ბრძანება N 24531

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2024
№ დოკუმენტი 24531
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24531

20 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(იურ. მის.: ----------)

(ფაქტ. მის: ----------)

2024 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №92741/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 2 ნოემბრის N249-1964 საგადასახადო მოთხოვნას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემული დარიცხვა წარმოადგენს მიუღებელს, ვინაიდან იგი გაზრდის იმ მიმდინარე თანხას, რომელზედაც მიმდინარეობს სასამართლო დავა. ამბობს, რომ თანამესაკუთრეები არ აძლევენ უფლებას განკარგოს აღნიშნული მიწა. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) გპაბ-ზე ---------- მუნიციპალიტეტის ---------- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მრავალწლიანი ნარგავები) მიწის ნაკვეთის (ს.კ. ---------- ფართობი: 583777 კვ.მ (ნაკვეთის წინა ნომერი: ----------)) კუთვნილ წილზე 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 2015-2024 წლების საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია პროგრამულად ავტომატურ (STS) რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით, 1673 (19.45(58.3777/3)*86) ლარის ოდენობით თითოეულ წელზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ---------- მუნიციპალიტეტის ---------- მდებარე სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ.---------- ფართობი: 583777 კვ.მ (ნაკვეთის წინა ნომერი: ----------)) ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) მიღებული აქვს თანასაკუთრებაში (1/3 წილი) მემკვიდრეობით, თანახმად სამკვიდრო მოწმობისა ---------- დამოწმების თარიღი: 22.11.2011 წ. ნოტარიუსი ----------. ი/მ „----------“ (პ.ნ. ----------) მამკვიდრებელზე (----------) ---------- მუნიციპალიტეტის ---------- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მრავალწლიანი ნარგავები) მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ---------- ფართობი: 583777 კვ.მ. (ნაკვეთის წინა ნომერი: ----------); საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N232 დამოწმების თარიღი: 28.02.2008 წ.

ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) 02.11.2024 წლის N249-1964 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 07.11.2024 წელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ---------- მუნიციპალიტეტის ---------- მდებარე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების (მრავალწლიანი ნარგავები) მიწის ნაკვეთს (ს.კ ---------- ფართობი: 583777.00 კვ.მ (ნაკვეთის წინა ნომერი: ----------)) 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით თანასაკუთრებაში ფლობდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 6626.46 ლარი, ჯარიმა 400 ლარი, საურავი 1838.36 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:

ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემული დარიცხვა წარმოადგენს მიუღებელს, ვინაიდან იგი გაზრდის იმ მიმდინარე თანხას, რომელზედაც მიმდინარეობს სასამართლო დავა. ამბობს, რომ თანამესაკუთრეები არ აძლევენ უფლებას განკარგოს აღნიშნული მიწა. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანის გპაბ-ზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მრავალწლიანი ნარგავები) მიწის ნაკვეთის ფართობი: 583777 კვ.მ კუთვნილ წილზე 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 2015-2024 წლების საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია პროგრამულად ავტომატურ (STS) რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, 1673 (19.45(58.3777/3)*86) ლარის ოდენობით თითოეულ წელზე.

მომჩივანს საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 07.11.2024 წელს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 205.