სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-31-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2024
…არსებულ 31.01.2018 წელს გარდაცვლილი მეორე მოპასუხის პირველი რიგის მემკვიდრეების - მეუღლისა და შვილების, სანოტარო წესით დამოწმებულ 30.04.2018 წლის განცხადებებზე სამკვიდროს მიღებაზე უარის შესახებ (ტ.2, ს.ფ.169-174) და მიუთითებს სსკ-ის 1446-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.
საქმე №ას-696-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2023
სამემკვიდრეო სამართალი ერთმანეთისაგან მიჯნავს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, რაც შეუქცევადია ( სსკ-ის 1446-ე მუხლი) და სამკვიდროს მიღებისაგან თავის არიდებას (იხ. სუსგ-ები: N ას- 650-616-2015, 26.07.2017წ;
საქმე №ას-356-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
56-57), სსკ-ის 1446.1 მუხლის თანახმად კი, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. ამდენად, მას შემდეგ, რაც კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ მემკვიდრე სანოტარო ორგანოში განცხადებას შეიტანს, მას ამ გადაწყვეტილების შეცვლა აღარ შეუძლია.
საქმე №ას-914-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
1-ე და 1446-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით, გამორიცხავს პირველი მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ არ შეაფასა ვითარება სსკ-ის 1446-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლითაც დადგენილია: თუ მემკვიდრე ქმედუუნაროა, შეზღუდულქმედუნარიანია ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 20. [შეუქცევადობა]— რომის კონვენცია 1961 - საერთაშორისო კონვენცია, შემსრულებლის, ფონოგრამების დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების – უფლებათა დაცვის შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1446, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1446/