1. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.
2. წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებულ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(66)
საქმე №ას-573-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
…რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა ნასყიდობის ხელშეკრულების მახასიათებლები და ფასი. ამავე კოდექსის 329-ე, 331-ე მუხლებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს ოფერტი, თუ შეთავაზებულ პირობებს მხარე სათანადო ფორმით წარდგენილი აქცეპტით უპასუხებს, ხელშეკრულება…
საქმე №ას-1398-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
…გადასახადი. 26. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმდნენ დირექტორის შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2017-2018 წლებში შეადგენდა თვეში 1000 ლარს. სსკ-ის 329-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ საწარმოს პარტნიორის 27.07.2016 წლის წერილი უნდა ჩაითვალოს საწარმოს ოფერტად - დირექტორისათვის 1000-ლარიანი ხელფასის დანიშვნის…
საქმე №ას-999-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…აგვისტოს. ვინაიდან მიღებული შეტყობინებები წარმოადგენს ინდივიდუალურად მოსარჩელისთვის მოპასუხისაგან სახელშეკრულებო დათქმის დაცვით გაგზავნილ შეთავაზებას არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე, გამოვლენილი ნება წარმოადგენს ოფერტს სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით („ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან…
საქმე №ას-548-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
…2008 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებაც, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის მხრიდან გაცხადებულ იქნა მზაობა ზემოხსენებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად მიეღო/გაეწია მომსახურება მოპასუხისათვის; 24.2. ზემოაღნიშნული ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 329.1 მუხლით გათვალისწინებულ ოფერტს, რომელიც გულისხმობს შეთავაზებული პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლაზე მზაობის გაცხადებას. ოფერტის გაკეთება…
საქმე №ას-777-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
…პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ მოხმობილი ელექტრონული წერილი, მ.ტ–ის უფლებამოსილების დაუდასტურებლობის პირობებში, მტკიცებულებას მხოლოდ ხელშეკრულების დადების თაობაზე განხორციელებულ წინადადებას ამსგავსებს ( სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლი), რომელიც ცალკე აღებული, საშუამავლო ანაზღაურების მოთხოვნის ლეგიტიმურ საფუძველს არ ქმნის. 8.18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით თ.ჩ–ძესა…
საქმე №ას-1063-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
საქმე №ას-252-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
საქმე №ას-471-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2022