გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.08.2018
საქმის ნომერი
330210116001275411
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN2/5493-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - თ--–----------–ია

წარმომადგენელი - ი------–--------–ი

მოპასუხეები - ი-----–-------------–--ე, ზ---------------ე, კ-------------ე

წარმოამდგენელი - ა-----–-------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეზე აღრიცხვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2005 წლის ნოემბრის თვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6842 ლარი;

 

1.2. მოპასუხე ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2005 წლის დეკემბრის თვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6000 აშშ დოლარი;

 

1.3. მოპასუხე ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2006 წლის დეკემბრის თვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2750 აშშ დოლარი;

 

1.4. მოპასუხე ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2009 წლის მარტის თვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3700 აშშ დოლარი;

 

1.5. მოპასუხე ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროტ 2009 წლის მაისის თვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1250 აშშ დოლარი;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 22 იანვარს ი-----–-------------–--ეს და ზ---------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ი-----–-------------–--ეს და კ-------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 0--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო); უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს ი-----–-------------–--ის სახელზე.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2005 წლის ნოემბრის თვეში ერთის მხრივ თ--–----------–იას და მეორეს მხრივ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს სესხის სახით გადასცა 6842 ლარი (მოსარჩელემ ი-----–-------------–--ის და ჟ---–--------------ის თხოვნის საფუძველზე პროცენტიანი სესხი გამოიტანა ბანკიდან, რომელის გადახდაც თავად მოუწია).

 

ასევე, 2005 წლის დეკემბრის თვეში ერთის მხრივ თ--–----------–იას და მეორეს მხრივ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს სესხის სახით გადასცა 6000 აშშ დოლარი (მოსარჩელემ მსესხებლების თხოვნის საფუძველზე პროცენტიანი სესხი გამოართვა თავის ახლობელს გ-------------ას, რომელიც შემდგომ იძულებული გახდა თავად გადაეხადა).

 

2007 წლის ნოემბრის თვეში ერთის მხრივ თ--–----------–იას და მეორეს მხრივ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს სესხის სახით გადასცა 2750 აშშ დოლარი (მოსარჩელემ მსესხებლების თხოვნის საფუძველზე პროცენტიანი სესხი გამოართვა თავის ახლობელს თ--–--------------–---–ს, რომლიც შემდგომ იძულებული გახდა თავად გადაეხადა).

 

2009 წლის მარტის თვეში ერთის მხრივ თ--–----------–იას და მეორეს მხრივ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს სესხის სახით გადასცა 3700 აშშ დოლარი (მოსარჩელემ მსესხებლების თხოვნის საფუძველზე პროცენტიანი სესხი გამოართვა თავის ახლობელს ე---–--------–--ას, რომელიც შემდგომ თავად გადაიხადა).

 

2009 წლის მაისის თვეშიც მხარეებს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს სესხის სახით გადასცა 1250 აშშ დოლარი (მოსარჩელემ ამჯერადაც მსესხებლების თხოვნის საფუძველზე პროცენტიანი სესხი გამოართვა თავის ახლობელ ც------------–---ს, რომლიც შემდგომ თავად გადაიხადა).

 

ზეპირი სესხის ხელშეკრულებებით ნასესხები თანხები ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს უნდა დაებრუნებინათ მოთხოვნისთანავე, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული. მოსარჩელის განმარტებით მსესხებლებმა, ასევე არ შეასრულეს დაპირება იმის შესახებ, რომ მშენებარე კორპუსში მათი კუთვნილი რამდენიმე ბინიდან ერთი ბინის გაყიდვით ვალს გაისტუმრებდნენ. მათ დაარღვიეს ზეპირი გარიგების შეთანხმებული პირობები და მოთხოვნის მიუხედავად არ დაუბრუნებიათ მოსარჩელისათვის სესხად აღებული თანხები.

 

მას შემდეგ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ი-----–-------------–--ე აპირებდა მშენებარე ბინის გასხვისებას, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა სასამართლოს, თუმცა ბინის დაყადაღება ვერ მოხერხდა; ი-----–-------------–--ემ იმ მიზნით, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების თაობაზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა მშენებარე ბინა, მდებარე: ქ. თ---–--–-------------------–---------------- და მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა მასთან მცხოვრებ შვილს და მცირეწლოვან შვილიშვილს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-----–--------------–--ემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 10 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

დანარჩენ ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცათ ზ---------------ეს და კ-------------ეს, არანაირი კავშირი არ აქვს ვალის გადახდისაგან თავის არიდებასთან. უძრავი ქონება ზ----- და კ-------------ეებს მიღებული აქვთ ი-----–-------------–--ისგან (რომელიც წარმოადგენს ზ---------------ის დედას და კ-------------ის ბებიას), რაც განპირობებულ იქნა იმით, რომ გარდაცვლილი ჟ---–--------------ის სამკვიდროს მიღების დროს, ზ---------------ემ საკუთარი წილი დაუთმო დედას და მთლიანი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ი-----–-------------–--ე. წინასწარი დათქმის თანახმად, მას შემდეგ, რაც ი-----–-------------–--ემ სრულად მიიღო ჟ---–--------------ის დანაშთი ქონება ზ---------------ის (როგორც ჟ---–--------------ის პირველი რიგის მემკვიდრის) კუთვნილი წილის ჩათვლით, ზ---------------ის წილი ქონება ჩუქების გზით გადაეცათ ზ----- და კ-------------ეებს. შესაბამისად, არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა დააკონკრეტა და მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. თ---–---------------------–-----------------------------------------------------------------------, ი-----–-------------–--ემ სამკვიდროს სახით მიიღო ჟ---–--------------ისაგან. სამკვიდროს მიღების დროს, გარდა ი-----–-------------–--ისა, პირველი რიგის მემკვიდრე იყო მოპასუხე ზ---------------ეც. ი-----–-------------–--ემ, სამკვიდროს მიღებამდე დაარწმუნა თავისი შვილი ზ---------------ე, რომ ვინაიდან მას იმ პერიოდისათვის მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, უმჯობესი იქნებოდა თავისი წილი სამკვიდრო დაეთმო მისთვის, რათა შემდგომში ზ---------------ის მეუღლეს საცხოვრებელ ფართზე პრეტენზია არ გამოეთქვა. აღნიშნული გამო, ზ---------------ემ უარი თქვა მამის დანაშთ ქონებაზე. თუმცა როდესაც მისმა მეუღლემ გაიგო, რომ ზ---------------ემ მისი წილი ქონება დაუთმო დედას - ი-----–-------------–--ეს, ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ი-----–-------------–--ე იძულებული შეიქმნა თავისი შვილისათვის დაებრუნებინა მისი წილი სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, ი-----–-------------–--ემ ჩუქების გზით მოახდინა აღნიშნული უძრავი ნივთის, კერძოდ 91.60 კვ.მ ფართის ბინის გადაცემა ზ----- და კ-------------ეებისათვის.

 

უძრავი ქონების ჩუქების ბათილად ცნობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ი-----–-------------–--ემ, 2016 წლის 28 მარტს საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ქ.თ---–--–----------------------–------------------------–--------------–------------------------------------------------------------- საცხოვრებელი ფართი, რომელიც მის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო 2016 წლის 19 ოქტომბრამდე. შესაბამისად, თუკი მოპასუხის ნება სადავო ჩუქების ხელშეკრულებისას მიმართული იყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლისაკენ, ცხადია იგი არ აღრიცხავდა საკუთარ სახელზე 4----- უძრავ ქონებას და არ გაასხვისებდა მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ--–----------–იასა და მოპასუხე ი-----–-------------–--ეს შორის 2005 წლიდან არსებობდა სესხის ზეპირი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.1.2. 2013 წლის 18 ოქტომბერს ი-----–-------------–--ემ და ჟ---–--------------ემ აღიარეს თ--–----------–იას მიმართ არსებული ვალი 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით და იკისრეს ვალდებულება, ვალის გადახდა დაეწყოთ 2016 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 18 ოქტომბრის ხელწერილი (ს.ფ. 18).

 

3.1.3. ჟ---–--------------ე, მოპასუხეების ი-----–-------------–--ის მეუღლე და ზ---------------ის მამა, გარდაიცვალა 2015 წლის 27 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 100).

 

3.1.4. ჟ---–--------------ის შვილმა, ზ---------------ემ, უარი განაცხადა, გარდაცვლილი მამის - ჟ---–--------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღებაზე, დედის - ი-----–-------------–--ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–----------------------------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 96-99).

 

3.1.5. ი-----–-------------–--ემ, როგორც გარდაცვლილი ჟ---–--------------ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირდაპირი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში)) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–----------------------------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 96-99).

 

3.1.6. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თ---–-------------------–-------------------------–-------------------------–-----------------------------------------------------------------------) 2016 წლის 20 იანვარს დარეგისტრირდა ი-----–-------------–--ის საკუთრების უფლება და 2016 წლის 10 თებერვლამდე რეგისტრირებული იყო მის სახელზე საკუთრების უფლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ მიმართვა (ს.ფ. 158-160);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22).

 

3.1.7. 2016 წლის 22 იანვარისა და 2016 წლის 9 თებერვლისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ი-----–-------------–--ემ შვილს - ზ---------------ეს და შვილიშვილ კ-------------ეს აჩუქა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თ---–-------------------–-------------------------–----------------------------------------------------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 172-173);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24).

 

3.1.8. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ--–---------–-------------------–-------------------------–--------------------------–----------------------------------------------------------------------) 2016 წლის 28 მარტიდან 2016 წლის 19 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იყო ი-----–-------------–--ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------------ მიმართვა (ს.ფ. 158-160);

 

3.1.9. მოპასუხე ი-----–-------------–--ე ცნობილ იქნა გარდაცვლილი ჟ---–-------------ის საპროცესო უფლებამონაცვლედ.

- 1-------წსასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ.274);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–-------------–--ეს და ჟ---–--------------ეს თ--–----------–იას მიმართ გააჩნდათ სასესხო ვალდებულება 10 000 აშშ დოლარის, ხოლო ი-----–-------------–--ეს ასევე 6842 ლარის ოდენობით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მათ შორის არსებობდა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა მხარეები სადავოდ ხდიან იმ ვალდებულების მოცულობას, რომელიც ი-----–-------------–--ეს გააჩნია მოსარჩელის წინაშე სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

ძირითადი მტკიცებულება, რომელზეც მოსარჩელე მხარე ამყარებს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას და ადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტს, არის 2013 წლის 12 ივლისის ხელწერილი, რომლშიც ი-----–-------------–--ე უთითებს, რომ: "საბოლოოდ თ--–----ათვის გადასახდელი მაქვს 5189+400=5589 ლარი, დოლარებში 2500+500+500+3500$. გასარკვევია 5100$-ის გადახდის საკითხი: ამ საკითხის გარკვევის შემდეგ მთლიან თანხას გამოაკლდება 1800$ და დარჩენილი თანხა დოლარებში იქნება ჩემი გადასახდელი". ასევე მოსარჩელე აპელირებს 2013წ 18 ოქტომბრით დათარიღებულ ხელწერილზე, რომლის თანახმად, ი-----–-------------–--ე და ჟ---–--------------ე აღიარებენ "თ-------–--ს ვალს, სულ 10000აშშ დოლარს" და კისრულობენ ვალდებულებას ერთობლივად დაიწყონ ვალის გადახდა 2016 წლიდან.

სასამართლო მიუთითებს 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე

(იხ. სუსგ Nას-839-890-2011, 08/11/2011წ.; Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ№ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ) და განმარტავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება.

 

„სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატის მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე“ (იხ. სუს 2013 წლის 11 ნოემბრის #ას-1485-1401-2012 განჩინება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მითითება საქმეში არსებულ ხელწერილებზე, რომლითაც მისი აზრით, დასტურდება კრედიტორის მიმართ ვალის აღიარება, ვერ შეფასდება არგუმენტირებულად 13700აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხის ვალდებულების არსებობის დამადასტურებლად, ვინაიდან 2013წ 8 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელწერილით ცალსახადაა გამოკვეთილი ი-----–-------------–--ისა და ჟ---–--------------ის ნება თ-------–--ს მიმართ არსებული კონკრეტული ვალის - 10000აშშ დოლარის 2016 წლიდან გადახდის თაობაზე. ხოლო რაც შეეხება უფრო ადრინდელ, 12.07.18წლით დათარირებულ, ი-----–-------------–--ის მიერ შედგენილ და ხელმოწერილ ხელწერილს, მასში "აღიარებული" თანხის ჯამი (აშშ დოლარში), მომავალში თანხის დაკორექტირების შემთხვევაშიც კი ვერ მიიჩნევა 10000აშშ დოლარზე მეტი ოდენობით ვალდებულების დამადასტურებელ მტკიცებულებად. მოსარჩელის პოზიციას ამ კუთხით ვერ ამყარებს, ვერც მისი ინიციატივით საქართველოს შს---------–---------–-–--------------------------------------–------------------–----ან გამოთხოვილი, ი-----–-------------–--ისა და ჟ---–--------------ის გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან აღნიშნული ოქმების თანახმად ი-----–-------------–--ე არსად არ აღიარებს თ--–----------–იას მიმართ 10000აშშ დოლარზე მეტი ოდენობით ვალის არსებობის ფაქტს, ხოლო ჟ----–------------ე საერთოდ უარყოფს მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის ფაქტს, თუმცა ადასტურებს მეუღლესთან ერთად ვალის აღიარების ხელწერილის შედგენის ფაქტს.

 

ვინაიდან სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს _ მოსარჩელეს, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელია _ მოვალე (მოპასუხე),ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სათანადო წერილობითი დოკუმენტი სასესხო ან/და ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10000აშშ დოლარს ზევით ვალდებულების დასადასტურებლად, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება 13740აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობის თაობაზე სასამართლოსათვის სარწმუნო და საკმარისი ვერ იქნება.

 

რაც შეეხება 6842 ლარის ოდენობით, ვალის არსებობის ფაქტს, 2010 წლის 12 ივლისის ი----------–--ის ხელწერილის, ი----------–--ის 2----–-–-----------------------------–-–------------ის მოწმედ დაკითხვის ოქმების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს თ--–----------–იას მიერ ი-----–-------------–--ის სასარგებლოდ ბანკიდან 6841 ლარის გამოტანისა და აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტს. ხოლო რაც შეეხება ი-----–-------------–--ის მიერ აღნიშნული ვალის სრულად დაფარვის, ან თუნდაც ნაწილობრივ შემცირების ფაქტს, ვინაიდან სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოპასუხე ი-----–-------------–--ემ ვერ შეძლო სესხის თანხის (სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ) დაფარვის სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება სარწმუნო მტკიცებულებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოთხოვნილ თანხაზე ი-----–-------------–--ის ვალდებულების არსებობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--–----------–იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 316-317-ე, 341-ე, 524-ე, 623-624-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში თ--–----------–ია ითხოვს ი-----–-------------–--ისათვის 13700 აშშ დოლარისა და 6842 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით მხარეთა შორის (ერთის მხრივ მოსარჩელესა და მეორეს მხრივ ი-----–-------------–--ესა და ჟ---–--------------ეს შორის) წარმოშობილი იყო სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, საიდანაც გამომდინარე თანხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლებს არ შეუსრულებიათ.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ი-----–-------------–--ემ შესაგებლითა და ასევე მოსამზადებელ სხდომაზე, ნაწილობრივ ცნო სარჩელი, 10 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ფარგლებში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობა სადავო 3700აშშ დოლარისა და 6842 ლარის ი-----–-------------–--ისათვის დაკისრების ნაწილში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

,,სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ სუსგ№ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.); სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხის შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68 მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეთანხმება პირდაპირ შეიცვას დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე.

 

მოსარჩელემ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის დასტურად წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები _ 2013 წლის 12 ივლისისა და 8 ოქტომბრით დათარიღებული, მოპასუხის მიერ შედგენილი და ერთ შემთხვევაში მის მიერვე, ხოლო მეორე შემთხვევაში ი-----–-------------–--ის და ჟ----–-----------ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, ასევე ყურადღება გაამახვილა გამოძიების პროცესში შედგენილ მოწმეთა დაკითხვის ოქმებზე.

 

გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული ხელწერილებითა არ დასტურდება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი-----–-------------–--ის შესასრულებელი ვალდებულების არსებობა 10 000 აშშ დოლარის ზევით, რაც განაპირობებს 3700 აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას; ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 6842 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან ი-----–-------------–--ემ ვერ დაძლია სესხის სახით გადაცემული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების მტკიცების ტვირთი, დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარმოდგენის გზით, შესაბამისად თ--–----------–იას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2016 წლის 20 იანვარს ი-----–-------------–--ე საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ------–--–-----------------–-------------------------–-------------------------–-----------------------------------------------------------------------) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ. ხოლო 2016 წლის 22 იანვრის და 2016 წლის 9 თებერვლის, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მან თანაბარ წილად გადასცა შვილს - ზ---------------ეს და შვილიშვილ - კ-------------ეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ, 56-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, რომლითაც, როგორც ნების გამომვლენი, ისე ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობებს და არცთუ იშვიათად მიზნად ისახავს გარიგების დადებით მესამე პირის მოტყუებას, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას და ა.შ.

 

ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგებები მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ოჯახის წევრებს (დედა, შვილი, შვილიშვილი) და ერთ ოჯახად ცხოვრობენ სადავო ბინაში. შესაბამისად იმ გარემოებას, თუ ვის სახელზე იქნება ბინა აღრიცხული საჯარო რეესტრში, გარდა დამსაჩუქრებლის მატერიალური პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა, სხვა რაიმე არსებითი დატვირთვა არ გააჩნია. ამდენად პრეზუმირებულია, რომ ზ---------------ემ, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს არასრულწლოვანი კ-------------ის მამას, იცოდა დედის _ ი-----–-------------–--ის ვალდებულებების შესახებ და თ--–----------–იას წინაშე არსებული ვალდებულებების თავის არიდების მიზნით, მოპასუხეებს შორის გაფორმდა სადავო ჩუქების ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე, რომელიც ი-----–-------------–--ისათვის მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების დაკისრების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა;

 

რამდენადაც ზემოაღნიშნულის საპირისპიროს მტკიცებისა და პრეზუმირებული ფაქტების გაქარწყლების ტვირთის რეალიზება მოპასუხეებმა ვერ განახორციელეს, დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ დედა-შვილს/შვილიშვილს შორის უძრავი ქონების თაობაზე დადებული უსასყიდლო გარიგებები მოჩვენებითი იყო. აღნიშნული მტკიცების გაქარწყლების ვალდებულება მოპასუხე მხარეებს ჰქონდათ, კერძოდ, მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ, მართალია, უსასყიდლოდ მოხდა ქონების გადაცემა, თუმცა არსებობდა ქონების საკუთრებაში მიღების ნამდვილი ნება და, რომ შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ აღნიშნული ქონების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1435-ე, 1446-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესზე და განმარტავს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული; დაუშვებელია სამკვიდროს მიღება ან მასზე უარი ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით, ხოლო მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევად ხასიათს ატარებს. ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

 

შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარეა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ ვინაიდან გარდაცვლილი ჟ---–--------------ის სამკვიდროს მიღების დროს, ზ---------------ემ საკუთარი წილი დაუთმო დედას, წინასწარი დათქმის თანახმად, ი-----–-------------–--ემ მას შემდეგ, რაც სრულად მიიღო ჟ---–--------------ის დანაშთი ქონება, ზ---------------ეს როგორც ჟ---–--------------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, კუთვნილი წილი გადასცა შვილსა და შვილიშვილზე ქონების ჩუქების გზით და მიაჩნია რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო.

