბაკის" წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15 531.71 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. დაეთანხმნენ სესხის ძირითად თანხას და პროცენტს, ხოლო არ დაეთანხმნენ პირგასამტეხლოს.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. და-----------–---–ი სარგებლობდა მის სახელფასო ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით №81------40.
სს "ლი------------სა და მოპასუხე და-----------–---–ს შორის 2014 წლის 24 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2014/23086, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 9490 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 20 იანვრამდე, სარგებლი განისაზღვრა 18%-ით, პირგასამტეხლო 0.50%-ით.
ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 24 იანვარს სს"ლი------------სა" და მოპასუხე ჯუ--------------ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0002/2014/23086-1, რის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება სს "ლიბერთი ბაკის" წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15 531.71 ლარით.
ასევე, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 24 იანვარს სს"ლი------------სა" და მოპასუხე ბე---------–-ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0002/2014/23086-2, რის საფუძველზეც თავდებმა იკისრა ვალდებულება სს "ლიბერთი ბაკის" წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15 531.71 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულებები;
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა, ასევე და-----------–---–ს უნდა დაეკისროს ოვერდრაფტიდან გამომდინარე თანხის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამოღებამ გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილია და მოპასუხეებიც არ უარყოფენ, რომ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხებათ დავალიანება ბანკის მიმართ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
თავდების - ჯუ--------------ძის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 15 531.71 ლარით, ასევე თავდების ბე---------–-ძის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 15 531.71 ლარით, რაც მოიცავს ძირითად თანხაზე, პროცენტსა და ჯარიმაზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 216.00 ლარი.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლი------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე და-----------–---–ს №81------40 ოვერდრაფტიდან გამომდინარე სს "ლი------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 602 ლარის გადახდა.
3. და-----------–---–ს (პირადი №57001011300), ჯუ--------------ძეს (პირადი №35001093926) და ბე---------–-ძეს (პირადი №57001041788) სს "ლი------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6585.51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 5696.28 ლარი, პროცენტი - 516.89 ლარი, ჯარიმა - 372.34 ლარი. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 15 531.71 ლარით.
4. მოსარჩელე სს "ლი------------ს" დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 216 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი