განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180210018002325705
საქმე №2ბ/509-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ გოდერძი გიორგიშვილი
მოსამართლეები _ ნათია გუჯაბიძე
ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - გ--------–----------ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - კ--------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს----------ი’’ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ--------------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ--------–----------ემ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს ,,ს----------ის’’ მიმართ და მოპასუხისთვის ფულადი თანხის - 22 535 (ოცდაორი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი) ლარის, 22 535 ლარის წლიური 9.8%-ის - 2017 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 679 (ექვსას სამოცდაცხრამეტი) ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. გ--------–----------ე სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
2----–-–-------------ს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება -„მორიგების აქტი“, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა მხარდაჭერა გ--------–----------ისათვის მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში (გ--------–----------ისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე). აღნიშნული შეთანხმება საჭირო გახდა, რადგან იმ პერიოდში, როდესაც გ--------–----------ე გადიოდა მოყვარული პილოტის კურსებს, ,,ს----------ს’’ და საქართველოში მოქმედ სხვა ს-----–---------–--ს ჩამოერთვათ უფლება მოემზადებინათ მოყვარული პილოტები. მას შემდეგ, რაც საქართველოს ს-----–-------------------ს აღუდგა ასეთი სწავლების უფლება, შეთანხმების მიხედვით, შპს ,,ს----------ს’’ უნდა უზრუნველეყო გ--------–----------ისათვის მოყვარული პილოტის მოწმობის აღებაში მხარდაჭერა, რაც მას არ შეუსრულებია.
იმისთვის, რომ მოსარჩელეს მოყვარული პილოტის მოწმობა მოეპოვებინა, შპს „ს----------ისათვის“ გადახდილი აქვს საკმაოდ სოლიდური თანხა. მიუხედავად გ--------–----------ის არაერთგზის მცდელობისა და მიცემული დამატებით საკმაოდ დიდი ვადისა - მხარეთა შორის წარმოშობილი „გაუგებრობა“ მოგვარებულიყო (მოპასუხეს შეესრულებინა „მორიგების აქტით“ გათვალისწინებული ვალდებულება) - მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
მოსარჩელემ თავად მიმართა საქართველოს ს-----–--------------------ს (დღეის მდგომარეობით საქართველოში ერთადერთ სწავლების უფლების მქონე დაწესებულებას) და გამოითხოვა სწავლების პირობები. უნივერსიტეტის წერილით დასტურდება, რომ სწავლება ღირს 18 950 ლარი. ამასთან, სწავლის წინ საჭიროა სამედიცინო კომისიის გავლა, რომლის ღირებულება 750 ლარია და დამატებით მოითხოვს რამდენიმე ანალიზის წარდგენას, რომელთა ღირებულება შეადგენს 255 ლარს. ასევე, შპს ,,ს----------ის’’ კურსის გავლის პერიოდში მოსარჩელეს დასჭირდა ე.წ ,,ჯ------ის’’ კურსის გავლა, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 780 ლარი და რომელსაც გაუვიდა ვადა. ამასთან, ს-----–-------------------ის სასწავლო ბაზა მდებარეობს თელავში და შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს 1 800 ლარს (თითო გზა 20 ლარი). შესაბამისად ჯამში ეს ხარჯები შეადგენს 22 535 ლარს.
მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვდა 22 535 ლარის წლიურ 9.8%-ს - 2017 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მისი განმარტებით, ეს იყო ის შემოსავალი, რასაც იგი ამ თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსებით მიიღებდა.
3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით, შპს „ს----------მა“ სარჩელი არ ცნო. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ--------–----------ემ ნამდვილად დაიწყო სწავლა შპს ,,ს----------ში“ მოყვარული პილოტის კურსებზე, თუმცა, არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სწავლების გავლა უპირობოდ ნიშნავდა გ--------–----------ის მიერ მოყვარული პილოტის მოწმობის აღებას, ვინაიდან, შპს ,,ს----------ში“ სწავლების ერთადერთი მიზანი იყო - ამ უკანასკნელს მოეპოვებინა გამოცდის ჩაბარების უფლება.
მოპასუხე მხარე ასევე აღიარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2----–-–-------------ს გ--------–----------ესა და შპს ,,ს----------ის“ დირექტორ ა----------------ეს შორის გაფორმდა ,,მორიგების აქტი’’, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, შეთანხმების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, მისივე ხარჯით, გ---------–---------------ვის დამატებითი ხარჯის გარეშე, განეხორციელებინა მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში მოხდებოდა შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება შპს ,,ს----------ის“ ან სხვა ორგანიზაციის მიერ. თუმცა, მოპასუხის პოზიციით, გ--------–----------ის მიერ არასწორად იქნა შეფასებული სადავო მორიგების აქტის პირობები. მოსარჩელეს თავად უნდა გამოეხატა ნება, თუ კონკრეტულად რომელ სასწავლებელში სურდა სწავლა. მოპასუხე ვერ შეურჩევდა მას სასწავლებელს, ვინაიდან აღნიშნულზე მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა. ამ კუთხით, გ--------–----------ე არანაირ ინიციატივას არ იჩენდა. სწორედ მას უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი, მიემართა შპს ,,ს----------ისთვის“, დაეფიქსირებინა ნება, სურვილი და მზადყოფნა სწავლის შესახებ. თუმცა, მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ მხარეებს ერთმანეთი არც უნახავთ.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელემ საავიაციო უნივესიტეტიდან სწავლის საფასურის შესახებ პასუხი მიიღო 2017 წლის 22 ნოემბერს, თუმცა, მოპასუხისთვის არც ამჯერად მიუმართავს წერილობითი განცხადებით და ამ უკანასკნელმა აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2018 წლის 23 თებერვალს სასამართლოში სარჩელის ჩაბარების შემდეგ. მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა დარღვეული მორიგების პირობები, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს მორიგების აქტის დადებიდან ერთი წლს განმავლობაში არ მიუმართავს მოპასუხისთვის, შესაბამისად დაუსაბუთებელია ფინანსური ზარალის შესახებ გ--------–----------ის განცხადება; ვინაიდან, მოსარჩელემ გაუშვა მორიგების პირობებით გათვალიწინებული ერთწლიანი ვადა, ამ ეტაპზე შპს ,,ს----------ს“ არ აქვს ვალდებულება, დააფინანსოს გ--------–----------ის სწავლა; მოპასუხის განმარტებით, ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ გ--------–----------ეს მორიგების აქტის შესაბამისად ჰქონდა მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნაა არა კომპენსაცია, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, არამედ სამომავლო სავარაუდო სწავლების ხარჯის ანაზღაურება.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ--------–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2----–-–-------------ს გაფორმებული მორიგების აქტი წარმოადგენდა პირობადადებული გარიგების ერთგვარ სახეს (სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი), რომლითაც მხარეებმა ნაკისრი ვალდებულების შესრულება განსაზღვრული მოვლენის დადგომას დაუკავშირეს. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა მორიგების აქტის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, შპს ,,ს----------ი’’ იღებს ვალდებულებას ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში შპს ,,ს----------ის’’ ხარჯით გ--------–----------ისთვის დამატებითი ხარჯის გარეშე განახორციელოს გ--------–----------ის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში საქართველოში მოხდა შესაბამისი სასწავლო ლიცენზიის მიღება შპს ,,ს----------ის’’ ან სხვა ორგანიზაციის მიერ. მე-4 პუნქტით კი დაკონკრეტებულია, რომ მხარდაჭერა გამოხატული იქნება გ--------–----------ის გადამზადებაში თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, არცერთი მხარე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ შპს ,,ს----------მა’’ იკისრა გ--------–----------ის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში. დავის საგანს წარმოადგენდა მორიგების აქტის პირობების შეუსრულებლობა მოპასუხე მხარის მიერ, ამასთან, სადავო იყო დადგა თუ არა შეთანხმებულ ვადაში პირობა და რა გარემოებები უნდა განმარტებულიყო მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლზე (ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია) და აღნიშნა, რომ მართალია, მორიგების აქტით პირდაპირ არ იკვეთებოდა, თუ რომელ მხარეს უნდა შეეტყობინებინა ამ პირობის დადგომის შესახებ, თუმცა, მორიგების აქტის შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნული მოსარჩელის ინტერესებში შედიოდა.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს----------ის’’ უფლება იყო მიეღო ინფორმაცია გ--------–----------ის მიერ სწავლის დაწყების შესახებ, ხოლო ამ ინფორმაციის მიწოდებისა და მოპასუხესთან აქტიური კომუნიკაციის ვალდებულება - მოსარჩელე მხარეზე იყო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც ამ უკანასკნელს სასამართლოსთვის არ ჰქონდათ წარდგენილი.
სასამართლოს მითითებით, სადავო გარემოებას ასევე წარმოადგენდა ის ფაქტი, თუ როდის მიიღო შპს ,,საქართველოს ს-----–-------------------მა’’ მოყვარული პილოტის სასწავლო ლიცენზია და მიიღო თუ არა მხარეთა მიერ მორიგების აქტით განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში, ვინაიდან, ამ დროის გასვლის შემდეგ პირობა ძალადაკარგულად ითვლებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს იყო, ვინაიდან სწორედ გ--------–----------ის აქტიური ქმედებები, მიმართული სწავლის დაწყების ინიციატივის გამოჩენისაკენ და მზაობა სწავლის დასაწყებად გახდებოდა საფუძველი შპს ,,ს----------ის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, რადგან მორიგების აქტის თანახმად, შპს ,,ს----------მა’’ გ--------–----------ის მხარდაჭერა იკისრა სწორედ სწავლის დასაფინანსებლად და არა სხვა მიზნებისთვის. სწორედ ამგვარი მიზანმიმართული ქმედებები უნდა განეხორციელებინა გ--------–----------ეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მხოლოდ 2017 წლის ნოემბრის თვეში ანუ მორიგების აქტით გათვალისწინებული ერთწლიანი (2017 წლის 14 იანვარი) ვადის გასვლის შემდეგ ს-----–-------------------ისადმი მიმართვა არ იყო საკმარისი საფუძველი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ, მაშინ როდესაც დაუდგენელი იყო ამ თანხის გამოყენების მიზნობრიობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ს----------ი’’ ვერ გაუწევდა ფინანსურ მხარდაჭერას გ--------–----------ეს მანამ, სანამ თავად ეს უკანასკნელი არ გაივლიდა სათანადო პროცედურებს შესაბამის სასწავლებელში ჩასარიცხად. შპს ,,ს----------ის“ მხრიდან სწავლების დაფინანსება მთლიანად იყო დამოკიდებული გ--------–----------ის ქმედებებზე, რაც მიმართული იქნებოდა კონკრეტულ სასწავლებელში ჩარიცხვის პროცედურებისკენ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, შპს ,,ს----------მა’’ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა გ--------–----------ის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის აღებაში, თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებაში და გადაეხადა სწავლების საფასური, თუმცა, ამავე მორიგების აქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობად გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ გარიგების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში თავად მოსარჩელე გ--------–----------ეს უნდა შეესრულებინა გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ, არა მარტო მიემართა კონკრეტული ლიცენზირებული სასწავლებლისათვის სწავლის პირობების გასაგებად, არამედ განეხორციელებინა მთელი რიგი მოსამზადებელი პროცედურები დასახელებულ სასწავლებელში ჩასარიცხად და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს სასწავლებელი მიიღებდა მას კურსანტად, ამ დროიდან უკვე შპს ,,ს----------ს’’ წარმოეშვებოდა გ--------–----------ის სწავლის დაფინანსების ვალდებულება; ამდენად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების წინაპირობად თავად მხარეთა შორის დადებული მორიგების აქტის მიხედვით განიხილებოდა გ--------–----------ის აქტიური ქმედებები მიმართული ლიცენზირებულ სასწავლებელში ჩასარიცხად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებების განხორციელების დამადასტურებელი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ ჰქონდა წარდგენილი და მხოლოდ შპს ,,საქართველოს საავაციო უნივერსიტეტისადმი’’ 2017 წლის ნოემბერში მიმართვის წერილი სწავლის საფასურის შესახებ, არ იყო საკმარისი წინაპირობა მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებად. მითუფრო, რომ შპს ,,საქართველოს ს-----–-------------------ის’’ მიერ დამტკიცებული პროგრამის თანახმად, დასახელებულ უნივერსიტეტში მისაღებად და სწავლების კუსრის გასავლელად საჭირო იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ასევე, საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერთიფიკატის ფლობა.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულება არა თუ შეთანხმებით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადაში არ ჰქონდა წარდგენილი მოსარჩელეს, არამედ, არც საქმის განხილვის ეტაპზე, რაც მას უკარგავდა სწავლის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან, მთელი ამ დროის განმავლობაში გ--------–----------ეს არ გამოუვლენია კონკრეტული ნება სწავლის დასაწყებად, ხოლო ამ ნების არარსებობის პირობებში გაუგებარია რა ვალდებულება უნდა შეესრულებინა მოპასუხეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 408.1, 411-ე მუხლებზე და მხარეთა სახელშეკრულებო ნების გამოვლენის თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერების ფარგლებში კონტრაჰენტთა ქმედებების, ერთმანეთისადმი ნაკისრი უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ფაქტობრივი ნების გონივრულობისა და სამართლიანობის შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ ვინაიდან, პირობითი გარიგების შესაბამისად შეთანხმებული პირობის დადგომის შესახებ შეტყობინება არ განხორციელებულა მოსარჩელის ბრალეულობით, მოპასუხე ვერ ჩაითვლებოდა ხელშეკრულების დამრღვევ სუბიექტად და შესაბამისად, მას ვერ დაეკისრებოდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე მხარისთვის ხარჯების (სწავლის საფასური, მგზავრობის ხარჯები, სამედიცინო სერთიფიკატისა და მოყვარული პილოტის ლიცენზიის აღების ხარჯები) ანაზღაურების დაკისრებას, თუმცა გასწია თუ არა გ--------–----------ემ რაიმე ხარჯი მორიგების პირობების შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობი იყო, შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი. რაც შეეხება სამომავლო ხარჯებს, რაც შესაძლოა მომავალში გაეწია გ--------–----------ემ, სცილდებოდა მორიგების აქტით შეთანხმებულ პირობებს და მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მორიგების აქტის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ შპს ,,ს----------ის’’ მხარდაჭერა არ ნიშნავდა იმას, რომ გ--------–----------ე აუცილებლად აიღებდა მოყვარული პილოტის (Private Pilot) ლიცენზიას. ლიცენზია გაიცემოდა მხოლოდ გიორგი ც----------ის მიერ სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოცდების ჩაბარების შემდეგ; მორიგების აქტის დასახელებული პუნქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებდა, რომ შპს ,,ს----------მა’’ იკისრა გ--------–----------ის ფინანსური მხარდაჭერა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ. მორიგების აქტის პირობების სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგებოდა მხარეთა მიერ გამოხატულ ნებას და სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა საბოლოო მიზანს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნას ძირი თანხის 9,8%-ის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ--------–----------ემ, რომელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქართველოს ს-----–-------------------ში მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის გასავლელად საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. აპელანტის განმარტებით, მოყვარული პილოტის მოწმობის მისაღებად დაინტერესებული სუბიექტი საქართველოს ს-----–-------------------ის ანგარიშზე წინასწარ რიცხავს სწავლების საფასურს, რაც შეადგენს 18 950 ლარს. ამის შემდეგ კურსანტი გადის შესაბამის მომზადების კურსს (როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს) და ბოლოს იგი გადის გამოცდაზე, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მასზე გაიცემა მოყვარული პილოტის მოწმობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სადავოდ მიიჩნია ის გარემოებები, დადგა თუ არა შეთანხმებულ ვადში პირობა და რა გარემოებები უნდა განიმარტოს მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობად და როდის მიიღო შპს "საქართველოს ს-----–-------------------მა" მოყვარული პილოტის სასწავლო ლიცენზია და მიიღო თუ არა მხარეთა მიერ მორიგების აქტით განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში.
აპელანტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მორიგების აქტის გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ს-----–-------------------ი ფლობდა მოყვარული პილოტის სასწავლო ლიცენზიას მოპასუხე შპს „ს----------ს" არც შესაგებლით გაუხდია სადავოდ და არც უშუალოდ სასამართლო სხდომაზე. უფრო მეტიც, მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მაშინ, როდესაც იგი არ არის უარყოფილი და შედავებული მეორე მხარის მიერ და მით უფრო მაშინ, როცა ეს დადასტურებული და აღიარებულია მოპასუხის მიერ, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა და დადგენილად მიეჩნია, რომ მორიგების აქტის გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ს-----–-------------------ი ფლობდა მოყვარული პილოტის სასწავლო ლიცენზიას. ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მორიგების აქტის მე-6 პუნქტით და ემსჯელა მოპასუხისათვის შესაბამისი კომპენსაციის დაკისრებაზე.
აპელანტის მითითებით, მორიგების აქტის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მორიგების აქტის დასახელებული პუნქტი მიანიშნებდა, რომ შპს "ს----------მა" იკისრა გ--------–----------ის ფინანსური მხარდაჭერა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ. აპელანტის განმარტებით, მითითებულ პუნქტში საუბარია გამოცდების ჩაბარებაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კურსანტი გაივლის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოყვარული პილოტის სწავლების ლიცენზიის მქონე სასწავლო დაწესებულებაში და არა პირიქით - გამოცდების ჩაბარება და შემდგომ სწავლების (თეორიული და პრაქტიკული კუსრის) გატარება. რაც შეეხება მოყვარული პილოტის მომზადების სასწავლო კურსის წინაპირობებს, საავიციო უნივერსიტეტისგან მზაობა არის თანხის გადახდისთანავე ამ კურსის გატარებაზე.
აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ--------–----------ეს უნდა შეეტყობინებინა მოპასუხე ორგანიზაციისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობის (რომელიმე სასწავლებლის მიერ ლიცენზიის მოპოვება) დადგომის შესახებ. აპელანტის განმარტებით, მორიგების აქტის მიხედვით, პირობის დადგომის შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების გარეშე, შპს "ს----------ს" ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად უნდა შეესრულებინა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში თავად მოსარჩელე გ--------–----------ეს უნდა შეესრულებინა გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ, არა მარტო მიემართა კონკრეტული ლიცენზირებული სასწავლებლისათვის სწავლის პირობების გასაგებად, არამედ განეხორციელებინა მთელი რიგი მოსამზადებელი პროცედურები დასახელებულ სასწავლებელში ჩასარიცხად და მხოლოდ მას შემდეგ რაც ეს სასწავლებელი მიიღებდა მას კურსანტად, ამ დროიდან უკვე შპს "ს----------ს" წარმოეშობოდა გ--------–----------ის სწავლის დაფინანსების ვალდებულება.
აპელანტის განმარტებით, გ--------–----------ის ზემოხსენებული სახის "ვალდებულებებზე" მორიგების აქტში არსად არის საუბარი და არც ამ მორიგების აქტის შინაარსიდან გამომდინარეობს. გ--------–----------ის მიერ საქართველოს ს-----–-------------------ში სწავლის დაწყება პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ მას ხარჯი მოყვარული პილოტის მოწმობის კურსის უკვე მეორედ (პირველად „ს----------ში“ და მეორედ უკვე ს-----–-------------------ში) უნდა გაეწია და იმის გათვალისწინებით, რომ შპს "ს----------ის" დირექტორთან ზეპირი საუბრიდან გამომდინარე გ--------–----------ემ იცოდა, რომ ის თანახმა არ იყო ამ ხარჯის ანაზღაურებაზე და მხოლოდ 3500 დოლარამდე გადახდას თანხმდებოდა (რაც გაცილებით ნაკლებია გასაწევ ხარჯზე), გ--------–----------ე ვერ გასწევდა მეორედ ამ ხარჯს.
აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ გ--------–----------ის ინტერესში შედიოდა პირობის დადგომის შსახებ მოპასუხის ინფორმირებ და განმარტავს, რომ შპს "ს----------ს", როგორც ამ სფეროში მოღვაწე კომპანიას, გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა და უფრო ადრე იმის შესახებ, თუ რომელი ორგანიზაცია მიიღებდა ლიცენზიას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანი არ იყო დამდგარი. გ--------–----------ის მიერ მოყვარული პილოტის კურსის გავლა დროში მოპასუხის პოზიციის გამო გადავადდა სასამართლო პროცესის დასრულებამდე; შესაბამისად, ამ პერიოდში მოსარჩელემ იზარალა შპს "ს----------ში" თავის დროზე გადახდილი თანხიდან მიუღებელი შემოსავალით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. გ--------–----------ემ ავიაკომპანია ,,ს----------ის’’ სასწავლო-საფრენონსო ცენტრში მოყვარული პილოტის მომზადების კურსი გაიარა 2013 წლის 01 ნოემბრიდან - 2014 წლის მარტის ჩათვლით.
9. 2014 წლის ივნისში შპს ,,ს----------მა’’ მიმართა სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საგენტოს გ--------–----------ისათვის მოყვარული მფრინავის (Private Pilot) მოწმობის გასაცემად.
10. 2014 წლის 03 ივნისს შპს ,,ს----------ის’’ ამ შუამდგომლობაზე სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საგენტომ უარი განაცხადა.
მოწმობის გაცემაზე უარი განპირობებული იყო იმ გარემოებებით, რომ შპს ,,ს----------ის’’ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მიერ სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი პილოტ-კურსანტების, მათ შორის, გ--------–----------ის, სასწავლო პროცესში ჩართულობისა (თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული მომზადების ჩანაწერები) და ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთები.
11. სწორედ ხსენებული საბუთების წარუდგენლობა საფუძვლად დაედო სააგენტოს მხრიდან აღნიშნული სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრამდე.
12. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკატო კომისიის სხდომაზე განხილული იქნა შპს ,,ს----------ის’’ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების საკითხი (2014 წლის 18 ივნისი), აგრეთვე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 32).
13. შპს ,,ს----------ს“ და სხვა ანალოგიურ დაწესებულებებს ჩამოერთვა მოყვარული პილოტის მომზადების ლიცენზია. 1--------- წლის მდგომარეობით ასეთი ლიცენზია საქართველოში მოქმედ არცერთ სუბიექტს აღარ გააჩნდა.
14. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ--------–----------ისათვის მოყვარული მფრინავის (Private Pilot) მოწმობის გაცემაზე უარი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ შპს ,,ს----------ის’’ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მიერ სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი პილოტ-კურსანტ გ--------–----------ის სასწავლო პროცესში ჩართულობისა (თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული მომზადების ჩანაწერები) და ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთები ( ტ. 1, ს.ფ. 32).
15. 2015 წლის 25 დეკემბერს გ--------–----------ემ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს ,,ს----------ის’’ მიმართ სწავლის საფასურად გადახდილი 7 000 ევროს, გაწეული ხარჯებისა და მიუღებელი შემოსავლის, ჯამში 43 970.16 ლარის დაკისრების მოთხოვნით (ტ. 1, ს.ფ. 34-36).
16. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით, გ--------–----------ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა. გ--------–----------ის სარჩელი მოპასუხე ,,ს----------ის’’ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.
17. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გ--------–----------ის მიერ სარჩელის გამოხმობის საფუძველი გახდა 2----–-–-------------ს შპს ,,ს----------სა’’ და გ--------–----------ეს შორის გაფორმებული „მორიგების აქტი“ (ტ. 1, ს. ფ. 33).
18. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------ს შპს ,,ს----------ის’’ დირექტორ ა----------------ესა და გ--------–----------ეს შორის გაფორმდა „მორიგების აქტი“ შემდეგი პირობებით:
,,3) შპს ,,ს----------ი’’ იღებს ვალდებულებას, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს ,,ს----------ის’’ ხარჯით, გ--------–----------ისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე, განახორციელოს გ--------–----------ის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის (Private Pilot) მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში საქართველოში მოხდა შესაბამისი სასწავლო ლიცენზიის მიღება შპს ,,ს----------ის’’ ან სხვა ორგანიზაციის მიერ;
4) მხარდაჭერა გამოხატული იქნება გ--------–----------ის გადამზადებაში თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში, შპს ,,ს----------ის’’ ხარჯით, გ--------–----------ისათის დამატებითი ხარჯის გარეშე;
5) ამასთან ერთად, ეს შეთანხმება და შპს ,,ს---–------ის’’ მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ გ--------–----------ე აუცილებლად აიღებს მოყვარული პილოტის (Private Pilot) ლიცენზიას. ლიცენზის გაიცემა მხოლოდ გ--------–----------ის მიერ სსიპ ს----------–------------–---------–------------ოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გამოცდების ჩაბარების შემდეგ;
6) იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაივლის ისე, რომ საქართველოში ვერც შპს ,,ს----------ი’’ და ვერც სხვა ორგანიზაცია ვერ მიიღებენ მოყვარული პილოტის (Private Pilot) მომზადების ლიცენზიას, შპს ,,ს----------ი’’ და გ--------–----------ე შეთანხმდებიან, შპს ,,ს----------ის’’ მიერ გ--------–----------ისათვის გადასახდელ კომპენსაციაზე’’.
19. მხარეებს სააპელაციო ინსტანციაში სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „საქართველოს ს-----–-------------------მა“ 2016 წლის სექტემბერში მიიღო მოყვარული პილოტების მომზადების ლიცენზია.
დადგენილია ისიც, რომ ხსენებულ უნივერსიტეტში მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის საფასური შეადგენს 18 950.00 ლარს (ტ. 1, ს. ფ. 38).
20. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით გ--------–----------ის პირველი მოთხოვნაა მოპასუხის მხრიდან 2----–-–------------ის მორიგების აქტით ნაკისრი იმ ვალდებულების შესრულება, რომლის მიხედვით, შპს ,,ს----------მა’’ იკისრა ვალდებულება ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მისივე ხარჯით, გ--------–----------ისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე, განახორციელოს მისი მხარდაჭერა მოყვარული პილოტის (Private Pilot) მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში საქართველოში მოხდა შესაბამისი სასწავლო ლიცენზიის მიღება შპს ,,ს----------ის’’ ან სხვა ორგანიზაციის მიერ.
მოსარჩელის მითითებით, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტით გათვალისწინებული ეს პირობა დადგა შეთანხმებითვე განსაზღვრულ ვადაში, თუმცა, მოპასუხეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება - შპს „საქართველოს ს-----–-------------------ში“ მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის საფასურის - 18 950.00 ლარის გადახდის (ფინანსური მხარდაჭერის) თაობაზე.
21. უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება მორიგების აქტის სახით. მოსარჩელის მოთხოვნაც სწორედ ამ ხელშეკრულებით („მორიგების აქტით“) ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ეხება.
22. ამასთან, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ 2----–-–-------------ს გაფორმებული „მორიგების აქტი“ წარმოადგენს პირობით გარიგებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ჩაითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე), რომლითაც მხარეებმა ნაკისრი ვალდებულების შესრულება განსაზღვრული მოვლენის დადგომას დაუკავშირეს. კერძოდ, მორიგების აქტის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს----------ი’’ იღებს ვალდებულებას ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში შპს ,,ს----------ის’’ ხარჯით გ--------–----------ისთვის დამატებითი ხარჯის გარეშე განახორციელოს გ--------–----------ის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში საქართველოში მოხდა შესაბამისი სასწავლო ლიცენზიის მიღება შპს ,,ს----------ის’’ ან სხვა ორგანიზაციის მიერ.
23. პალატა განმარტავს, რომ ჩვეულებრივ გარიგების შესრულება იწყება მისი დადებისთანავე, თუმცა არ არის გამორიცხული გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება გარიგების მონაწილეების მიერ განსაზღვრული მოვლენის დადგომაზე იყოს დამოკიდებული. ამ მიზანს ემსახურება პირობითი გარიგება.
გარიგებაში პირობის დაფიქსირება სხვადასხვა ფორმით ხდება. ყველაზე გავრცელებულია „თუ“ კავშირის გამოყენება: „თუ..., მაშინ...“ თუმცა ეს არ არის პირობის გამოხატვის ერთადერთი ფორმა. ამიტომ საკითხი იმის შესახებ, პირობით გარიგებასთან გვაქვს საქმე თუ არა, განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს.
მოვლენა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პირობითი გარიგების პირობად, თუკი იგი ობიექტურადაც და მხარეთა წარმოდგენითაც უცნობია. პირობად არ ჩაითვლება ისეთი მოვლენა, რომელიც უეჭველად დადგება, მაგრამ უცნობია მისი დადგომის დრო. ეს იქნება ვადის დათქმა და არა პირობა („სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი პირველი, თბილისი 2017, გვ. 529).
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარაგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა.
მოცემულ საქმეში სახეზეა ისეთი პოზიტიური პირობით დადებული გარიგება, რომელიც მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში უნდა დამდგარიყო. ამასთან, თუ ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა, მაშინ პირობა ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს.
25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ „მოვლენა“ (სასწავლო ლიცენზიის მიღება) დადგა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, 2----–-–------------ამდე. შესაბამისად, ამ ტიპის დავებში მოსარჩელეზე ანუ იმ პირზე არსებული მტკიცების ტვირთი, ვინც პირობის დადგომის საფუძველზე იღებს სარგებელს ან წარმოეშობა მოთხოვნის უფლება, დაძლეულია.
განსაზღვრული ვადის გასვლისა და პირობის შეუსრულებლობის ფაქტი უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, ვის წინააღმდეგაც შეიძლება იყოს მიმართული პირობის დადგომის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლება.
პირობის შესრულების შეუძლებლობის ფაქტი ასევე უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, ვის მიმართაც წარმოიშობოდა მოთხოვნის უფლება („სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი პირველი, თბილისი 2017, გვ. 529).
26. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ., სუსგ №ას-178-167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
28. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული „მორიგების აქტით“ გათვალისწინებული დებულებები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოპასუხე შპს ,,ს----------ი’’ ვალდებული იყო ამ გარიგების ხელმოწერიდან 1 წლის განმავლობაში ე.ი. 2----–-–------------ის ჩათვლით, გ--------–----------ისათვის გადაეხადა მოყვარული პილოტის (Private Pilot) სასწავლო პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსის ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში შპს ,,ს----------ი’’ ან საქართველოში მოქმედი სხვა ორგანიზაცია მიიღებდა შესაბამის სასწავლო ლიცენზიის.
თუ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადა გაივლიდა ისე, რომ საქართველოში ვერც შპს ,,ს----------ი’’ და ვერც სხვა ორგანიზაცია ვერ მიიღებდა მოყვარული პილოტის (Private Pilot) მომზადების ლიცენზიას, მხარეთა შორის მოხდებოდა შეთანხმება შპს ,,ს----------ის’’ მიერ გ--------–----------ისათვის გადასახდელ კომპენსაციაზე.
ამასთან, მხარდაჭერა არ ნიშნავდა იმას, რომ გ--------–----------ე აუცილებლად აიღებდა მოყვარული პილოტის (Private Pilot) ლიცენზიას. ლიცენზია გაიცემოდა მხოლოდ გ--------–----------ის მიერ სსიპ ს----------–------------–---------–------------ოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გამოცდების ჩაბარების შემდეგ („მორიგების აქტის“ მე-5 პუნქტი). პალატის მოსაზრებით, აღნიშნული პუნქტი განმარტებული უნდა იყოს იმდაგვარად, რომ ,,გამოცდების ჩაბარება’’ უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კურსანტი გაივლის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მოყვარული პილოტის სწავლების ლიცენზიის მქონე სასწავლო დაწესებულებაში და არა პირიქით - გამოცდების ჩაბარება და შემდეგ თეორიული და პრაქტიკული კურსის გატარება.
29. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
30. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს ,,ს----------ის’’ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, შპს ,,ს----------ის’’ მიერ გ--------–----------ის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას.
31. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს (შპს ,,ს----------მა’’ გ--------–----------ეს დაუფინანსოს მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის საფასური, რომელიც შპს „საქართველოს ს-----–-------------------ში 18 950 ლარს შეადგენს), აღნიშნული მოთხოვნა, პალატის მოსაზრებით, განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: 1. მორიგების აქტით შეთანხმებულ ვადაში დამდგარი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა (2----–-–------------ის ჩათვლით, საქართველოში მოქმედ რომელიმე ორგანიზაციას აღებული უნდა ჰქონდეს მოყვარული პილოტების მომზადების ლიცენზია); 2. 1--------- წლის „მორიგების აქტის“ ხელმოწერიდან 1 წლის განმავლობაში, ე.ი. 2----–-–------------ის ჩათვლით, შპს ,,ს----------ს’’ შესრულებული არ უნდა ჰქონდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულება - გ--------–----------ასათვის მოყვარული პილოტის (Private Pilot) სასწავლო პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსის ღირებულების გადახდა.
32. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,საქართველოს ს-----–-------------------მა’’ მოყვარული პილოტის სასწავლო ლიცენზია მიიღო მხარეთა მიერ მორიგების აქტით განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში, კერძოდ, 2016 წლის სექტემბრის თვეში.
33. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის კუთხით არსებითი მნიშვნელობის არმქონეა გაიგო თუ არა მოპასუხემ (პირმა, ვის მიმართაც წარმოიშობა მოთხოვნის უფლება) პირობის დადგომის შესახებ, სამოქალაქო კოდექსის მოხმობილი ნორმების (სკ-ის 90-ე და 93.1 მუხლები) მიხედვით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ასეთი პირობის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში ობიექტურად დადგომას, იმის მიუხედავად გაიგებს თუ არა აღნიშნულის შესახებ პირი, ვის მიმართაც წარმოიშობა მოთხოვნის უფლება (მოცემულ შემთხვევაში შპს „ს----------ი").
34. ამის მიუხედავად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს----------ი", როგორც ამ სფეროში მოღვაწე კომპანია და ლიცენზიის მიღებით თავადაც დაინტერესებული პირი, ბუნებრივია, ინფორმირებული იქნებოდა შპს „საქართველოს ს-----–-------------------ის“ მიერ 2016 წლის სექტემბერში მოყვარული პილოტების მომზადების ლიცენზიის მიღების შესახებ.
35. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულება („პირობა“) გ--------–----------ასათვის მოყვარული პილოტის (Private Pilot) სასწავლო პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსის ღირებულების დაფინანსების შესახებ ძალადაკარგული არ არის, რადგან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული მოვლენა (საქართველოში მოქმედი რომელიმე ორგანიზაციის მიერ მოყვარული პილოტის (Private Pilot) მომზადების სასწავლო ლიცენზიის აღება) დადგება მხარეთა შეთანხმებითვე განსაზღვრულ ვადაში.
ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93.1 მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა (თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა), როდესაც ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ეს პირობა (შპს ,,საქართველოს ს-----–-------------------ის’’ მიერ მოყვარული პილოტის სასწავლო ლიცენზიის მიღება) დადგა 2----–-–------------ამდე, 2016 წლის სექტემბერში.
სწორედ ამ დღიდან (2016 წლის სექტემბერი) მოპასუხე შპს „ს----------ს" შესასრულებელი ჰქონდა მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება (მოყვარული პილოტის (Private Pilot) სასწავლო პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსის ღირებულების გადახდა), რაც მას ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არ შეუსრულებია (სსკ-ის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) .
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება.
36. პალატა განმარტავს, რომ პირობითი შეიძლება იყოს ნებისმიერი გარიგება, მათ შორის ცალმხრივი და მრავალმხრივი გარიგებებიც. პირობითი გარიგების მიმართ გამოიყენება ჩვეულებრივი გარიგებისთვის დადგენილი წესი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი, მისი იურიდიული ბუნებისა და შინაარსის გათვალისწინებით, განეკუთვნება ცალმხრივი ხელშეკრულების კატეგორიას. ცალმხრივობაში კი მოიაზრება ის, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე წარმოადგენს მხოლოდ კრედიტორს, შესაბამისად, იგი აღჭურვილია მხოლოდ უფლებებით, ხოლო მეორე მხარე წარმოადგენს მხოლოდ მოვალეს და მას გააჩნია მხოლოდ მოვალეობები.
37. საპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შპს ,,ს----------ი’’ ვერ გაუწევდა ფინანსურ მხარდაჭერას გ--------–----------ეს მანამ, სანამ თავად ეს უკანასკნელი არ გაივლიდა სათანადო პროცედურებს შესაბამის სასწავლებელში ჩასარიცხად. ამდენად, შპს ,,ს----------ის“ მხრიდან სწავლების დაფინანსება მთლიანად იყო დამოკიდებული გ--------–----------ის ქმედებებზე, რაც მიმართული იქნებოდა კონკრეტულ სასწავლებელში ჩარიცხვის პროცედურებისკენ.
38. პალატა აღნიშნავს, რომ გ--------–----------ის ზემოხსენებულ „ვალდებულებებზე" მორიგების აქტში საუბარი არ არის და ასეთი არც ამ ხელშეკრულების, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, განმარტებით იკვეთება.
პალატა კვლავ აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მოწმობის გაცემაზე უარი განპირობებული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ შპს ,,ს----------ის’’ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მიერ სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი პილოტ- კურსანტების, მათ შორის, გ--------–----------ის, სასწავლო პროცესში ჩართულობისა (თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული მომზადების ჩანაწერები) და ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთები. მორიგების აქტით კი შპს ,,ს----------ი’’ ვალდებული იყო ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 წლის განმავლობაში, ე.ი. 2----–-–------------ის ჩათვლით, მისივე ხარჯით (გ--------–----------ისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე) განეხორციელებინა გ--------–----------ის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის (Private Pilot) მოწმობის მიღებაში. მხარდაჭერაში კი მოიაზრებოდა გ--------–----------ის გადამზადება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში. სწავლების დაფინანსება კი, რაც უნდა მომხდარიყო შპს ,,ს----------ის“ მხრიდან, წარმოადგენდა ერთ-ერთ აუცილებელ პირობას პროგრამის გასავლელად.
39. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტება თანხვედრაში არ არის მორიგების აქტის მე-6 პუნქტთან, რომლითაც მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაივლიდა ისე, რომ საქართველოში ვერც შპს ,,ს----------ი’’ და ვერც სხვა ორგანიზაცია ვერ მიიღებდა მოყვარული პილოტის (Private Pilot) მომზადების ლიცენზიას, შპს ,,ს----------ი’’ გ--------–----------ეს გადაუხდიდა კომპენსაციას. ამდენად, მოპასუხე ყველა შემთხვევაში იღებდა ვალდებულებას მოსარჩელისთვის ხარჯების ანაზღაურებაზე იმის მიუხედავად, მოსარჩელე გააგრძელებდა თუ არა სწავლას შესაბამის დაწესებულებაში მოყვარული პილოტის (Private Pilot) მოწმობის მიღების მიზნით.
40. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
41. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
42. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
43. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
44. დადგენილია, რომ შპს „საქართველოს ს-----–-------------------ში“ მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის საფასური შეადგენს 18 950 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით („მორიგების აქტი“) ნაკისრი ჰქონდა მოპასუხეს; ამდენად, სწორედ ამ ოდენობის თანხის გადახდა უნდა დაეკისროს შპს ,,ს----------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ.
45. სასარჩელო განცხადებით, გ. ც----------ე ასევე მოითხოვდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე მხარისთვის ხარჯების (სწავლის საფასური, მგზავრობის ხარჯები, სამედიცინო სერთიფიკატისა და მოყვარული პილოტის ლიცენზიის აღების ხარჯები) ანაზღაურების დაკისრებას, ასევე, იმ ხარჯებს, რაც შესაძლოა მომავალში გასწიოს გ--------–----------ემ.
46. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ მორიგების აქტში გამოვლენილ ნებას და მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული ხარჯების ანაზღაურება მოპასუხეს არ უკისრია, იგი სცილდება მორიგების აქტით შეთანხმებულ პირობებს და მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს მორიგების აქტის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, შპს ,,ს----------ის’’ მხარდაჭერა ვრცელდება გ--------–----------ის გადამზადებაში მხოლოდ თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში მოპასუხის ხარჯით. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
47. სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ასევე მოითხოვდა მოპასუხისათვის ძირი თანხის წლიური 9.8%-ის - 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებას.
48. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
49. მოცემულ სამართალურთიერთობაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა მოპასუხისგან დაფინანსების მიღება მოყვარული პილოტის მოწმობის აღების მიზნით, თეორიული და პრაქტიკული კურსის გასავლელად. შესაბამისად, არ არსებობს ვარაუდის არანაირი საფუძველი, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან მიღებულ თანხას არამიზნობრივად გამოიყენებდა და მას საბანკო ანაბარზე განათავსებდა. ამდენად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საწავლების საფასურის - 18 950 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
51. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 18 950.00 ლარის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს ,,ს----------ს’’ გ--------–----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟების ნაწილის, ჯამში - 1 326.50 ლარის ანაზღაურება, ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, ჯამში - 1 516.00 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 42-43-ე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მინდობილობა, სალაროს შემოსავლის ორდერი) დასტურდება გ. ც----------ის მიერ წარმომადგენლისათვის (შპს ,,ნ-----–---–--------------------------’’) 2000 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურების გადახდის ფაქტი), დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ გ--------–----------ეს შპს ,,ს----------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, ჯამში - 286.80 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 72-77-ე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, საგადასახადო დავალება) დასტურდება შპს ,,ს----------ის’’ მიერ წარმომადგენლისათვის (ნ---------------–-–---–ი) 1000 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურების გადახდის ფაქტი) დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პროპორციულად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------–----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება 18 950.00 ლარის დაკისრებაზე უარის თქმისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1 000.00 ლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტები) და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ--------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ,,ს----------ს’’ გ--------–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 18 950.00 ლარის გადახდა;
5. შპს ,,ს----------ს’’ გ--------–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟების ნაწილის, ჯამში - 1 326.50 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1 516.00 ლარის ანაზღაურება;
6. გ--------–----------ეს შპს ,,ს----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 286.80 ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გ. გიორგიშვილი
მოსამართლეები ნ. გუჯაბიძე
ვ. წიკლაური