მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე
1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
3. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3263)
საქმე №ას-1027-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…რომელზეც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, მაშინ ასეთი ქონების გაცვლის ხელშეკრულებაც იმავე ფორმის დაცვით უნდა მოხდეს. (იხ: სუსგ №ას-1245-1265-2011, 03 ივნისი, 2012 წ.). 28. სსკ-ის 323-ე და 327-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით, უძრავი ქონების თაობაზე დადებული გაცვლის გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია: მხარეთა ნამდვილი ნება, არსებით პირობებზე შეთანხმება…
საქმე №ას-541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…ხელშეკრულებაზე გამოსაცდელი ვადით, რომლის მოქმედებაც უნდა დაწყებულიყო 2023 წლის პირველი იანვრიდან, საკვლევია გამოსაცდელი ვადის დამატების ნაწილში, რამდენად განიხილება გარიგება კანონშესაბამისად. 12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, სშკ-ის მე-14 მუხლზე, ასევე, პირველი მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება…
საქმე №ას-656-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
…რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით.“. 14. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე…
საქმე №ას-1410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
…წინა მარჯვენა კარები“. 28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს ( სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა).…
საქმე №ას-89-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
…ხელშეკრულების მოქმედების დაწყებას და შესაბამისი თანხების ანაზღაურებას სასტუმროში პირველი კოვიდ პაციენტის შესვლას უკავშირებდა, წარმოადგენს არა მხარეთათვის ობიექტურად უცნობ გარემოებას, არამედ ხელშეკრულების არსებით პირობას ( სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი), რომელზე შეთანხმებაც სავალდებულო იყო 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ვალიდურობისთვის. 14. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, 2020 წლის 28…
საქმე №ას-127-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
საქმე №ას-1268-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
საქმე №ას-1125-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმე №ას-112-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმე №ბს-1166(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ას-719-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ას-1182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
საქმე №ას-746-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
საქმე №ას-884-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
საქმე №ას-1193-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
საქმე №ას-899-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2025
საქმე №ას-604-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2025
საქმე №ას-1174-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
საქმე №ას-622-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-460-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
საქმე №ას-248-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
საქმე №ას-1138-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
საქმე №ბს-140(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2025
საქმე №ას-1023-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2025
საქმე №ას-358-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2025
საქმე №ბს-944(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
საქმე №ას-573-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
საქმე №ბს-1091(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
საქმე №ბს-73(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2025
საქმე №ბს-666(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
საქმე №ას-847-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
საქმე №ას-379-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
საქმე №ას-254-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
საქმე №ბს-503(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
საქმე №ბს-397(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
საქმე №ბს-515(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
საქმე №ბს-604(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
საქმე №ას-611-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
საქმე №ას-470-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
საქმე №ბს-312(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2025
…------- არსებულ სხვა სამშენებლო კომპანიებში, ქონების რეალიზაცია ხდებოდა ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით - უმეტეს შემთხვევაში ხდება მყიდველთან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, ხოლო შემდგომ ხდება ბინის საკუთრებაში გადაცემა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული…
…მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვეს აქტების ბათილობა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემული მომსახურეობა არ ჩაითვალა საშუამავლო მომსახურეობად. მომჩივანი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 68-ე, 69-ე, 319-ე, 327-ე და 328-ე მუხლებზე, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები…
…იმ საქონლის მიწოდებაზე დადებული ხელშეკრულება, რომელიც მზადდება ან იწარმოება, თუ საქონლის დამკვეთი მხარე არ კისრულობს ასეთი საქონლის დამზადებისათვის ან წარმოებისათვის საჭირო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდების ვალდებულებას“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული.…
…პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული…
…323-ე მუხლით დადგენილია, რომ უძრავი ქონების შეძენისთვის გათვალისწინებულია წერილობითი ფორმა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არის უძრავი ქონების შეძენის, გარიგების დამაბრკოლებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლებით დადგენილია, რომ უძრავი ქონების ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ. თუ კანონით ხელშეკრულების…