განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
050210019002537614
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210019002537614

საქმე №2/ბ-199-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ სვანიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),სიმონ ჩხაიძე , ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტი - ლ---–---------–---–ი

წარმომადგენელი-თ----–-----–-----ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------------ე

წარმომადგენელი-თ-------------–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი- მ-----------------ე

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლეების საკუთრებაში ქონების გადასვლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2018 წლის 11 ივლისს ლ---–---------–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ-------------ისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლედ ცნობა, უფლებამონაცვლეების საკუთრებაში ქონების გადასვლა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელესა და ნ-----–- ნ-----–--–---–სა და გ---–------ ნ-----–--–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 6000 ლარზე, 3 წლის ვადით, სესხი იყო სარგებლიანი ყოველთვიურად 5%, მოპასუხეებმა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ო----------ი, სოფელი ნ--------, ს/კ 2-----------.

ეს გარიგება მოპასუხეებმა წარმომადგენლის ნ-------------ის მეშვეობით დადეს.

3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო ქ. თბილისში და დარეგისტრდა რეესტრში 2012 წლის 18 სექტემბერს. სესხის დაბრუნების ვადა დადგა 2015 წლის 4 სექტემბერს. მოპასუხეებმა სესხი არ დააბრუნეს, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა 2016 წლის 4 აპრილს მიემართა სასამართლოსათვის. აღნიშნული სარჩელის წარდგენის დროს მისთვის ცნობილი გახდა რომ ნ-----–- და გ---–------ ნ-----–--–---–ები გარდაიცვალნენ, რის გამოც იძულებული გახდა გამოეხმო სარჩელი, და მას შემდეგ რაც დაადგენდა მოვალეთა უფლებამონაცვლეს განმეორებით მიემართა სასამართლოსათვის.

4. მოსარჩელის განმარტებით, მან სანოტარო პალატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---–------ ნ-----–--–---–ის დანაშთ ქონებაზე დამოწმებულია სამკვიდროს მიღების განცხადება, ხოლო მემკვიდრის ვინაობა მისთვის არ არის ცნობილი, რადგან არ არის ნათესავი გ---–------ ნ-----–--–---–ის, თუმცა სასამართლო სხდომაზე მისთვის ცნობილი გახდა,რომ ნ-------------ე არის გ---–------ ნ-----–--–---–ის მემკვიდრე. რომელიც ფაქტობრივად დაუფლებულია მამკვიდრებლის ქონებას. ნ-------------ემ წარმოადგინა შესაგებელი და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაც სწორედ ამ შესაგებლით დაადასტურა. რაც შეეხება ნ-----–- ნ-----–--–---–ის დანაშთ სამკვიდროს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება,რომ ნ-----–- ნ-----–--–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად არავის მიუმართავს ნოტარიუსათვის და არც ის არის ცნობილი ვინმე დაეუფლა თუ არა მის ქონებას ფაქტობრივი ფლობით. ასევე მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ასეთ შემთხვევაში ქონება ითვლება უმკვიდროდ და გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. და სახელმწიფომ როგორც მემკვიდრემ პასუხი უნდა აგოს მის სახელზე სამკვიდროს დარეგისტრირების შემდეგ მამკვიდრებლის ვალდებულებებზე როგორც მემკვიდრემ.

5. მოპასუხემ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამკვიდრო მიიღება ორი წესით ნოტარიუსსათვის მიმართვით და ფაქტობრივი დაუფლებით, მართალია მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსთა პალატას, მაგარმ თუკი ნოტარიუსაათვის ვინმეს არ მიუმართავს სამკვიდროს მისაღებად ეს არ ნიშნავს,რომ ნ-----–- ნ-----–--–---–ის ქონებას ვინმე ფაქტობრივად არ დაუფლებია. მით უფრო როცა ნ-------------ე პირველ ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით განმარტავს,რომ იგი დაეუფლა დანაშთ სამკვიდროს. ამდენად მხარეს არ მოუპოვებია ინფორმაცია ნ-----–- ნ-----–--–---–ს ყავდა თუ არა მეუღლე და შვილები, მხოლოდ ის რომ ვინმე მის ქონებას არ დაუფლებია არ არის საფუძველი ქონების უმკვიდროდ მიჩნევისა და სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლისათვის. ამ გაემოების გამო არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

6. მოპასუხე, ნ--------------ემ წარდაგინა მარტივი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. სხდომაზე კი მიუთითა რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

7. ო----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ---–---------–---–ის სარჩელი ნ-------------ისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობის, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების, უფლებამონაცვლეების საკუთრებაში ქონების გადასვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

8. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. 2012 წლის 04 სექტემბერს ლ---–---------–---–ს, ნ-----–- ნ-----–-–---–სა და გ---–------ ნ-----–-–---–ის, მინდობილობით ნ-------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკარმა - ლ---–---------–---–მა მესაკუთრეებს - ნ-----–- ნ-----–-–---–ს და გ---–------ ნ-----–-–---–ს, მათ მინდობილი პირის ნ-------------ის მეშვეობით ასესხა 6000 ლარი, სამი წლის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის გადახდით, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 300 ლარს.

სესხის უზრუნველსაყოფად ნ-----–- ნ-----–-–---–მა და გ---–------ ნ-----–-–---–მა, (მინდობილი პირი ნ--------------ე) იპოთეკით დატვირთეს მათი კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე: ო----------ის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნ-------- ს/კ 2-----------).

აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით. შედგა ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცა იპოთეკარს, ერთი - მესაკუთრეს, ერთი საჯარო რეესტრს და ერთი დარჩა სანოტარო არქივში.

8.2. 2012 წლის 03 სექტემბრის უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლების მინდობილობის თანახმად, ნ-----–- ნ-----–--–---–მა და გ---–------ ნ-----–--–---–მა (საკუთრების მიმნდობები) მიანიჭეს უფლებამოსილება ნ-------------ეს (მინდობილი მესაკუთრე) მართოს და განკარგოს, გააჩუქოს, გაყიდოს, იპოთეკით დატვირთოს, იჯარით გასცეს, მიმნდობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ო----------ის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნ-------- ს/კ 2-----------).

8.3. 2015 წლის 15 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე: ო----------ის მუნიციპალიტეტის, სოფელი ნ-------- ს/კ 2-----------) მესაკუთრეები არიან ნ-----–- ნ-----–-–---–ი და გ---–------ ნ-----–-–---–ი.

8.4. გ---–------ ნ-----–-–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 29 თებერვალს.

8.5. ნ-----–- ნ-----–-–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 17 მარტს.

8.6. 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7447 მიმართვის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება ინფორმაცია გარდაცვლილი ნ-----–- ნ-----–-–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7477 მიმართვის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება ჩანაწერი გ---–------ ნ-----–-–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

8.7. 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7476 მიმართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერები 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი გ---–------ ნ-----–-–---–ის დანაშთი ქონების თაობაზე, შემდეგი სახით: 2016 წლის 26 აპრილს ნოტარიუს ლ----------------ს მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

8.8. 2016 წლის 27 ივლისის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/7467 მიმართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ნ-----–- ნ-----–--–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

8.9. 2016 წლის 04 აპრილს ლ---–---------–---–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გ---–------ და ნ-----–- ნ-----–-–---–ების მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

2016 წლის 02 ივნისს ლ---–---------–---–ის წარმომადგენელმა თ----–-----–-----მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. განცხადებაში მიუთითა, რომ წარდგენილი შესაგებლიდან ცნობილი გახდა მოსარჩელეების გარდაცვალების შესახებ და შესაბამისად, ითხოვა სარჩელის გახმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის განჩინებით ლ---–---------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ლ---–---------–---–ის სარჩელი მოპასუხეების გ---–------ ნ-----–--–---–ის და ნ-----–- ნ-----–--–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

8.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ლ---–---------–---–ს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე და განემარტა, რომ აღნიშნული სარჩელით შეუძლია მიმართოს განსჯად სასამართლოს - ო----------ის რაიონულ სასამართლოს.

8.11. 2017 წლის 28 დეკემბრის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/17748 მიმართვის თანახმად, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება ჩანაწერი ნ-----–- ნ-----–-–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

2017 წლის 28 დეკემბრის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის №16/17746 მიმართვის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2015 წლის 17 მარტს გარდაცვლილი ნ-----–- ნ-----–--–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

8.12. ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით ლ---–---------–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ---- გ-------ის მიმართ უფლებამონაცვლის დადგენისა და ქონების საკუთრებაში გადასვლის თაობაზე დარჩა განუხილველი.

8.13. 2016 წლის 26 აპრილს ნოტარიუს ლ----------------ს განცხადებით მიმართა ნ-------------ემ და მოითხოვა 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი გ---–------ ნ-----–-–---–ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე განცხადების შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება.

8.14. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის და 2017 წლის წერილები, სადაც მითითებულია მხოლოდ ინფორმაცია ნ-----–- და გ---–------ ნ-----–-–---–ების სამკვიდრო ქონებისა და ანდერძის თაობაზე (მიმართა თუ არა ნოტარიუს ვინმემ (იხ. 3.2.6; 3.2.7; 3.2.8; 3.2.9; 3.2.12; 3.2.13 პუნქტები) ვერ გახდება ქონების უმკვიდროს ცნობის საფუძველი. ნ---- გ-------ე თავის შესაგებელში მიუთითებს სხვა მემკვიდრეების შესახებ. ამასთან, სასამართლო სხდომაზე ნ-------------ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

8.15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელემ მოვალის გარდაცვალების შეტყობინებიდან - 2016 წლის 2 ივნისიდან, 6 თვის ვადაში მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. მოსარჩელისათვის მოვალეების გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის 2 ივნისამდე ადრე, კერძოდ, როდესაც მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ-------------ის შესაგებლის წარდგენა. საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელე ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, მოხდა თუ არა მისი მხრიდან მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეების მიმართ პრეტენზიის წარდგენა. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2016 წლის 13 დეკემბერს.

9. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 42-ე, 85-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1421-ე,1433-ე, 1484-ე, 1488-ე მუხლები და განმარტა შემდეგი:

9.1. მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

9.2. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ლ---–---------–---–ს, ნ-----–- ნ-----–--–---–ისა და გ---–------ ნ-----–--–---–ის, მინდობილობით ნ-------------ეს შორის (იხ. 3.2.1. პუნქტი).

9.3. მოცემულ შემთხვევაში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეები (ნ-----–- და გ---–------ ნ-----–-–---–ები) გარდაცვლილები არიან (იხ. 3.2.4; 3.2.5 პუნქტები).

9.4. სსკ 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1433-ე, 1484-ე, 1488-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის განმარტების თანახმად, მისთვის ნ-----–- და გ---–------ ნ-----–-–---–ების გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა ნ-------------ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღიდან. შესაბამისად, მოსარჩელეს მოვალეების გარდაცვალების შეტყობინებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა წარედგინა პრეტენზია მემკვიდრეებისთვის. ლ---–---------–---–ის მხრიდან არ არის დაცული მემკვიდრეების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით სავალდებულო მოთხოვნის წარდგენის ვადა. შესაბამისად, მან დაკარგა მემკვიდრეების მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება.

10. ო----------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---–---------–---–მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა (მოსარჩელემ) მიუთითა:

