სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 - სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.3
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 1444-ე მუხლი · სკ 1444
სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 - სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.3
სააპელაციო პალატის მითითებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1444-ე მუხლით დადგენილია სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე. სსკ-ის 1444-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, უწინარესად, ყურადღება უნდა…
სასამართლომ სსკ-ის 1399-ე მუხლის საფუძველზე პირველი განმცხადებლის სახელზე 2001 წლის 5 მაისს გაცემულ ანდერძს იურიდიული ძალა არ მიანიჭა და სსკ-ის 1343-ე და 1444-ე მუხლებზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 4.3 ქვეპუნქტში) დაყრდნობით თ.ვ–ვის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სცნო.
…არამედ - პასივებსაც (ვალდებულებებსაც) გულისხმობს, შესაძლოა არც კი მიიღოს მემკვიდრემ, საიდანაც, ბუნებრივია გამონაკლისია სახელმწიფო, რომელზედაც უმკვიდრო ქონება გადადის და მის მიღებაზე სახელმწიფო უარს ვერ იტყვის (სსკ-ის 1343-ე, 1444-ე მუხლები; იხ. სუსგ N ას-650-616-2015, 26.07.2017წ.). 25. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმის მასალებში მოთავსებულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ.
სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 1444-ე მუხლით დადგენილია სათანადო წინაპირობების არსებობისას სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა უმკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებით.
კერძო საჩივრის პრეტენზიებთან დაკავშირებით მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის სტატუსისა და შესაძლო მემკვიდრეთა წრის არასაკმარისად გამოკვლევის გამო, სადავო ქონების უმკვიდროობის დაუსაბუთებლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1444-ე მუხლით დადგენილია სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე „სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა“;
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1444, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1444/