განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210015001109776
საქმე №2ბ/4745-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
I აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარეები) - ბ-----------------, ს---–---------–----- (ი----------------ის უფლებამონაცვლეები)
II აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარეები) - ტა------------------, ჯ----–-------------, ს----–-------–----
წარმომადგენლები - თ----------–--–---–-, დ------------–--------
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.2016 წლის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.2016 წლის გადაწყვეტილებით:
1. ი----------------ის სარჩელი მოპასუხეების ტა------------------ს, ჯ----–-------------სა და ს----–-------–---ას მიმართ უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
2. ტა------------------ს, ჯ----–-------------სა და ს----–-------–---ას სარჩელი მოპასუხე ი----------------ის მიმართ უძრავ ქონებაზე მათი კუთვნილი წილის ნატურით გაყოფის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ი----------------ი და ა----------------- არიან ა---------------ის შვილები და შესაბამისად პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ი----------------ის დაბადების მოწმობა
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013წლის 11აპრილის გადაწყვეტილება;
-2013წლის 29 იანვრის სანოტარო აქტი - ი----------------ის განცხადება;
ა---------------ი გარდაიცვალა 1984 წლის 19 მარტს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
ი----------------ი და ა---------------ები თანაბარწილად ფლობდნენ საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ. რუსთავში, მ------------------------------------–---, #1-ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა-დახასიათება;
2015 წლის 12 მარტის მდგომარეობით, მითითებული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით, თანაბარწილად აღირიცხა ა-----------------სა და ი----------------ის სახელზე; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება და სამკვიდრო მოწმობა #1--------;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი 2015წლის 12მარტის მდგომარეობით;
ა----------------- გარდაიცვალა 2015 წლის 17 მარტს. მისი სამკვიდრო ქონება, მათ შორის კუთვნილი წილი ქ. რუსთავში, მ--------------------, მ-------------–--- #1-ში მდებარე ბინიდან მიიღეს მისმა კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - ტა------------------მ და ჯ----–-------------მ. დღეის მდგომარეობით, ა-----------------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფლობენ და განკარგავენ ტა------------------ და მისი შვილები - ჯ----–------------- და ს----–-------–---ა. ამასთან, ტა------------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია მთლიანი ქონების 1/8 წილი, ჯ----–-------------ს სახელზე - ქონების 1/4 წილი, ხოლო ს----–-------–---ას სახელზე - 1/8 წილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
- 25.09.2015წ. სამკვიდრო მოწმობა #1--------;
- დაზუსტებული სარჩელი.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი 2015წლის 9ოქტომბრის მდგომარეობით.
ი----------------მა თავისი კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. რუსთავი, მ-------------------- მ-------------–--- #1, აჩუქა თავის შვილსა და შვილიშვილს. დღეის მდგომარეობით მითითებული უძრავი ქონების 1/4 წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს---–--------–-----ს სახელზე, ხოლო 1/4 წილი ბ-----------------ს სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი 2015წლის 9ოქტომბრის მდგომარეობით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ი----------------მა 2013 წლის 29 იანვარს უარი განაცხადა მამის - ა---------------ის სამკვიდრო წილზე ძმის -ა-----------------ს სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმამხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მითითებულ სანოტარო აქტზე, კერძოდ, ი----------------ის 2013 წლის 29 იანვრის განცხადებაზე მისი ხელმოწერა არაა, თუმცა აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მითითებული გარემოება არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის სხდომის ოქმითა და 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ი----------------მა უარი განაცხადა მის კუთვნილ წილზე მამის ა---------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ძმის - ა-----------------ს სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ ა----------------მა ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის - ა---------------ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. რუსთავში, მ------------------------------------–--- #1-ში. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013წლის 29იანვრის განცხადება, სანოტარო აქტი#1--------;
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013წლის 11აპრილის გადაწყვეტილება.
შეგებებული სარჩელით ტა------------------, ჯ----–------------- და ს----–-------–---ა ითხოვენ რეალურად გამოეყოთ ა-----------------საგან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. რუსთავში, მ------------------------------------–--- #1-ში (ს/კ 0-----------) 1/2 წილი, მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მოცულობით - შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმამხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მითითებული უძრავი ქონების რეალურად გაყოფის შესაძლებლობა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია #000117816 დასკვნა, რომლის თანახმადაც ქ. რუსთავში, მ------------------------------------–--- #1-ში, შპს "მაპანეტი 7"-ის მიერ 2012 წლის 6 სექტემბერს შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით #0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შენობა #1-ის საერთო ფართი შეადგენს 597,87 კვ.მ. აღნიშნული ფართიდან ტა------------------ს ფაქტობრივად დაკავებული აქვს 178.8 კვ.მ ფართი, რაც 120.13 კვ.მ-ით ნაკლებია 1/2 წილის შესაბამისი ფართისაგან. ქ. რუსთავში, მ------------------------------------–--- #1-ში #0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთიდან, იმ ფართის გამოკლებით, რაზეც შენობანაგებობა #1 განთავსებული, ტა------------------ს ფაქტობრივად დაკავებული აქვს 353 კვ.მ, რაც 388,5 კვ.მ-ითნაკლებია 1/2 წილის შესაბამისი ფართისაგან.
სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ვერ მოხდება საზიარო უფლების გაუქმება და მხარეთა წილების რეალურად გაყოფა, ვინაიდან დასკვნა შედგენილია 2012 წელს შესრულებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე. დასკვნაში არ არის მითითებული ვინ რა ფართს ფლობს მითითებული უძრავი ქონების ან როგორაა შესაძლებელი ქონების რეალურ წილებად გაყოფა.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეები დღეის მდგომარეობით არიან ი----------------ის შვილი და შვილიშვილი - ბ----------------- და ს---–--------–----- - 1/4-1/4 წილის უფლებით და ა-----------------ს მეუღლე - ტა------------------ -1/8 წილის უფლებით და მათი შვილები - ჯ----–------------- - 1/4 წილის უფლებით და ს----–-------–---ა - 1/8 წილის უფლებით, რომელიც მას მიღებული აქვს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ თანამესაკუთრედ აღიარება მოითხოვა მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ წარმოადგენს ა---------------ის პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს) და უფლება აქვს იმ ქონებაზე, რომელიც ცნობა-დახასიათების მიხედვით ირიცხებოდა ა---------------ის სახელზე (უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, მ------------------------------------–--- #1-ში, 1/2 წილი).
მამკვიდრებელი ა---------------ი გარდაიცვალა 1984 წლის 19 მარტს და მას ანდერძი არ შეუდგენია. ა---------------ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილები: ი----------------ი და ა-----------------.
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან/თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. რუსთავი, მ--------------------ს მესამე შესახვევი #1-ში, თანაბარწილად ფლობდნენ მამა-შვილი - ა---------------ი და ი----------------ი. ასევე 2015 წლის 12 მარტის მდგომარეობით, მითითებული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით, თანაბარწილად აღირიცხა ა-----------------სა და ი----------------ის სახელზე; კერძოდ, ი----------------ს მითითებული უძრავი ქონების 1/2 წილი მიღებული აქვს უძრავი ქონების ცნობა-დახასიათების საფუძველზე, ხოლო ა----------------ს - სამკვიდრო მოწმობის #1-------- საფუძველზე. ასევე, ი----------------მა 2013 წლის 29 იანვარს უარი განაცხადა მამის - ა---------------ის სამკვიდრო წილზე ძმის - ა-----------------ს სასარგებლოდ.
სამოქალაქოკოდექსის 1421-ე მუხლი განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების წესს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მა უარი განაცხადა ძმის - ა-----------------ს სასარგებლოდ მის კუთვნილ წილზე, მამის - ა---------------ის სამკვიდრო ქონებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1446-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.
ამდენად, ი----------------მა სამკვიდროზე უარის თქმით დაკარგა მამის - ა---------------ის სამკვიდრო ქონებაზე წილის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს ი----------------ის სარჩელის დაკმყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
ამავე კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლებიდან გამომდინარე, მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამ უფლების მფლობელ პირთა მდგომარეობასა და ინტერესებზე. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას დასაშვებია საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნის (საგნების) ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. ერთგვაროვნებასთან ერთად გაყოფამ საზიარო საგანს არ უნდა დაუკარგოს ის სამომხმარებლო ღირებულება, რაც მას გაყოფამდე გააჩნდა. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატულიღირებულება.
სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს - ტა------------------ს, ჯ----–-------------სა და ს----–-------–---ას არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია, ღირებულების შემცირების გარეშე.
I. ი----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, დაუსაბუთებელია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მან უარი განაცხადა მამის დანაშთ ქონებაზე ძმის სასარგებლოდ, დაკარგა ქონების მემკვიდრეობით მიღებს უფლება, ვინაიდან, 29.01.2013 წლის განცხადება არის ყალბი, მასზე გაკეთებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას. სასამართლომ კი არ მოახდინა აღნიშნული დოკუმენტის გამოთხოვა იუსიტიციის სამინისტროდან და მისი ექსპერტიზაზე გადაგზავნა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ის ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და განკარგავს მას მამის გარდაცვალების შემდეგ.
II. ტა------------------ს, ჯ----–-------------სა და ს----–-------–---ას სააპელაციო საჩივრის
საფუძვლები:
აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მითითებული უძრავი ქონების რეალურად გაყოფის შესაძლებლობა, ასევე, დასკვნაში არ არის მითითებული ვინ რა ფართს ფლობს მითითებული უძრავი ქონების ანროგორაა შესაძლებელი ქონების რეალურ წილებად გაყოფა. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან არსებობს 06.06.2016 წლის N0032443716 დასკვნა, რომლის თანახმადაც მხარეთა შორის ფართის გაყოფა შესაძლებელია. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ვინ რა ფართს ფლობს სადავო უძრავ ქონებაში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი----------------ი და ა----------------- არიან ა---------------ის შვილები და შესაბამისად პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები, ამასთან ა---------------ი გარდაიცვალა 1984 წლის 19 მარტს.
ი----------------ი და ა---------------ები თანაბარწილად ფლობდნენ საცხოვრებელ სახლს, მდებარე ქ. რუსთავში, მ------------------------------------–---, #1-ში.
2015 წლის 12 მარტის მდგომარეობით, მითითებული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით, თანაბარწილად აღირიცხა ა-----------------სა და ი----------------ის სახელზე; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება და სამკვიდრო მოწმობა #1--------;
ა----------------- გარდაიცვალა 2015 წლის 17 მარტს. მისი სამკვიდრო ქონება, მათ შორის კუთვნილი წილი ქ. რუსთავში, მ--------------------, მ-------------–--- #1-ში მდებარე ბინიდან მიიღეს მისმა კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - ტა------------------მ და ჯ----–-------------მ. დღეის მდგომარეობით, ა-----------------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფლობენ და განკარგავენ ტა------------------ და მისი შვილები - ჯ----–------------- და ს----–-------–---ა. ამასთან, ტა------------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია მთლიანი ქონების 1/8 წილი, ჯ----–-------------ს სახელზე - ქონების 1/4 წილი, ხოლო ს----–-------–---ას სახელზე - 1/8 წილი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი----------------მა თავისი კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. რუსთავი, მ-------------------- მ-------------–--- #1, აჩუქა თავის შვილსა და შვილიშვილს, რის საფუძველზეც მითითებული უძრავი ქონების 1/4 წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს---–--------–-----ს სახელზე, ხოლო 1/4 წილი ბ-----------------ს სახელზე.
პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტის - ი----------------ის უფლებამონაცვლეები არიან ბ----------------- და ს---–--------–-----. პალატა ყურადღებას ამახვილების იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.2016 წლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------------მა თავისი კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. რუსთავი, მ-------------------- მ-------------–--- #1, აჩუქა თავის შვილსა და შვილიშვილს, რის საფუძველზეც უძრავი ქონების 1/4 წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს---–--------–-----ს სახელზე, ხოლო 1/4 წილი ბ-----------------ს სახელზე. სააპელაციო პალატამ 13.12.2017 წლის საოქმო განჩინებით დაადგინა, რომ ბ----------------- და ს---–--------–----- წარმოადგენენ ი----------------ის უფლებამონაცვლეებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ მოიაზრება სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის დაცვაც. თანასწორობის პრინციპის თანახმად, სამართალწარმოების თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი უფლების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რაც უპირველესად გულისხმობს პირის შესაძლებლობას, ჰქონდეს საკმარისი დრო და სამართლებრივი შესაძლებლობა, მოიპოვოს და წარადგინოს მის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მოამზადოს საკუთარი უფლების დაცვის არგუმენტაცია. თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან გვექნება საქმე, თუკი სამართალწარმოების მონაწილე მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში იქნებიან კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას.
საქართველოს კანონმდებლობა იცავს სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე მხარეთა თანასწორობის უფლებას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის თანახმად ,,მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ზემოხსენებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, განამტკიცებს სასამართლოს მეშვეობით პირის დაცვის უფლებას ამავე კოდექსის მე-2, მე-4 და 83-ე მუხლებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას საქმეში მხარედ მონაწილეობდა პირი (ისახან იაბრამოვი), რომელიც აღარ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეს. ამასთან, აღნიშნული გარემოება დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილული და გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ი----------------ის მიმართ ისე, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი არ გადაწყვეტილა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომაზე მოწვეული არ იყვნენ ი----------------ის უფლებამონაცვლეები, იმისათვის, რომ მათ არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, მხარის (უფლებამონაცვლე პირების) პროცესუალური და მატერიალ-სამართლებრივი უფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.2016 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----------------ის (უფლებამონაცვლეები ბ----------------- და ს---–--------–-----), აგრეთვე, ტა------------------ს, ჯ----–-------------სა და ს----–-------–----ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.07.2016 წლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე