ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი · სკ 323
ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბერისდეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321მუხ.3
…შეთანხმებულები. თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, სსკ-ის 183.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
შესაბამისად, არც უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებული თანხმობის ნამდვილობისათვის არაა საჭირო სსკ-ის 323-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმა. იგივე უნდა ითქვას უფლებამოსილი პირის შემდგომ თანხმობაზეც (მოწონებაზე) (შდრ.
…მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 21.1. სასამართლომ არამართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 361.2, 317.1, 629.1, 629.2, 323-ე მუხლები და ყოველგვარი მსჯელობის გარეშე არ გამოიყენა იმავე კოდექსის 369-ე მუხლი; 21.2. მოსარჩელეს საერთოდ არ დაუფარავს ნასყიდობის საფასური, შესაბამისად, მას არ გააჩნდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგანზე რაიმე პრეტენზიის გაცხადების უფლება.
ამასთან, არასათანადო ყურადღება აქვს დათმობილი უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ფორმასავალდებულო ხასიათსაც, რომელიც საქმის ხელახალი განხილვისას, სადავო შეთანხმების სამართლებრივი ტიპის დადგენის შემდგომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს. 13. კასატორის შემდეგი პრეტენზია მიემართება სააპელაციო პალატის იმ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სადავო…
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი დაიდოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, წერილობითი ფორმა იყოფა რთულ (სანოტარო) წერილობით და მარტივ წერილობით ფორმებად. სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლზე და განმარტავს, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის წერილობითი ფორმის დაცვა საკმარისია და ასეთი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
…ნაკისრი დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება 2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე. 6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოქმედი კანონი აწესებს უძრავი ნივთების გასხვისების და განკარგვის სპეციალურ წესს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლები), რომელთა გამოყენება უკანონო ნაგებობების მიმართ შეუძლებელია. უკანონო მშენებლობის ობიექტი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ვერ იქნება მიჩნეული.
…ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ბ.ს-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 361.2, 323-ე, 477-ე, 505-ე მუხლები. " სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1 სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის…
…მაგრამ გარიგება უძრავი ქონების შესახებ მხარეებს შორის დაიდო, იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია და იგი ითვლება უძრავი ქონების შეძენის კანონიერ გარიგებად, შესაბამისად, ამ ქონების რეალიზაცია არ ექვემდებარება დაბეგვრას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლით დადგენილია, რომ უძრავი ქონების შეძენისთვის გათვალისწინებულია წერილობითი ფორმა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არის უძრავი ქონების შეძენის, გარიგების დამაბრკოლებელი გარემოება.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 323, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-323/