სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
თავი მეთერთმეტე
სამკვიდროს გაყო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 1451-ე მუხლი · სკ 1451
სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
თავი მეთერთმეტე
სამკვიდროს გაყო
ამასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ (მამკვიდრებლის პირველი რიგის ერთადერთმა მემკვიდრემ) კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ითვლება, რომ მან მიიღო სამკვიდრო სამკვიდროს გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1424-ე და 1451-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში,.........., სართული 8, ბინა N122-ის (ს/კ N.........), ½ წილი.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 128-ე, 129-ე, 1450-ე, 1421-ე, 1451-ე, 1500-ე მუხლებით იხელმძღვანელა. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ს–ის, ლ.ს–ის, მ.ს–ისა და ე.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან ( სკ-ის 1451-ე მუხლი), თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევის იმ საკანონმდებლო გამონაკლისის კერძო შემთხვევას, როდესაც მესაკუთრეს, როგორც მემკვიდრეს, შეიძლება, ჩამოერთვას საკუთრება.

…პალატა წინამდებარე განჩინების 14.4 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ხოლო, 1451 მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და განმარტავს, რომ სამემკვიდრეო სამართალი სპეციფიკურობით გამოირჩევა და ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, სამკვიდროს მიღების და, მეორე მხრივ, მასზე საკუთების უფლების წარმოშობის მომენტს.
…წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, დროებით შენახვის შემთხვევაში დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1451-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1451, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1451/