განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.06.2019
საქმის ნომერი
330210116001275411
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001275411

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6603-18 10 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ალანია

მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - იზ---–-------------–-ძე, ზვ-------------ძე, კა-----------ძე

 

წარმომადგენელი - არ---–-------–-ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - თა-–----------–ია

 

თარჯიმანი - იუ----–-------ლი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე თა-–----------–იამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მოპასუხე იზ---–-------------–-ძესა და ჟუ-–-------------ძესთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი თანხის სულ - 13 700 აშშ დოლარისა და 6842 ლარის დაკისრება ასევე, 2016 წლის 22 იანვარს იზ---–-------------–-ძესა და ზვ-------------ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 2--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და იზ---–-------------–-ძეს და კა-----------ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 0--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში იზ---–-------------–-ძის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ 10 000 აშშ დოლარის ნაწილში, ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე იზ---–-------------–-ძეს მოსარჩელე თა-–----------–იას სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარისა და 6842 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი იზ---–-------------–-ძეს, ზვ-------------ძესა და კა-----------ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დამოწმების თარიღი 0--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ------------–-------------------------–-------------------------–----------------------------------------------------------------------) მოპასუხე იზ---–-------------–-ძის სახელზე აღირიცხა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება იზ---–-------------–-ძემ, ზვ-------------ძემ და კა-----------ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 6842 ლარის დაკისრების ნაწილში, გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. მოსარჩელე თა-–----------–იასა და მოპასუხე იზ---–-------------–-ძეს შორის 2005 წლიდან სესხის ზეპირი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა (მხარეთა ახსნა-განმარტება, სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

6. 2013 წლის 18 ოქტომბერს იზ---–-------------–-ძემ და ჟუ-–-------------ძემ თა-–----------–იას მიმართ არსებული ვალი 10000 აშშ დოლარის ოდენობით აღიარეს და ვალის გადახდის დაწყება 2016 წლიდან ივალდებულეს (ს.ფ. 18).

 

7. ჟუ-–-------------ძე, მოპასუხეების იზ---–-------------–-ძის მეუღლე და ზვ-------------ძის მამა, 2015 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა (ს.ფ. 100).

 

8. ჟუ-–-------------ძის შვილმა, ზვ-------------ძემ, გარდაცვლილი მამის - ჟუ-–-------------ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღებაზე, დედის - იზ---–-------------–-ძის სასარგებლოდ უარი განაცხადა (ს.ფ. 96-99).

 

9. იზ---–-------------–-ძემ, როგორც გარდაცვლილი ჟუ-–-------------ძის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლე), სამკვიდრო ქონება საკუთრებაში სრულად მიიღო (ს.ფ. 96-99).

 

10. უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ------------–-------------------------–-------------------------–-----------------------------------------------------------------------) 2016 წლის 20 იანვარს იზ---–-------------–-ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა და 2016 წლის 10 თებერვლამდე მის სახელზე იყო რეგისტრირებული (ს.ფ. 21-22, 158-160).

 

11. 2016 წლის 22 იანვრისა და 2016 წლის 9 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, იზ---–-------------–-ძემ შვილს - ზვ-------------ძეს და შვილიშვილს - კა-----------ძეს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ------------–-------------------------–----------------------------------------------------------------) აჩუქა (ს.ფ. 23-24, 172-173).

 

12. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ------------–-------------------------–--------------------------–----------------------------------------------------------------------) 2016 წლის 28 მარტიდან 2016 წლის 19 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იყო იზ---–-------------–-ძის საკუთრების უფლება (ს.ფ. 158-160).

 

13. მოპასუხე იზ---–-------------–-ძე გარდაცვლილი ჟუ-–------------ძის საპროცესო უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი (ს.ფ.274).

 

14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე იზ---–-------------–-ძეს მოსარჩელე თა-–----------–იას სასარგებლოდ 5189 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხისგან 13 700 აშშ დოლარისა და 6842 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ 10 000 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი ცნო, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა გახდა, ამ ნაწილში თანხის დაკისრება სააპელაციო საჩივრით აპელანტს სადავოდ არ გაუხდია და შედავება მხოლოდ 6842 ლარის დაკისრების ნაწილში განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს იზ---–-------------–-ძისთვის ხსენებული თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების დადგენა წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინება საქმეზე №ას-1245-1168-2015). ნიშანდობლივია, რომ წერილობითი ფორმით დადებული და მხარეების მიერ ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში რა თქმა უნდა, ხელშეკრულების დადების ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეთანხმება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე და შესაბამისად, გამსესხებლის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს, თუმცა სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ სესხის შეთანხმების არსებობისა და სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოება შესაძლებელია სხვა სახის მტკიცებულებებით ამტკიცოს, მაგალითად მოწმეთა ჩვენებებით, გადარიცხვის ქვითრებით, მსესხებლის მიერ დაწერილი ხელწერილით და ასე შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული 2013 წლის 12 ივლისის ხელწერილი სწორედ იმგვარი ტიპის მტკიცებულებებს განეკუთვნება, რომლის საშუალებითაც ზეპირი სესხის ხელშეკრულების ფაქტის დადგენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ხსენებული ხელწერილის იურიდიულ კვალიფიცირებას, პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე და განმარტავს, რომ იგი ვალის აღიარების ხელშეკრულებაა. ვალის აღიარება შეიძლება იყოს კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (კაუზალური). ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, შესაგებელი ძველი გარიგების ბათილობის საფუძვლით სამართალურთიერთობის არარსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს. კონსტიტუციურ ვალის აღიარებათა თავისებურებას განეკუთვნება ასევე ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი სწორედ კონსტიტუციური ხასიათის ვალდებულების აღიარებას აწესრიგებს.

 

საქმის მასალებში არსებული 2013 წლის 12 ივლისის ხელწერილი სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური ვალის აღიარება არ არის, ვინაიდან მასში ასახული არ არის იზ---–-------------–-ძის მკაფიო ნება ვალდებულების შესრულების თაობაზე. ხელწერილის დასასრულს იზ---–-------------–-ძე მიუთითებს, რომ 5 100 აშშ დოლარის გადახდის საკითხი მხარეთა შორის ჯერ კიდევ გასარკვევია, რის შემდეგაც მთელ თანხას 1 800 აშშ დოლარი გამოაკლდება და მხოლოდ დარჩენილი თანხა იქნება მისი გადასახდელი. ასევე, დოკუმენტს მხოლოდ მოვალე - იზ---–-------------–-ძე აწერს ხელს.

 

თუმცა, არსებობს ვალის აღიარების კიდევ ერთი ფორმა, ე.წ. ვალის დეკლარაციული აღიარება. იგი ახალ გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. დეკლარაციული ვალის აღიარება არ არის ახალი გარიგება, მას არ სჭირდება სპეციალური ფორმის დაცვა, იგი გარიგების ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვალის კონსტიტუციური აღიარება არის მტკიცებულება არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის თაობაზე. საქმეში არსებული ხელწერილი, სწორედ ვალის აღიარებაა, თუმცა, არა კონსტიტუციური, დამდგენი, არამედ დეკლარაციული, კაუზალური. შესაბამისად, იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში არ ექცევა, თუმცა, წარმოადგენს მტკიცებულებას შესრულებულ და შეუსრულებელ ვალდებულებათა არსებობის თაობაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-344-329-2016).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის 12 ივლისით დათარიღებული ხელწერილი დავის განხილვის მიზნებისთვის ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან ბანკიდან სესხად აღებული თანხის დაბრუნებას მოითხოვდა, რაც მისი გამოთვლით 6 842 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ გარემოებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ხელწერილის პირველ პუნქტში მკაფიოდაა მითითებული, რომ საბანკო დაწესებულებიდან სესხის სახით 6842 ლარი იქნა აღებული, საიდანაც მოვალე იზ---–-------------–-ძემ 1653 ლარი გადაიხადა, ვალად კი 5 189 ლარი აღიარა. საბანკო დაწესებულებიდან სწორედ ამ ოდენობის თანხის გამოტანას ადასტურებს 2012 წლის 17 სექტემბერს შედგენილი მოწმის (იზ---–-------------–-ძის) დაკითხვის ოქმი და 2012 წლის 18 ივლისს შედგენილი მოწმის (თა-–----------–იას) დაკითხვის ოქმიც (ს.ფ. 177-194, 18-19). საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ გაქარწყლებულა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მსესხებელმა სესხად არსებული 6 842 ლარიდან 1 653 ლარი გადაიხადა, მეტიც, ვალის აღიარების შესახებ წერილი მტკიცებულების სახით სწორედ მოსარჩელემ წარადგინა და სააპელაციო სასამართლოში გამართულ საქმის ზეპირ განხილვაზეც დაეთანხმა აპელანტის მითითებას მასზედ, რომ სესხად აღებული 6842 ლარიდან იზ---–-------------–-ძემ 1653 ლარი გადაიხადა, რაც ქმნის გონივრულ ვარაუდს, რომ იგი წერილში მოყვანილ ფაქტებს ეთანხმება. რაც შეეხება ამავე დოკუმენტში ეროვნულ ვალუტაში (ლარში) ვალად აღიარებულ სხვა თანხებს, ისინი საბანკო დაწესებულებიდან სესხის სახით აღებულ თანხას თანხებს არ წარმოადგენს და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნიდან არ გამომდინარეობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხე იზ---–-------------–-ძეს მოსარჩელე თა-–----------–იას სასარგებლოდ 5 189 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2016 წლის 22 იანვარს იზ---–-------------–-ძეს, ზვ-------------ძესა და კა-----------ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებათა რიგს მიეკუთვნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კომპლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-921-861-2017).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ახლო ნათესავებს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებებთან მიმართებით, რომლის ობიექტს უძრავი ქონება წარმოადგენს, კერძოდ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განჩინება საქმეზე № ას-820-786-2016).

 

პალატა მიუთითებს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება 2016 წლის 22 იანვარს იზ---–-------------–-ძეს, კა-----------ძესა (წარმომადგენელი თე-----------------ძე) და ზვ-------------ძეს შორის დაიდო, რომელთაც ერთმანეთთან ახლო ნათესაური კავშირი გააჩნიათ კერძოდ, მხარეთა ახნა-განმარტების თანახმად, იზ---–-------------–-ძე ზვ-------------ძის დედა, ხოლო კა-----------ძის ბებიაა. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ ვალდებულება სასამართლოს წინაშე სადავო ხელშეკრულების კანონშესაბამისობა ემტკიცებინათ. როგორც პირველი ასევე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეები (აპელანტები) მიუთითებდნენ, რომ გარდაცვლილი მამის - ჟუ-–-------------ძის სამკვიდროს მიღების დროს, ზვ-------------ძემ საკუთარი წილი დედას დაუთმო, რის გამოც იზ---–-------------–-ძემ 2015 წლის 08 სექტემბერს ჟუ-–-------------ძის დანაშთი ქონება სრულად მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ ზვ-------------ძეს ეცოდინებოდა დედის ვადამოსული ვალდებულების შესახებ თავის წილს არ დათმობდა. სააპელაციო პალატა, ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მას, სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე უარის თქმას საფუძვლად ვერ დაუდებს, აღნიშნული დასკვნა კი, შემდეგ დასაბუთებას ემყარება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1435-ე, 1446-ე მუხლების თანახმად, მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზეა დამოკიდებული. დაუშვებელია სამკვიდროს მიღება ან მასზე უარი ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით, ხოლო მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევად ხასიათს ატარებს. ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. ცალსახაა, რომ მემკვიდრეობის მიღება მემკვიდრის ნებაზეა დამოკიდებული მხოლოდ ის გარემოება, რომ ზვ-------------ძემ სამკვიდროდან თავისი წილი დედას დაუთმო შემდგომში დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებად იქნა დადგენილი ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხეები ოჯახის წევრებს (დედა, შვილი, შვილიშვილი) წარმოადგენენ და ერთ ოჯახად, ჯერ ნაქირავებ და შემდეგ სადავო ბინაში ცხოვრობდნენ. ხსენებულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, ვინაიდან სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ქონება ვადამოსული ვალდებულების გადახდისგან თავის აცილების მიზნით გადაეცა. მართალია, აღნიშნული გარემოება, როგორც ფაქტობრივი უსწორობა აპელანტებს სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული ჰქონდათ, თუმცა საპირისპირო ფაქტის დამადასტურებელი ახნა-განმარტების წარდგენა მათ სასამართლოში ვერ შეძლეს, მხოლოდ აპელანტის ზეპირსიტყვიერ განმარტებას კი, სასამართლო, როგორც პროცესის შედეგით დაინტერესებული პირის ახნა-განმარტებას, მხედველობაში ვერ მიიღებს და გადაწყვეტილებას ვერ დააფუძნებს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ როდესაც, სადავოა ახლო ნათესავებს შორის დადებული უძრავი ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი, სასამართლოს ებადება ლეგიტიმური კითხვა მასზედ, თუ რა ობიექტურმა გარემოებებმა გამოიწვია, სადავო უძრავი ქონების შვილსა და შვილიშვილზე გასხვისების საჭიროება მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და დასაჩუქრებულები ისედაც გამჩუქებლის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ. სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 15 მაისს გამართულ ზეპირ სხდომაზე, აპელანტების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბებიის მიერ შვილსა და შვილიშვილზე უძრავი ქონების გაჩუქება ოჯახში არსებულმა უსიამოვნებამ გამოიწვია, რაც მას შემდეგ წარმოიშვა რაც რძალმა შეიტყო, რომ მის მეუღლეს სამკვიდროდან საკუთარი წილი არ მიუღია. სააპელაციო პალატა ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი აპელანტებს აწევთ, ამგვარი ზოგადი და არაწონადი მტკიცებულებების წარდგენა, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც ისინი საქმეში წარდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით გამყარებული არ არის, ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ გაკეთებულ მტკიცებას მასზედ, რომ ქონება იზ---–-------------–-ძემ სწორედ ვადამოსული ფულადი ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად გააჩუქა.

 

პალატის აზრით, მსგავსი კატეგორიის დავებში, გარდა ფაქტობრივი გარემოებების ლოგიკური ბმისა, ასევე მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიის შეფასება. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება, რომ სამკვიდრო მოწმობა იზ---–-------------–-ძის სახელზე 2015 წლის 08 სექტემბერს გაიცა. ამ დროისთვის იზ---–-------------–-ძემ უკვე იცოდა, რომ მოსარჩელეს მასთან ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე პრეტენზიები გააჩნდა, რასაც საქმის მასალებში არსებული, 2013 წლის 12 ივლისითა და 2013 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული ვალის აღიარების წერილები ადასტურებს, რომლებიც თავად მის მიერაა ხელმოწერილი. იმ შემთხვევაშიც, კი თუ სასამართლო გაიზიარებდა ზვ-------------ძის მსჯელობას მასზედ, რომ მან არ იცოდა დედამისის ვალების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამკვიდროს წილზე უარს არ იტყოდა, აღნიშნული დავის გადაწყვეტის შედეგზე გავლენას მაინც ვერ იქონიებდა, ვინაიდან გარიგების ბათილად ცნობის მიზნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის დრო და გარემოებები, როდესაც მოვალე იზ---–-------------–-ძემ სადავო ქონების გაჩუქება გადაწყვიტა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ჩუქების ხელშეკრულება 2016 წლის 22 იანვრითაა დათარიღებული ანუ მის მიერ ვალის აღიარების შესახებ ხელწერილის შედგენიდან სამი წლის შემდეგ, ამ პერიოდში მან იცოდა, რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვალად აღიარებული თანხა გამსესხებლისთვის, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაბრუნებული არ ჰქონდა. ზემოაღნიშნულთან მიმართებით ასევე საყურადღებოა, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის დროც რაც 2016 წლის 10 მარტით თარიღდება. ნათელია, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში მოსარჩელემ სარჩელი აღძრა, ყოველივე ზემოაღნიშნული კი, პალატას უქმნის მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოპასუხე ზვ-------------ძე, როგორც თანამოპასუხე იზ---–-------------–-ძესთან ერთად მცხოვრებმა პირმა და ოჯახის წევრმა, იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელე საკუთარი უფლების დასაცავად და სესხად გაცემული თანხის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელის აღძვრას აპირებდა, რამაც სადავო გარიგების გაფორმება გამოიწვია.

 

16. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცხადყოფს, რომ გარიგების დადებას არა ბებიის მიერ შვილსა და შვილიშვილისთვის მადლიერების ნიშნად ქონების ჩუქება, არამედ სამომავლო ვალდებულების თავიდან აცილება ედო მოტივად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ქონების მესაკუთრის მიერ გამოხატული ნება ნამდვილი ნების გამოხატვას არ წარმოადგენდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, გარიგების დადების მოჩვენებითობა, რომელიც რეალური შედეგის დადგომისკენ არ არის მიმართული. ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, ვერ იქნება დაცული გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი უარყოფითი შედეგებისაგან, რომელიც გარიგების ბათილობას უკავშირდება.

 

17. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარიგების მოჩვენებითობა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ შემთხვევაში სწორედ აპელანტების მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მათ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას სასესხო ვალდებულების თავიდან აცილება არ ჰქონდათ განზრახული და გარიგებას არა მოჩვენებითად არამედ ნამდვილი ნების გაფორმების საფუძველზე დებდნენ. სამოქალაქო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის ფარგლებში კი მხარეთა ნამდვილ ნებას მხოლოდ ის გარემოება ვერ დაადასტურებს, რომ ზვ-------------ძე 2013 წელს სამკვიდროს მიღებაზე დედის სასარგებლოდ, უარს არ განაცხადებდა თუ მას იზ---–-------------–-ძის ვალების შესახებ ინფორმაცია ექნებოდა. გარდა იმისა, რომ დავის მონაწილე მხარეთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტება მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს, ასევე იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც და სადავო პერიოდში განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასებიდანაც არ გამომდინარეობს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებმა ვერ დასძლიეს მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რელევანტური და წონადი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით სასამართლოს ვერ შეუქმნეს შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს აპელანტები ნამდვილი ნების საფუძველზე მოქმედებდნენ და მათ სასესხო ვალდებულების შესრულების თავიდან აცილება არ ჰქონდათ განზრახული.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტებმა ვერ გასწიეს. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

 

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ ბაჟის სახით გადახდილი 205,26 ლარი იზ---–-------------–-ძესა და ზვ-------------ძეს უნდა დაეკისროთ. რაც შეეხება აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ ბაჟს, იზ---–-------------–-ძეს, ზვ-------------ძესა და კა-----------ძეს სააპელაციო საჩივარზე, არ---–-------–-ძის მიერ 2018 წლის 11 დეკემბერს, საგადასახადო დავალება N0, ბანკის კოდი TBCBGE22, საიდენტიფიკაციო კოდი 6----------, სახაზინო კოდი TRESGE22 გადახდილი ბაჟის ნაწილიდან - 124 ლარიდან, 103 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეთ, ხოლო, გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. იზ---–-------------–-ძის, ზვ-------------ძისა და კა-----------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. თა-–----------–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოპასუხე იზ---–-------------–-ძეს მოსარჩელე თა-–----------–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 10 000 აშშ დოლარისა და 5189 ლარის გადახდა;

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი იზ---–-------------–-ძეს, ზვ-------------ძესა და კა-----------ძეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დამოწმების თარიღი 0--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ------------–-------------------------–-------------------------–----------------------------------------------------------------------) მოპასუხე იზ---–-------------–-ძის სახელზე აღირიცხოს.

 

6. თა-–----------–იას (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში, 07.03.2016წ. №9493774 საგადახდო დავალებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარიდან (გადამხდელის ბანკი - ს----–---------------- ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) ნაწილი-1411.44 ლარი;

 

7. თა-–----------–იას (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, 29.02.16წ. №9450309 საგადახდო დავალებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (1223.65 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს----–---------------- ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22)) ნაწილი - 725 ლარი;

 

8. მოპასუხე იზ---–-------------–-ძეს მოსარჩელე თა-–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება 205.26 ლარის ოდენობით.

 

9. მოპასუხეებს იზ---–-------------–-ძეს და ზვ-------------ძეს მოსარჩელე თა-–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის ანაზღაურება.

 

10. მოპასუხეებს იზ---–-------------–-ძეს და ზვ-------------ძეს მოსარჩელე თა-–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება.

 

11. მოპასუხეებს იზ---–-------------–-ძეს, ზვ-------------ძეს მოსარჩელეს თა-–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროთ ფოსტის მომსახურებაზე გაღებული ხარჯის - 52.90 ლარის ანაზღაურება;

 

12. იზ---–-------------–-ძეს, ზვ-------------ძესა და კა-----------ძეს სააპელაციო საჩივარზე, არ---–-------–-ძის მიერ 2018 წლის 11 დეკემბერს, საგადასახადო დავალება N0, ბანკის კოდი TBCBGE22, საიდენტიფიკაციო კოდი 6----------, სახაზინო კოდი TRESGE22 გადახდილი ბაჟის ნაწილიდან - 124 ლარიდან, 103 ლარი უკან დაუბრუნდეთ, დანარჩენ ნაწილში აპელანტების მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე