თუ მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, მას შეუძლია მიუთითოს თითოეულის წილზე. ასეთი მითითების არარსებობისას მისი წილი თანაბრად განაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც უარი იყო ნათქვამი სამკვიდროს მიღებაზ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1442. უარი რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-817-1104-09
…ანდერძის გადაცემის გზით, რადგან, მოსარჩელისავე განმარტებით, ანდერძის არსებობის შესახებ მან შეიტყო 2005 წლის ოქტომბერში. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, 1442-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა…
- საქმე №3კ/615-03
…გაარკვია თ. ზ-ის კუთვნილი 1/2 წილი ვის მიაკუთვნა; თ. ზ-ის მეორე რიგის მემკვიდრე მ. ზ-მა სააპელაციო პალატის სხდომაზე უარი განაცხადა კუთვნილი სამკვიდრო ქონების მიღებაზე მხარეთა სასარგებლოდ, ამ დროს სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1442-ე მუხლი, მაგრამ არ გამოიყენა ეს ნ. და თ. ზ-ის კუთვნილი წილის თაობაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდრო როგორც უძრავი, ისე…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე
- მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია
- მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები
- მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა
- მუხლი 1439. უარი სხვა პირთა სასარგებლოდ
- მუხლი 1440. წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას
- მუხლი 1445. უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის შემდეგ
- მუხლი 1446. სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა
- მუხლი 1448. უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით
- მუხლი 1453. სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა მოანდერძის მიერ
- მუხლი 1455. საჩუქრის ჩათვლა მემკვიდრის წილში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1442, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1442/