გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117001717376
საქმე №2/35-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.02.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი”
წარმომადგენელი გ--------–-----იძე
მოპასუხე ე-–-----------–აევი
ჯ--–--–---–--ვი (არ გამოცხადდა)
ა-------------ოვი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს ე-–-----------–აევს, ა-------------ოვს და ჯ--–--–---–--ვს მოსარჩელე სს „საქარათველოს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების _ 14887,32 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი საქმის განხილვისას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე-–-----------–აევმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას გადახდილი აქვს სესხის თანხიდან 11 000 ლარი, ითხოვს პროცენტის და პირგასამტეხლოს შემცირებას და ვალის დაზუსტებას. 2018 წლის 20 თებერვალს სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლო მოთხოვნის შემცირების შედეგ მოპასუხე ე-–-----------–აევმა სარჩელი სრულად ცნო და ითხოვა ნაწილ-ნაწილ გადახდა.
მოპასუხეებს ა-------------ოვს და ჯ--–--–---–--ვს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც საკუთარი პოზიცია დაუფიქსირებიათ სასამართლო სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 27 იანვარს მოსარჩელე სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ე-–-----------–აევს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 100000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 იანვრიდან 2025 წლის 27 იანვრამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5%-დან 48%-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 27 იანვრის ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ,3.2.2. 2015 წლის 27 იანვარს, სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ე-–-----------–აევს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ნ------–-------ოვს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ნ------–-------ოვის საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი იო----------–ო, დაზუსტებული ფართი: 387,00 კვ.მ. შენობა N01/1 საცხოვრებელი განაშენების ფართი: 131.00 კვ.მ. შენობა N02/1 არასაცხოვრებელი ფართი 28.00 კვ.მ. ს.კ. N55.22.53.2--- მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ურთიერთშეთანხმებით აღნიშნული უძრავი ქონება რეალიზებულ იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 27 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება.
3.2.3 2015 წლის 18 დეკემბერს სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ე-–-----------–აევს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 48 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 22%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცლებული თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება
3.2.4 2015 წლის 28 იანვარს, სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ე-–-----------–აევს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------სა“ და ჯ--–--–---–--ვს, ბანკსა და ა-------------ოვს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა პირებმა სრულად იკისრეს იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 100000 აშშ ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებები
3.2.5. მოპასუხეების ე-–-----------–აევს, ა-------------ოვს და ჯ--–--–---–--ვს დავალიანება მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ მიმართ შეადგენს 14887,32 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (20.02.2018წ)
3.2.6 დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.7 საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ, მოპასუხეს აკისრია ნაკისრი ვალდებულების კრედიტის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, რაც დაადასტურა სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ე-–-----------–აევმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
2015 წლის 27 იანვარს მოსარჩელე სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ე-–-----------–აევს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 100000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 იანვრიდან 2025 წლის 27 იანვრამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5%-დან 48%-მდე.
2015 წლის 28 იანვარს, სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ე-–-----------–აევს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------სა“ და ჯ--–--–---–--ვს, ბანკსა და ა-------------ოვს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა პირებმა სრულად იკისრეს იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 100000 აშშ ლარის ოდენობით.
2015 წლის 18 დეკემბერს სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე ე-–-----------–აევს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 48 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 22%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცლებული თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებისა, აღნიშნული აგრეთვე დადასტურებულია წერილობითი გაფრთხილებებით, რომლითაც მსესხებელს ეცნობა, რომ არსებული დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში ბანკი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია, რომ მოპასუხეების ე-–-----------–აევს, ა-------------ოვს და ჯ--–--–---–--ვს დავალიანება მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ მიმართ შეადგენს ძირითად თანხას 14887,32 ლარს, რომელის გადახდის ვალდებულებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
6.3. ამასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, ამდენად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან , მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1075,00 ლარი, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად 14887,32 ლარის ნაწილში შესაბამისად ამ ნაწილში იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სს „ს----------–--------ს“ სასარგებლოდ მხოლოდ სარჩელოს უზრუნველყოფის ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო სს „ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრული მოცულობითი 1075,00 (ათას სამოცდახუთმეტი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 18.01.2017 წელის განჩინებით სს "სა---------–--------ს" შუამდგომოლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და სს "ს----------–--------ის" შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ა-------------ოვს პირადი N3---------- აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 2986,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი:55.21.52.4-- საკადასტრო კოდი:55.21.52.7--; და უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი:1329.00 კვ.მ.შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი განაშენების ფართი:232 კვ.მ. N02/1 საცხოვრებელი _61 კვ.მ. N03/1 დამხმარე _88 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 55.21.53.1--; გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.ასევე ჯ--–--–---–--ვს პირადი N3---------- აეკრძალა უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი იო----------–ო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი:3711,00 კვ.მ.შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი განაშენების ფართი:148,4 კვ.მ. N02/1 დამხმარე _55,1კვ.მ. საკადასტრო კოდი: 55.22.52.2--.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.2 მოპასუხეებს ე-–-----------–აევს, ა-------------ოვს და ჯ--–--–---–--ვს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების _ 14887,32 ლარის გადახდა.
2. სს „ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1075,00 (ათას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. (სს ს----------–--------ი საგადასახადო დავალება 1844 თარიღი 2017 წლის 16 იანვარი, გადახდილი თანხა 1075,00 ლარი).
3. მოპასუხეებს ე-–-----------–აევს, ა-------------ოვს და ჯ--–--–---–--ვს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის 150,00 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაზედაც შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა 12 დღის ვადაში ამავე სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი