მუხლი 1448. უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით
1. სამკვიდროზე უარის თქმის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
2. თუ მემკვიდრე გარდაიცვლება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე, მაშინ ეს ვადა არ დასრულდება იმ დროის გასვლამდე, რაც დარჩა მემკვიდრის შემდეგ.
3. გარდაცვლილი მემკვიდრის რამდენიმე მემკვიდრიდან თითოეულს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მის სამკვიდრო წილზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ას-1657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
…და მესამე მოპასუხის მიმართ არანაირი ქმედება არ განუხორციელებია. მოსარჩელემ მათ მიმართ სარჩელი აღძრა მოთხოვნის დადგომიდან 18 თვისა და 21 დღის გასვლის შემდგომ; 14.8. ამდენად, უტყუარად დადგენილია, რომ კრედიტორმა დაარღვია სსკ-ის 1448.1 და 1488.2 მუხლებით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები. 15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა…
მუხლი 33. მემკვიდრეობის უფლება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