მუხლი 322. სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილობა
1. პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების მიმართ, რომელიც იდება მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მშობლების სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას, ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არც ამ შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გააჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს მამკვიდრებლის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ხელშეკრულების…
საქმე №ას-236-497-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2008
…მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში არც ასეთ ვითარებას აქვს ადგილი. ნ. რ.-ის მიერ დადებული გარიგება უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლის საფუძველზეც, რომლის თანახმად, ბათილად მიიჩნევა პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებულ ხელშეკრულება. საქმეში…
საქმე №ბს-140-318-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2004
…სადგომზე უფლებადაკარგულად პირის ცნობა სასამართლო წესით უნდა მომხდარიყო, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა არასწორად მიიჩნევს ამ საკითხთან მიმართებაში 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-300 და 322-ე მუხლების გამოყენებას, ვინაიდან ეს მუხლები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984წ. 28 მაისის ბრძანებულებით ძალადაკარგულად იქნა ჩათვლილი და 1992 წელს…
…რომ მათ აღნიშნული შეთანხმებით დათმეს ის წილიც, რაც შესაძლოა მომავალში მიეღოთ, როგორც ლ------ ა--------–---–-- მემკვიდრეებს. 10.02.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის ცოცხალი იყო ლ------ ა--------–---–-. სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლი ადგენს სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილობის პირობას. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ლ------ ა--------–---–--…
…რედაქცია), უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა. ასევე, არ ყოფილა განსაზღვრული შეთანხმების საგანი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ა.შ. სასამართლომ არც სკ-ს 322-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება გაითვალისწინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ხელწერილი ბათილ გარიგებას წარმოადგენს და არ წარმოშობს…
მუხლი 39. სამკვიდროს დაცვა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