გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
421210018002625083
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210018002625083

N2/185-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2019 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - ნა--- ზუ----–--ლი;

მოპასუხე -- გი------ ზუ----–--ლი;

დავის საგანი:სამკვიდრო ქონების გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოსარჩელე ითხოვს, გამოთხოვილი იქნას და მოსარჩელეს გადაეცეს მოპასუხისგან 2017 წლის 21 დეკემბერს გარდაცვლილი მამის უშ---- ზუ----–--ლის დანაშთი ქონება - ფულადი თანხა 1385 ლარი, რომელიც მისმა ძმამ მოპასუხე გი------ ზუ----–--ლმა მისი თანხმობის გარეშე, სამკვიდროს გახსნის შემდეგ, გაიტანა მამკვიდრებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშიდან და მიითვისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ, ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში 2017 წლის 13 ივნისს, სანოტარო წესით, უარი თქვა მამის დანაშთ ქონებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა.

3.1.2.მოსარჩელის და მოპასუხის მამა უშ---- ზუ----–--ლი გარდაიცვალა 2017 წლის 21 დეკემბერს.

 

3.1.3.მოსარჩელე არის მამკვიდრებლის უშ---- ზუ----–--ლის შვილი;

 

3.1.4.უშ---- ზუ----–--ლის დანაშთი ქონება ფულადი თანხა, რომელიც განთავსებული იყო ლიბერთი ბანკში, მისსავე ანგარიშზე, გაიტანა გი------ ზუ----–--ლმა.

 

მტკიცებულებები, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა: 1. ნა--- ზუ----–--ლის დაბადების მოწმობა; 2. უშ---- ზუ----–--ლის გარდაცვალების მოწმობა; 3. ამონაწერი უშ---- ზუ----–--ლის ლიბერთი ბანკში არსებული ანგარიშიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე ნა--- ზუ----–--ლმა 2017 წლის 13 ივნისს, სანოტარო წესით გამოხატა ნება და უარი თქვა მოპასუხე გი------ ზუ----–--ლის სასარგებლოდ მშობლების ქონებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნა--- ზუ----–--ლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 322-ე, 1446-ე,1451-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლის 1-ლი და 2-ე ნაწილების თანახმად: პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ.

ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების მიმართ, რომელიც იდება მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ უარყოფენ მოსარჩელე და მოპასუხე არიან და-ძმა და შესაბამისად მამკვიდრებლის უშ---- ზუ----–--ლის პირველი რიგის, კანონისმიერი მემკვიდრეები. ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელე ნა--- ზუ----–--ლმა 2017 წლის 13 ივნისს სანოტარო წესით გამოხატა ნება და უარი თქვა მშობლების დანაშთ ქონებაზე, მოპასუხის გი------ ზუ----–--ლის სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1446 -ე მუხლი1- ლის ნაწილის თანახმად მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.

კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე მოსარჩელე ნა--- ზუ----–--ლის მიერ მამის სამკვიდროზე უარი ძალაშია და მისი მოთხოვნა სამკვიდროს მოპასუხისაგან გამოთხოვის თაობაზე არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განცხადებას, რომ მან სანოტარო წესით უარი თქვა ზეწოლით, ასეთი ფაქტის რაიმე დამადასტურებელი მას არ წარმოუდგენია და სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1451-ე მუხლის თამახმად - სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

სამკვიდროს გახსნა მოხდა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 2017 წლის 21 დეკემბერს და ამ მომენტიდან მოსარჩელემ დაკარგა უფლება მამის სამკვირო ქონებზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რომელიც უნდა დარჩეს ხაზინაში, რადგან მას უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფა არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248-59249-ე, 257-ე, 259-ე, 2591 -ე264-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე ნა--- ზუ----–--ლის სარჩელი მოპასუხე გი------ ზუ----–--ლის მიმართ სამკვიდრო ქონების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე