ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მისმა მიმღებმა.
კარი პირველი
სახელშეკრულებო სამართალი
ნაწილი პირველი
თავი პირველი
ზოგადი დებულება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(17)
საქმე №ას-1164-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…რომ შეჯახება სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობას არ გამოუწვევია. შესაბამისად, მეორე მოსარჩელემ იცრუა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების შესახებ. ასეთ ვითარებაში მოპასუხე თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისაგან სსკ-ის 809-ე და 318-ე მუხლების საფუძველზე. 63. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.…
საქმე №ას-313-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
…სხვა რამ არ გამომდინარეობს (შეად. სუსგ-ებს: ას-504-481-2016, 30.09.2016წ. Nას-786-735-2017, 03.11.2017წ.; Nას-150-150-2018, 16.03.2018წ; N ას- 351-2024, 26.06.2024წ; N ას-767-2023, 16.10.2024წ.). 20. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 318-ე მუხლის პირველ წინადადებას მოიხმობს, რომლის მიხედვით „ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება.“ საკასაციო სასამართლო…
საქმე №ას-829-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2024
…თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა და ამიტომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლებაც დაკარგა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. 14. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 318-ე მუხლის პირველ წინადადებას მოიხმობს, რომლის მიხედვით „ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება.“ საკასაციო სასამართლო…
საქმე №ას-1585-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2023
…იქონიოს საბანკო სექტორში არსებული იპოთეკის ხელშეკრულებების დადების პრაქტიკაზე“- (იხ. საბანკო სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები- ტ.6, ს.ფ.419; 475-480); 41.7. განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ის 318-ე მუხლს, რომელიც ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას ადგენს და ვალდებულითი სამართლის ზოგად დებულებებს განეკუთვნება: „ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს…
საქმე №ას-610-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
…ფუძნდება იქ, სადაც მხარეებს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ცნობების არასათანადოდ გამჟღავნების ინტერესი არ გააჩნიათ. ინფორმირების ვალდებულება საერთოა მთელი სახელშეკრულებო სამართლისათვის და მისი ფორმულირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგია: ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა…
საქმე №ას-1162-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2022