 

მოპასუხეთა მიერ გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამაბათილებელ გარემოებად, სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს, მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ თუკი მოპასუხის ნება სადავო ჩუქების ხელშეკრულებისა დადებისას მიმართული იყო მოსარჩელის წინაშე ნაკისრი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისაკენ, ი-----–-------------–--ე არ განახორციელებდა 2016 წლის 28 მარტს საკუთრების უფლებით ქ.თ---–--–----------------------–------------------------–--------------–------------------------------------------------------------- საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებას და გასხვისებას მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ;

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ ქ------–--–----------------------–------------------------–--------------–------------------- უძრავი ქონების მესაკუთრედ ი-----–-------------–--ე დარეგისტრირდა, მხოლოდ თ--–----------–იას მიერ სარჩელის აღძვრისა (1-------–) და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ.თ---–--–-----------------–-------------------------–-------------–--------------------------------------------------------------------------) უძრავი ქონების დაყადაღების შემდგომ. საქმის მომზადებისა და განხილვის პროცესში კი, უძრავი ქონების გასხვისებამდე, მოპასუხე მხარეს არ გაუმჟღავნებია ინფორმაცია მის საკუთრებაში 4----- უძრავი ქონების დარეგისტრირების თაობაზე, მიუხედავად იმისა რომ ამავე მისამართზე მდებარე ბინა N- უკვე გჩუქებული ქონდა შვილსა და შვილიშვილზე; ჟ---–--------------ისა და ი-----–-------------–--ის 19.03.14წ მოწმედ დაკითხვის ოქმებისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით კი დგინდება რომ არსებული დავალიანების გასტუმრებას, მოპასუხე მხარე გეგმავდა სწორედ ქ.თ---–--–-----------------–---------------ში არსებული ფართის (მშენებარე) ნაწილის რეალიზაციის გზით, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო და მოლოდინიც გააჩნდა თ--–----------–იას.

 

შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას - ი-----–-------------–--ეს და ზ---------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 2--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და ი-----–-------------–--ეს და კ-------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 0--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ბათილად ცნობისა და ქ. თ---–--–-------------------–-----------------------------------------------------------------------------) მდებარე უძრავი ქონების ი-----–-------------–--ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე _ სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს და აკმაყოფილებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელე თ--–----------–იას მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2723.65 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი;

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ ზედმეტად იქნა სარჩელზე გადახდილი 1411.44 ლარი, ი-----–-------------–--ეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2723.65-1312.21) 1411.44 ლარი;

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 735 ლარი, მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად, ხოლო ი-----–-------------–--ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 205.26 ლარის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად; მოპასუხეებს ი-----–-------------–--ეს და ზ---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკიროთ 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ფოსტის მომსახურების ხარჯი - 52.90 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით (ს.ფ.82,85). შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ფოსტის მომსახურების გაღებული ხარჯი უნდა გადახდეს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--–----------–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ი-----–-------------–--ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 10 000 აშშ დოლარისა და 6842 ლარის გადახდა;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ი-----–-------------–--ეს და ზ---------------ეს და კ-------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დამოწმების თარიღი 0--------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) და უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თ---–-------------------–-------------------------–-------------------------–---------------------------------------------------------------------9) აღირიცხოს მოპასუხე ი-----–-------------–--ის სახელზე.

 

2. თ--–----------–იას (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 0---------–---------- საგადახდო დავალებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარიდან (გადამხდელის ბანკი - ს-----–---------------; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) ნაწილი _ 1411.44 ლარი;

 

3. თ--–----------–იას (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2-------–---------- საგადახდო დავალებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (1223.65 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს-----–---------------; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22)) ნაწილი - 725 ლარი;

 

4. მოპასუხე ი-----–-------------–--ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ანაზღაურება 205.26 ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხეებს ი-----–-------------–--ეს და ზ---------------ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოპასუხეებს ი-----–-------------–--ეს და ზ---------------ეს მოსარჩელე თ--–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის 50 ლარის ანაზღაურება.

 

7. მოპასუხეებს ი-----–-------------–--ეს, ზ---------------ეს მოსარჩელეს თ--–----------–იას სასარგებლოდ დაეკისროთ ფოსტის მომსახურებაზე გაღებული ხარჯის - 52.90 ლარის ანაზღაურება;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი