1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია 1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. 3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4008)
- საქმე №ას-1515-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
…(შემდეგში: არასრულწლოვანი ბავშვი). მოპასუხის შვილები დ.ლ–ისა და ც.ლ–ის შვილიშვილები და ა.ლ–ისა და ნ.ლ–ის ძმისშვილებია. 3. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 172.1, 312-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე და მიიჩნია, რომ თავის დროზე, მოპასუხე სადავო ფართს მესაკუთრეთა თანხმობით დაეუფლა ა.ლ–თან ოჯახური თანაცხოვრების საფუძველზე.…
- საქმე №ას-1375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა და უპირატესობა საჯარო რეესტრში ასახულ მონაცემებს უნდა მიენიჭოს (სსკ-ის 311-ე და 312-ე მუხლები) (იხ. სუსგ საქმე Nას-365-2021, 20 აპრილი, 2022 წელი). შესაბამისად, თანასაკუთრებით სარგებლობის წესი არ ცვლის საკუთრების რეჟიმს ამ ნივთზე. 30. სსკ-ის 312.1…
- საქმე №ას-614-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი არ არის დავის საგნის ფარგლებს გასცდეს და შეაფასოს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერება, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და სიზუსტის პრეზუმფცია დაცულია სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით, რაც საქმის განხილვის დროისათვის კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ არის გამხდარი. 24. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა…
- საქმე №ას-1230-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება…
- საქმე №ას-803-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურეს მართლზომიერი ფლობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით ( სსკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორების უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. 24. განსახილველ შემთხვევაში, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების…
- საქმე №ას-690-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
- საქმე №ას-240-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №ას-1435-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №ას-1541-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №ას-1180-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1423-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2026
- საქმე №ას-1387-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2026
- საქმე №ას-1420-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2026
- საქმე №ას-1500-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2026
- საქმე №ას-1374-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2025
- საქმე №ას-1297-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
- საქმე №ას-1258-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-612-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-1447-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-608-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-1365-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-1093-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-834-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-151-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-1110-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-903-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №ას-1217-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2025
- საქმე №ას-1063-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-42-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-508-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-1006-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ბს-743(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ას-268-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.10.2025
- საქმე №ას-790-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №ას-909-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-553-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-1042-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-1055-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ას-1002-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 4008-დან.