11.1. გადაწყვეტილებში სასამართლო არასწორად და უკანონოდ მსჯელობს ხანდაზმულობის საკითხზე, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ ყოფილა მითითება შესაგებელში, ასევე მოსამზადებელ სხდომაზე არ დაუსაბუთებია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არაფერი, მოსამართლე სასამართლო სხდომების პერიოდში იყო მიკერძოებული ერთ-ერთ მოპასუხის მიმართ და ის მხარეს ეხმარებოდა პოზიციის ჩამოყალიბებაში, მთელი პროცესის განმავლობაში უწევდა მხარეს ადვოკატირებას, მიუხედავად იმაისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნამდვილად არ არის ხანდაზმული, მაგრამ თუ მხარემ არ მიუთითა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში საკითხის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, აღნიშნული კი არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთებული ან ეს ნაკლოვნება არ არის აღმოფხვრილი მოსამზადებელ სხდომაზე, მთავარ სხდომაზე ამის გაჟღერება და შემდეგ სასამართლოს მიერ ამ მითითებით გადაწყვეტილების დასაბუთება არის უკანონო და საპროცესო ნორმების უხეში დარღვევა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანაახმად მხარეები შეეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახაალ გარემოებაზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. იმ შემთხვევაში თუ კი მოთხოვნა იყო ხანდაზმული ამის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ კი სასამართლო გადაწყვეტილებაში იმსჯელებდა თუ რაზე დაყრდნობით გაიზიარა მოპასუხე მხარის პაექრობის ეტაპზე გაცხადებული ხანდაზმულობის შესახებ საკითხი. მოსამართლე გადაწყვეტილების დასაბუთებაში გაცდა მოპასუხე მხარის პოზიციას და ხანდაზმულობასთან დაკავშირებით იმსჯელა თავისი ინიციატივით, ვინაიდან აღნიშნული მოტივი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მხარეს არ განუცხადებია, რაშიც თავად დარწმუნდებით საქმის გაცნობისა და სხდომის ოქმების მოსმენის შედეგად. აღნიშნულით მოსამართლემ დაარღვია კანონი და გადაწყვეტილების დასასაბუთებლად გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

11.2. სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მსჯელობს მეორე მოპასუხის პოზიციაზე რაც ასევე არის უკანონო, საქმის მასალებით დადგინდა, რომ ნ-----–- ნ-----–--–---–ს სამკვიდრო ქონებაზე არ არი მიმართული სანოტარო ბიუროსთვის და ასევე სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებაზე არავის განუცხადებია, წინაღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე ნ-------------ე დააფიქსირებდა პოზიციას ან სხვა მემკვიდრეების არსებობის შემთხვევაში შეატყობინებდა მათ და ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ საქმის განხილვაში. ამდენად არსებობდა ნ-----–- ნ-----–--–---–ის ქონების უმკვიდროდ ცნობის საფუძვლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1444-ე მუხლის თანახმად კი დაუშვებელია სახელწიფოს უარი სამკვიდროს მიღებაზე.

11.3. სასამართლოს მიერ ასევე დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, მოსარჩელე მხარეს სურდა დაეცვა თავისი კანონიერი ინტერესები სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით დაურღვია მხარეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამდენად, არსებობს ლ---–---------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 12.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 12.2. სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. 13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ო----------ის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: 14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ---–---------–---–ის სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 2 მოპასუხის წინააღმდეგ: ნ-------------ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ (იხ. ს.ფ. 2-16). 14.1. უდავოა, რომ ლ---–---------–---–ის სარჩელით დავის საგანია: უფლებამონაცვლედ ცნობა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლეების საკუთრებაში ქონების გადასვლა. ანუ მისი ინტერესია დადგინდეს მისი მოვალეების უფლებამონაცვლე, მოხდეს დანაშთი სამკვიდრო ქონების მათ საკუთრებაში გადასვლა და ამის შემდეგ მემკვიდრეებმა აგონ პასუხი მის წინაშე არსებულ მამკვიდრებლის ვალდებულებებზე. 14.2. უდავოა, რომ ლ---–---------–---–მა მანამდე 2016 წლის 4 აპრილს სარჩელი აღძრა მოვალეების გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოპასუხეთა წარმომადგენლის ნ-------------ის მიერ წარდგენილია შესაგებელი, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ ნ-----–- და გ---–------ ნიკოლიაშვილები უკვე (2016 წლის 4 აპრილისათვის) გარდაცვლილები არიან, ხოლო მოპასუხეების მიერ ნ-------------ეზე გაცემულია უვადო მინდობილობა და იგი არის ერთადერთი პრეტედენტი მემკვიდრე, წარდგენილ შესაგებელში ნ-------------ე შუამდგომლობის გრაფაში მიუთითებს, რომ ორივე მოპასუხე გარდაცვლილია და რომ საქმეში უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია, შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერებაც კი მოითხოვა. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 30-37 იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ს.ფ. 40-42) 14.3. საქმეში ს.ფ. 28-29-ზე წარდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც უდავოდ დგინდება,რომ ო----------ი, სოფელი ნ-------- უძრავი ქონება ს/კ 2----------- მთლიანად თანაბარწილად ეკუთვნოდათ გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ებს. ანუ მოცემულ დავაში ლ---–---------–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულია ქონება რომლის მესაკუთრედ აღრიცხვას ითხოვს მოსარჩელე ნ-------------ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ- თანაბარწილად ეკუთვნოდათ გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ებს. 14.4. უდავოა, რომ 2016 წლის 26 აპრილს ნოტარიუს ლ----------------ს განცხადებით მიმართა ნ-------------ემ და მოითხოვა 2016 წლის 29 თებერვალს გარდაცვლილი გ---–------ ნ-----–-–---–ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე განცხადების შედგენა და მისი სანოტარო წესით დამოწმება. ასეთივე განცხადებით მიმართული არ არის ნოტარიუსისათვის ნ-----–- ნ-----–--–---–ის დანაშთ სამკვიდროზე, თუმცა პალატა ნ-------------ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებლის შინაარსიდან უდავოდ ადგენს,რომ გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ები ერთ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც გაუყოფელი-ერთი მთლიანი იყო და დებს თანაბარწილად ეკუთვნოდათ, ამას ადასტურებს რეესტრის ამონაწერიც. ასევე უდავოა, რომ საქმეში ს.ფ. 24-ზე წარმოდგენილია უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით მინდობილობა გაცემული ნ-------------ეზე, რომლითაც ასევე უდავოდ დასტურდება, რომ მათ(გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ები) ეს ქონება (იპოთეკით დატვირთული ქონდათ ლ---–---------–---–ის სასარგებლოდ) უვადოდ სამართავად გადასცეს ნ-------------ეს, რომელიც არის მათი დისშვილი ანუ მე-2 რიგის მემკვიდრე. 14.5. უდავოა, რომ მოსარჩელე ლ---–---------–---–ისათვის მოვალებიის გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ების გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ ნ-------------ის მიერ შესაგებლის წარდგენის შემდგომ სადაც მან მიუთითა გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ების გარდაცვალების ფაქტზე. რაც დაუდასტურა მოსამართლის თანაშემწემაც. რის გამოც მან 2016 წლის 2 ივნისს სარჩელი გამოიხმო, ხოლო განჩინება და სარჩელზე თანდართული მასალები ჩაიბარა 2016 წლის 16 ივნისს. აქედან 6-თვიან ვადაში მან წარუდგინა პრეტენზია მოვალეთა მემკვიდრეს ნ-------------ეს და კვლავ აღძრა სარჩელი 2016 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში თუმცა არაგანსჯადობის გამო მას უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე(იხ. განჩინება ს.ფ. 48-50). 14.6. მოსარჩელემ უკვე ო----------ის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით სადაც დააყენა შუამდგომლობა ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე თუ ვინ იყვნენ მემკვიდრეები მისი მოვალეების, რა დროსაც გახდა ცნობილი რომ მოვალეთა მემკვიდრე ნ-------------ე იყო, რომელმაც ნოტარიუსს წარუდგინა განცხადება გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ების დანაშთი სამკვიდროს მიღებაზე. 14.7. ო----------ის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ლ---–---------–---–მა ორი მოპასუხე მიუთითა ნ-------------ე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. 14.8. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოსარჩელისათვის შეთავაზება არასათანადო მოპასუხის(სახელმწიფო) სათანადო მოპასუხით(ნ-------------ე) შეცვლის თაობაზე. 15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 15.1. ,,მოპასუხე არის ის პირი, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. მოპასუხის დასახალების უფლებამოსილება და მოვალეობაც მოსარჩელეს აქვს .... სასამართლოს უფლება არ აქვს არ მიიღოს სარჩელი იმ მოტივით, რომ იგი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დააყენოს საკითხი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ. ასეთი შეცვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით თუ მოსარჩელე არაა თანახმა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. სასამართლო განიხილავს საქმეს და უარს ეტყვის მოსაჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე თავისი გადაწყვეტილებით...” 16. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღძრულ სარჩელზე სათანადო მოპასუხეა ნ-------------ე. და სწორედ ის არის პირი ვინც პასუხი უნდა აგოს მოსარჩელე ლ---–---------–---–ის სარჩელზე. პალატის მოსაზრებით, რადგან უდავოა, რომ ნ-------------ემ უვადოდ სამართავად და განკარგვისათვის მიიღო ის ქონება, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული მოსარჩელის სასარგებლოდ და რომელი ქონების უფლებამონაცვლედ ცნობასაც იგი სარჩელით ითხოვს საქმის მასალებით უდავოდაა დადასტურებული ის ფაქტობრვი გარემოებაც, რომ მოვალეთა გ---–------ და ნ-----–- ნიკოლიაშვილის დანაშთი სამკვიდრო მდებარე ო----------ი, სოფელი ნ-------- ს/კ 2----------- ერთი მთლიანი ქონებაა და გარდაცვლილთა თანასაკუთრებაშია. ამდენად თუ ამ ქონების წილს ნოტარიუსთან განცხადების შეტანით დაეუფლა ნ-------------ე, ცხადია იგი დაუფლებულია მთელ ქონებას და არის ქონების ყოფილ მესაკუთრეთა უფლებამონაცვლე. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პირველ ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, მიუთითებდა რომ იგი არ იყო სათანადო მოპასუხე ამ საქმეზე და რომ მხარეს არ ქონდა ამოწურული ყველა გზა მოეძიებია ნ-----–- ნ-----–--–---–ის სამკვიდროს მემკვიდრე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სახით ლ---–---------–---–ს სარჩელზე მოპასუხედ არასათანადო მოპასუხე ყავს დასახელებული, და სათანადო მოპასუხეა ნ-------------ე. რომელიც არ უარყოფს, რომ გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ების მემკვიდრეა. რადგან მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ ერთი სათანადო მოპასუხე, დასახელებულ მოპასუხეთა არასაკმარისობა არასათანადოობასაც ნიშნავს. უდავოა, რომ სასამართლომ სახელმწიფოს მიმართ წარდგენილ მოთხოვნა სრულყოფილად არ გამოიკვლია, არ გამოიკვლია იყო თუ არა სახელმწიფო სათანადაო მოპასუხე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოსარჩელისათვის შეთავაზება არასათანადო მოპასუხის(სახელმწიფო) სათანადო მოპასუხით(ნ-------------ე) შეცვლის თაობაზე. თუკი მხარე უარს იტყოდა სასამართლოს მხრიდან ამ შეთავაზებაზე, მაშინ სასამართლო შესაბამის საპროცესო სამართლებრივ შედეგსაც დააყენებდა. ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ვითარებაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ წინამდებარე დავაში სწორედ ნ-------------ეა სათანადო მოპასუხე. (ანუ პირი, ვინც პასუხი უნდა აგოს გ---–------ და ნ-----–- ნ-----–--–---–ის ვალებზე კრედიტორების წინაშე). გამომდინარე აღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არასკმარისი და ამასთან არასათანადო (სახელმწიფო) მოპასუხის მიმართაა აღძრული, ამასთან სათანადო მოპასუხის საქმეში ჩართვა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა კანონშეუსაბამოა. იქედან გამომდინარე, რომ დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია შეზღუდული აპელაციის პრინციპი (რაც ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს, ამასთან სათანადო მხარედ ჩაბმა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია), იმისათვის, რათა არ დაირღვეს მხარის უფლება, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს ნ-------------ის პროცესუალური სტატუსი და ისე მიიღოს საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, მხარის ჩაბმა სააპელაციო სასამართლოში იმიტომაც არის მიზანშეუწონელი, რომ მას შეეზღუდება შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში წარადგინოს ახალი მტკიცებულებები, ანუ სრულფასოვნად დაიცვას თავისი უფლებები. აღნიშნულმა კი შესაძლებელია გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამასთან პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, თუ საქმის განხილვაში უნდა ჩაებას ახალი მხარე, მიზანშეწონილია საქმის განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში. ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ო----------ის რაიონულ სასამართლოს განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით; ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. სამოქალაქო საქმე ლ---–---------–---–ის სარჩელისა გამო ნ-------------ისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, უფლებამონაცვლის დადგენისა და ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

მოსამართლეები: თამარ სვანიძე ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე