გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001284940
№2-747/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - სს ,,პ------------- ბანკი“
წარმომადგენელი - შ------------–------ი
მოპასუხე - შპს ,,RA------”
წარმომადგენელი - რა--------–--–---–ი (დირექტორი)
მოპასუხე - შპს ,, ლუ---------"
წარმომადგენელი - შ------------------ე (დირექტორი)
მოპასუხე - შპს ,,ბი---------–-------------""
მოპასუხე - რა--------–--–---–ი, მა-----------------ე, ლ--------------ე, მ---- კუ--–---–---, ი--- ჭუ--------,წარმომადგენელი - რე------------------
დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაცია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - შპს ,,RA------“-ს, რა--------–--–---–ს და მა-----------------ეს მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 23823,37 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 18 889 აშშ დოლარი, სარგებელი/პროცენტი - 1340.15 აშშ დოლარი, პირგსამტეხლო - 3593.80 აშშ დოლარი).
1.2. მოპასუხეებზე (შპს ,,RA------“, რა--------–--–---–ი და მა-----------------ე) დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით განხორციელდეს მოპასუხეების - შპს ,,ლუ----ს“, მ---- კუ--–---–----ა და ი--- ჭუ-------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით. კერძოდ განხორციელდეს შემდეგი უძრავი ქონებების რეალიზაცია:
- შპს ,,ლუ----"-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ო-----–----ს ქუჩა №-, ს/კ №05.2-.2-.0--;
- ი--- ჭუ-------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, პ--–----ს ქუჩა #---, ბინა #--, ს/კ №05.08.18.0--.01.2-;
- მ---- კუ--–---–---- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ხ-----–-ს 1-ლი შესახვევი, №--, ს/კ №05.3--01.4--.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
სს „პ------------- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებას, შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებას, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებს და იპოთეკის ხელშეკრულებებს;
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა და წარმომადგენელმა - შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს შემდეგი:
- სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა და მათმა წარმოადგენელმა რე------------------მ დაადასტურა შესაგებელში დაფიქსირებული თავისი პოზიცია სარჩელის მიმართ, დაეთანხმნენ შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეპასუხებას და დამატებით, წარმომადგენელმა რე------------------მ განმარტა, რომ სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ლ--------------ის და შპს ,,ბი---------–-------------ს’’ მიმართ, რადგან მოსარჩელესა და მოპასუხე ლ--------------ეს შორის მოხდა შეთანხმება და 01/02/2017 წელს ლ--------------ემ სესხის ნაწილობრივ დასაფარად შეიტანა 27000 აშშ დოლარი და იპოთეკისაგან გათავისუფლდა ლ--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.
- ანალოგიურად მოსარჩელესა და მოპასუხე შპს „ბი---------–-------------ს“ შორის მოხდა შეთანხმება და 15/12/2016 წლამდე შპს „ბი---------–-------------ს“ სესხის ნაწილობრივ დასაფარად შეიტანა 20000 აშშ დოლარი და ასევე იპოთეკისაგან გათავისუფლდა შპს „ბი---------–-------------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. აღნიშნული შეთანხმების შესახებ აუცილებლად ცნობილი უნდა ყოფილიყო ამჟამინდელი მოპასუხეებისათვის და მათი თანხმობა იყო საჭირო, მომხდარიყო თუ არა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონებების იპოთეკისაგან გათავისუფლება. ასევე სს“ პ------------- ბანკის“ მიერ არასწორად მოხდა მესამე პირების მიერ შეტანილი თანხების გადანაწილება, ნაწილობრივ დაიფარა მხოლოდ პროცენტი და დანარჩენი გამოაკლდა ძირ თანხას. მოპასუხეების წარმომადგენელი თვლის, რომ ამ თანხებით უნდა მომხდარიყო ჯერ პროცენტის და შემდეგ ძირი თანხის დაფარვა. მოპასუხე ადასტურებს, რომ ძირი თანხა დარჩენილია 18 889 აშშ დოლარი, მაგრამ არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას არც ძირი თანხის ნაწილში, რადგან სს „პ------------- ბანკში“ უკვე გადახდილია საკმაოდ სოლიდური თანხა სესხის დასაფარად, და შესაბამისად არც ძირი თანხის ნაწილში უნდა მოხდეს სარჩელის დაკმაყოფილება.
- ასევე განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან პროცენტს, არც პირგასამტეხლოს ოდენობას და გონივრულობას, პირგასამტეხლოს დაკისრება საერთოდ არ უნდა მოხდეს და თუ სასამართლოს მიერ მოხდება პირგასამტეხლოს დაკისრება, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მითუმეტეს, როცა მესამე პირების მიერ გადახდილი თანხების შემდეგ, არ მოხდა პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკორექტირება და მოსარჩელე ითხოვს იგივე პროცენტს და პირგასამტეხლოს, რასაც სარჩელის შეტანის დღეს ითხოვდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 08.06.2012 წ სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის დაიდო №FM13.467 გენერალური ხელშეკრულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №FM13.467 გენერალური ხელშეკრულება;
3.1.2. 28.12.2012წ. სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის დაიდო №13.4135 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №13.4135 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება;
3.1.3. 03.02.2014 წ სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის დაიდო №3.9779 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №3.9779 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება;
3.1.4. 28.12.2012 წ სს „პ------------- ბანკსა“ და მა-----------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №400145110-0442;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №400145110-0442;
3.1.5. 28.12.2012 წ სს „პ------------- ბანკსა“ და რა--------–--–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №400145110-0441;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №400145110-0441;
3.1.6. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 01.02.2012 წლის №670244023-02223 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №670244023-02223 იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.7. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 10.07.2013 წლის №670244023-0222225 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ს---–-------- ო-----–----ს ქუჩა N-, ს/კ №05.2-.2-.065, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №670244023-0222225 იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.8. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 01.06.2012 წლის №670244023-0222224 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს ლუ---------“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №670244023-0222224 იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.9. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 01.06.2012 წლის №400028515-021 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქუჩა N--, ბინა N2-, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე ი--- ჭუ--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №400028515-021 იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.10. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 01.06.2012 წლის №400062775-021 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ხ-----–-ს 1-ლი შესახვევი N--, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე მ---- კუ--–---–---;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №400062775-021 იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.11. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, 01.06.2012 წლის №400145110-021 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა N--, ს/კ №05.25.1-.0--- მესაკუთრე ლ--------------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №400145110-021 იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.12. ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 01.06.2012 წლის №400145110-0222 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა, სასტუმრო „მ----ს“ წინ, ს/კ №05.25.1-.0--, მესაკუთრე ლ--------------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №400145110-0222 იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.13. სს „პ------------- ბანკმა“ 29/06/2015 წლიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და სესხის ვადაგადაცილების თაობაზე გააფრთხილა შპს „RA------”, რა--------–--–---–ი, მა-----------------ე,მა-----------------ე, მ---- კუ--–---–---, ი--- ჭუ--------, შპს „ლუ---------“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გაფრთხილების წერილები;
3.1.6. სარჩელით თავდაპირველ მოთხოვნით შპს ,,RA------’’-ის (დირექტორი რა--------–--–---–ი), რა--------–--–---–ის და მა-----------------ის დავალიანება სს ,,პ------------- ბანკის'' წინაშე შეადგენდა 70 823 37 აშშ დოლარს, რის საფუძველზეც მოსარჩელე მოითხოვდა:
- მოპასუხეებს - შპს „RA------”-ს, რა--------–--–---–ს, მა-----------------ეს, მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 70 823 37 აშშ დოლარის გადახდა.
- დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების რეალიზაცია:
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ს---–-------- ო-----–----ს ქუჩა N-, ს/კ №05.2-.2-.065, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს ლუ---------“;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქუჩა N--, ბინა N2-, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე ი--- ჭუ--------;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ხ-----–-ს 1-ლი შესახვევი N--, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე მ---- კუ--–---–---;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა N--, ს/კ №05.25.1-.0--- მესაკუთრე ლ--------------ე;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა, სასტუმრო „მ----ს“ წინ, ს/კ №05.25.1-.0--, მესაკუთრე ლ--------------ე;
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე.
- პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2018 წლის 16 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე სს ,,პ------------- ბანკის’’ წარმომადგენელმა შ------------–------მა იშუამდგომლა მოპასუხეების - ლ--------------ისა და შპს ,,ბი---------–-------------ს’’ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ ლ--------------ისა და შპს ,,ბი---------–-------------ს’’ მიერ მოსარჩელეზე გადახდილ იქნა 47 000 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც მოსარჩელეს აღარ გააჩნია მათ მიმართ პრეტენზია და უარს აცხადებს სარჩელზე მათ მიმართ ნაწილში, ხოლო საქმის წარმოება შპს ,,RA------’’-ის (დირექტორი რა--------–--–---–ი), რა--------–--–---–ის, მა-----------------ის, მ---- კუ--–---–----, ი--- ჭუ-------ის და შპს ,,ლუ---------’’-ის მიმართ უნდა გაგრძელდეს, მოპასუხეებზე შპს ,,RA------’’-ის (დირექტორი რა--------–--–---–ი), რა--------–--–---–ის და მა-----------------ის მიმართ 23 823,37 აშშ დოლარის დაკისრებასა და მ---- კუ--–---–----, ი--- ჭუ-------ის და შპს ,,ლუ---------’’-ის მიმართ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით:
- სს ,,პ------------- ბანკი’’-ს წარმომადგენლის შ------------–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
- სამოქალაქო საქმეზე №2/747-2016 სს ,,პ------------- ბანკი’’-ს სარჩელის გამო მოპასუხეების - შპს ,,RA------’’-ის (დირექტორი რა--------–--–---–ი), რა--------–--–---–ის, მა-----------------ის, ლ--------------ის, მ---- კუ--–---–----, ი--- ჭუ-------ის, შპს ,,ლუ---------’’-ისა და შპს ,,ბი---------–-------------’’-ს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შესახებ, საქმის წარმოება ლ--------------ისა და შპს ,,ბი---------–-------------’’-ს მიმართ ნაწილში შეწყდა და გაგრძელდა საქმის წარმოება შპს ,,RA------’’-ის (დირექტორი რა--------–--–---–ი), რა--------–--–---–ის, მა-----------------ის, მ---- კუ--–---–----, ი--- ჭუ-------ის და შპს ,,ლუ---------’’-ის მიმართ, მოპასუხეებზე შპს ,,RA------’’-ის (დირექტორი რა--------–--–---–ი), რა--------–--–---–ის და მა-----------------ის მიმართ 23 823,37 აშშ დოლარის დაკისრებასა და მ---- კუ--–---–----, ი--- ჭუ-------ის და შპს ,,ლუ---------’’-ის მიმართ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შუამდგომლობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეების წარმომადგენელი სადავოდ ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის (პროცენტის) და პირგასამტეხლოს დარიცხვის, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების სარეალიზაციოდ მიქცევის საფუძვლებს. დადგენილია და მხარეებიც არ დავობენ მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით, ასევე შეთანხმდნენ პროცენტის თაობაზე, ასევე სადავო არაა და დადგენილია, რომ საკრედიტო ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ხელშეკრულებებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო, პროცენტი არის თუ არა კანონიერი და ასევე არ უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევა და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება, ეს საკითხები არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნული კი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხების სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხე შპს „RA------”-ს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხემ გადააცილა კრედიტის დაფარვის ვადებს, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აგრეთვე, მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იყო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები სხვა მოპასუხესთან - რა--------–--–---–თან და მა-----------------ესთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის - სესხის ძირი თანხისა და სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ვინაიდან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულებებიც, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთულ საგნის რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №FM13.467 გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 8 ივნისს სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის გაფორმდა №FM1.467 გენერალური ხელშეკრულება, ხელშეკრულების საკრედიტო ლიმიტია 500 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა 360 თვე, არაუმეტეს წლირი 36%-ისა. 2012 წლის 28 დეკემბერს სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის გაფორმდა №133.4135 №FM13.467 გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 190 000 აშშ დოლარი, 36 თვით, წლიური 12.25% პროცენტის დარიცხვით. ასევე 2014 წლის 3 თებერვალს სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის გაფორმდა №3.9779 №FM13.467 გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 50 757 აშშ დოლარი, 36 თვით, წლიური 12.75% პროცენტის დარიცხვით. №FM13.467 გენერალური ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ სესხებზე პირგასამატეხლოს ვადაგადაცილების შემთხვევაში, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველდღიურად.
ხელშეკრულების 4-ე მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის დარიცხვის თაობაზე.
ხელშეკრულების 5-ე მუხლის, 5.1. პუნქტით, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიურად ხელშეკრულების დანართში მითითებული გრაფიკის შესაბამისად, გადახდის შესახებ. შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, სესხის მთლიანი თანხა, დარიცხულ პროცენტებთან ერთად, სესხის გაცემის დღიდან 36 თვის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო.
ხელშეკრულების 9 მუხლის, 9.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება ფული კრედიტის დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია, დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე მუხლის 9.3. პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ვალდებულების სრულ შესრულებამდე გრძელდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბანკი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა:
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“;
-უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ს---–-------- ო-----–----ს ქუჩა N-, ს/კ №05.2-.2-.065, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს ლუ---------“;
-უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქუჩა N--, ბინა N2-, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე ი--- ჭუ--------;
-უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ხ-----–-ს 1-ლი შესახვევი N--, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე მ---- კუ--–---–---;
-უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა N--, ს/კ №05.25.1-.0--- მესაკუთრე ლ--------------ე;
-უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა, სასტუმრო „მ----ს“ წინ, ს/კ №05.25.1-.0--, მესაკუთრე ლ--------------ე;
ასევე დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია სოლიდარული თავდებობები.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს სურვილი ჰქონდათ თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის, 2012 წლის 8 ივნისს სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის გაფორმდა №FM13.467 გენერალური ხელშეკრულება, 2012 წლის 28 დეკემბერს სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის გაფორმდა №13.4135 №FM13.467 გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 190 000 აშშ დოლარი, 36 თვით, წლიური 12.25% პროცენტის დარიცხვით. ასევე 2014 წლის 3 თებერვალს სს „პ------------- ბანკსა“ და შპს „RA------”-ს შორის გაფორმდა №3.9779 №FM13.467 გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 50 757 აშშ დოლარი, 36 თვით, წლიური 12.75% პროცენტის დარიცხვით, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად, მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.5. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
6.6. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
6.7. დადგენილია, რომ ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 01.02.2012 წლის №670244023-02223 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“, 10.07.2013 წლის №670244023-0222225 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ს---–-------- ო-----–----ს ქუჩა N-, ს/კ №05.2-.2-.065, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“, 01.06.2012 წლის №670244023-0222224 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს ლუ---------“, 01.06.2012 წლის №40002-515-02- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქუჩა N--, ბინა N2-, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე ი--- ჭუ--------; 01.06.2012 წლის №400062775-02- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ხ-----–-ს 1-ლი შესახვევი N--, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე მ---- კუ--–---–---;
01.06.2012 წლის №400145110-021 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა N--, ს/კ №05.25.1-.0--- მესაკუთრე ლ--------------ე; 01.06.2012 წლის №400145110-0222 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა, სასტუმრო „მ----ს“ წინ, ს/კ №05.25.1-.0--, მესაკუთრე ლ--------------ე; იპოთეკის ხელშეკრულებები, დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, 28.12.2012წ. სს „პ------------- ბანკსა“ და მა-----------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №400145110-0442 და 28.12.2012 წ სს „პ------------- ბანკსა“ და რა--------–--–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №400145110-0441, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა რა--------–--–---–მა და მა-----------------ემ იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს „RA------”-ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე.
მხარეებს შორის აღნიშნულზე შეთანხმება, 895-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც თავდებმა რა--------–--–---–მა და მა-----------------ემ იკისრეს სრული პასუხისმგებლობა შპს „RA------”-ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ბანკს იძულებითი აღსრულების მცდელობა მსესხებლის მიმართ. ამ მხრივ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას და მისი შინაარსიც ასე უნდა განიმარტოს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იქნა ცნობილი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, იმ მოთხოვნის ფარგლებში რაც ცნო, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.10. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „RA------”-მა საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა არათუ ორ ვადაზე მეტი, არამედ უფრო მეტიც, 29.06.2015 წლიდან მსესხებელმა საერთოდ შეწყვიტა სესხზე მომსახურება-გადახდა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს „RA------”-ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ შპს „RA------” ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ კრედიტით სესხად მიღებული თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეს ასეთი მოვალეობა უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, არსებობს საქ. სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს „RA------” ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.12. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 12.75 %-ს ერთ ხელშეკრულებაზე და 12.25%-ს მეორე ხელშეკრულებაზე.
6.13. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი. სსსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება ამავე კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.
სასამართლოს მითითებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებმა მათ შორის გაფორმებული 28.12.2012წ ხელშეკრულებით სესხის წლიური სარგებელი 12.25%-ით და 03.02.2014წ ხელშეკრულებით სესხის წლიური სარგებელი 12.75%-ით განსაზღვრეს, რომელიც მსესხებელს ყოველთვიურად სესხის ძირ თანხასთან ერთად სულ 36 თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილის გადახდის შესახებ 2015 წლის 29 ივნისის შემდეგ აღარ შეუსრულებია. საგულისხმოა, რომ მხარეთა შეთანხმებით, კერძოდ, ხელშეკრულების მე-5 მუხლის, 5.1. პუნქტით, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიურად გადახდაზე ხელშეკრულების დანართში მითითებული გრაფიკის შესაბამისად, გადახდის შესახებ. შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, სესხის მთლიანი თანხა, დარიცხულ პროცენტებთან ერთად, სესხის გაცემის დღიდან 36 თვის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო.
6.14. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განმარტვს, რომ კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ სესხის გაცემიდან 36 თვის ვადაში, ყოველთვიური გადახდების ფარგლებში, სესხად მიღებული ძირი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება იკისრა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდის შესახებ დაირღვა და ამ უკანასკნელს 2015 წლის 29 ივნისის შემდეგ კრედიტორისათვის თანხა აღარ გადაუხდია. საბოლოოდ, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით ბოჭვისა და მსესხებელის მიერ ამ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეების მსჯელობას, რომ არ არსებობდა სარგებლის დარიცხვის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, შესაბამისად, მხარის მითითება, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კონტრაჰენტი მის მიერ შეთავაზებულ გადახდის ახალ პირობებს არ დათანხმდა და მოპასუხეების მიერ გადახდილია სს „პ------------- ბანკისთვის“ მეტი თანხა აქვს გადახდილი, ვიდრე სარჩელითაა მოთხოვნილი, არ წარმოადგენს გარიგებით შეთახმებული პირობით გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვისგან გათავისუფლების საფუძველს.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. შპს „RA------”-მა გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით შპს „RA------”-ს გადასახდელი აქვს სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოპასუხეების მითითება, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების მე-9 მუხლის პუნქტებზე, რომლებითაც მხარეებმა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი და საფუძველი განსაზღვრეს. კერძოდ, ხელშეკრულების 9.1. პუნქტით პირგასამტეხლოს სახით ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის დარიცხვის საფუძველს მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნებისთვის გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ნაწილის გადახდის ვალდებულებას გულისხმობდა, ხელშეკრულებით კი პირგასამტეხლოს დარიცხვისთვის გათვალისწინებული იქნა სესხის თანხის დაბრუნების ვადის დარღვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ შპს „RA------”-მა ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა - 3593.80 აშშ დოლარი. იმის ათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ 3 თვის ვადის - 90 დღის ვადაგადაცილებისათვის, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ ხედავს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს.
სესხის დაფარვის ვალდებულება დაარღვია, აღნიშნული კი 2012 წლის 8 ივნისის გენერალური ხელშეკრულების შესაბამისად, საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისატვის, როგორც გარიგებით ნაკისრი ვალდებულების დამრღვევისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დასაკისრებლად.
6.16. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „RA------”-თან დადებული ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო რამაზ შაქარიშვილმა და მა-----------------ემ, მანთ იკისრეს ვალდებულება შპს „RA------”-თან ერთად პასუხი აგოს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
დადგენილია, რომ შპს „RA------”-მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ შპს „RA------”-ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც შპს „RA------”-ის, ასევე რა--------–--–---–ის და მა-----------------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.17. სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ”.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს”.
6.18. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები სადავოდ ხდიან ასევე, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკის საგნის (უძრავი ქონებების) სარეალიზაციოდ მიქცევასთან დაკავშირებით და განმარტავენ, რომ კრედიტორის მიზანს უძრავი ნივთის ხელში ჩაგდება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მის უსაფუძვლო გამდიდრებას იწვევს და შესაბამისად მოსარჩელე აღნიშნულ უფლებას ბოროტად იყენებს.
6.19. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია განიმარტოს, თავად იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი. მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ კი მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც მისი მოთხოვნა, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უპირობოდ დაკმაყოფილდება. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომ არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომლისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უმთავრესია, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრა, რომლის უზრუნველსაყოფადაც სანივთო უფლების რეალიზაცია ხორციელდება. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების – ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს (იხ. სუსგ 2012 წლის 6 მარტის №ას-1280-1300-2011 განჩინება) კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის მოვალის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებიდან. აღნიშნული განპირობებულია იპოთეკის სამართლებრივი ბუნებით, კერძოდ, იგი დამოუკიდებლად არ წარმოიშობა და მიბმულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იპოთეკით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლები მთლიანად განისაზღვრება ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულების ფარგლებით.
6.20. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით.
ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეების მსჯელობას, რომ კრედიტორის მიზანს იპოთეკის საგნის მითვისება წარმოადგენს, რაც გარდაუვალს გახდის მის უსაფუძვლო გამდიდრებას და იგი ამ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს, რადგან სარჩელით მოთხოვნილია, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია და არა კრედიტორის საკუთრებაში უძრავი ნივთის გადაცემა. გარდა ამისა, ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში მოვალის უფლებები დაცულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლით, რომლის ფარგლებშიც კანონი ვალდებულების დაფარვის შემდეგ ნარჩენი თანხის მოვალისთვის დაბრუნებას ითვალისწინებს.
6.21. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.
საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებები:, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“, მდებარე: ქ. ბათუმი, ს---–-------- ო-----–----ს ქუჩა N-, ს/კ №05.2-.2-.065, მესაკუთრე შპს „ბი---------–-------------“, მდებარე: ქ. ბათუმი, ო-----–----/მ--–---–---–-ს 5----, ს/კ №05.2-.2-.0--, მესაკუთრე შპს ლუ---------“, მდებარე: ქ. ბათუმი, პ--–----ს ქუჩა N--, ბინა N2-, ს/კ №05.3--01.4-- მესაკუთრე ი--- ჭუ--------; მდებარე: ქ. ბათუმი, ხ-----–-ს 1-ლი შესახვევი N--, ს/კ №05.3--01.4--, მესაკუთრე მ---- კუ--–---–---; მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა N--, ს/კ №05.25.1-.0--- მესაკუთრე ლ--------------ე; მდებარე: ქ. ბათუმი, ლ------ის ქუჩა, სასტუმრო „მ----ს“ წინ, ს/კ №05.25.1-.0--, მესაკუთრე ლ--------------ე; იპოთეკის ხელშეკრულებები, დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
6.22. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
დადგენილია, რომ შპს „RA------”-მა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. მან გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.
6.23. სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის მოთხოვნა არაა უფლების ბოროტად გამოყენება. გასათვალისწინებელია, რომ პირველ რიგში იპოთეკის დანიშნულებაა სესხის უზრუნველყოფა. ანუ თუ მოვალე სესხს არ იხდის, მაშინ იგი ამოღებული უნდა იქნას იმ უძრავი ქონების რეალიზაციიდან, რაზეც მხარეები წინასწარ შეთანხმდენ. მოვალე კრედიტორს გაურიგდა მასზედ, რომ თუ სესხს არ დაუბრუნებდა, სესხი დაიფარებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით. მასზე უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციის მინიჭებით, ამ ინსტიუტს დაეკარგება დანიშნულება. მოსარჩელე იმპერატიულად არ მოითხოვს იპოთეკის საგნის რეალიზაციას. ის ქონებების რეალიზაციას ითხოვს მხოლოდ იმ პირობით, თუ მოპასუხე არ დაფარავს დავალიანებას. ასეთ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 5000 ლარს.
ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 4937,81 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ საქმეზე გაწეული 110 ლარის ხარჯი მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩასაბარებლად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ, მოპასუხემ ნაწილობრივ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა ნაწილობრივ და მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 3337,81 ლარის ოდენობით, მოპასუხეებს სს ,,პ------------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 1600 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. აღსრულების წესის განსაზღვრა
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. სს ,,პ------------- ბანკის” მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მსესხებლისა და თავდების სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებლობის აუცილებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, ისინი-მხარეები შეთანხმდნენ ამ პირობაზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,პ------------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - შპს ,,RA------“-ს, რა--------–--–---–ს და მა-----------------ეს მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 23823,37 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხეებზე (შპს ,,RA------“, რა--------–--–---–ი და მა-----------------ე) დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით განხორციელდეს მოპასუხეების - შპს ,,ლუ----“-ს, მ---- კუ--–---–----ა და ი--- ჭუ-------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით. კერძოდ განხორციელდეს შემდეგი უძრავი ქონებების რეალიზაცია:
- შპს ,,ლუ----"-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ო-----–----ს ქუჩა #5, ს/კ #05.2-.2-.0--;
- ი--- ჭუ-------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, პ--–----ს ქუჩა 339,ბინა 2-, ს/კ #05.08.18.0--.01.2-;
- მ---- კუ--–---–---- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ხ-----–-ს 1-ლი შესახვევი, #--, ს/კ #05.3--01.4--.
3.1. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება დავალიანებების დასაფარავად, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონების მიმართ.
4. მოპასუხეებს - შპს ,,RA------“-ს, რა--------–--–---–ს და მა-----------------ეს მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1600 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელეს სს ,,პ------------- ბანკის“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელნმწიფო ბაჟის თანხიდან (4937,81 ლარი) 3337,81 ლარი (იხ. საგადახდო დავალება #430357144 17.03.2016წ., გადამხდელი სს ,,პ------------- ბანკი“, გადამხდელი ბანკი სს ,,პ------------- ბანკი“, ხაზინის ერთიანი ანგარიში 300693150, მიმღების ბანკი TRESGE22).
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციიო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№ 30).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე