1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვა
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(115)
საქმე №ას-1238-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2026
…სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017). 22. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1488.1 მუხლზე, რომელიც ადგენს მამკვიდრებლის კრედიტორებსა და მემკვიდრეებს შორის ურთიერთობის სპეციალურ წესს, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის…
საქმე №ას-390-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
…უარის თქმის საფუძველი. 5.5. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა მოპასუხეებისთვის, როგორც მსესხებლის მემკვიდრეებისთვის სადავო თანხების დაკისრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მიხმო სამოქალაქო კოდექსის 1488-ე, 1489-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო. ეს დასკვნა დაემყარა იმ გარემოებებს, რომ მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას…
საქმე №ას-612-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…მიმართ მყისიერად განაცხადა პრეტენზია მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე, რისი დასტურიც არის მემკვიდრეთა მიმართ 2023 წლის 18 მაისს აღებული სააღსრულებო ფურცელი და ინიციირებული სააღსრულებო წარმოება, ამდენად, სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა დაცულია და კრედიტორს გაცემულ კრედიტზე მოთხოვნის უფლება არ დაუკარგავს. მოსარჩელეს მოპასუხის ზემოაღნიშნული…
საქმე №ას-1324-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…მათთვის მოვალის გარდაცვალების შესახებ უცნობი იყო, რის გამოც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 10 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი). სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 1484-ე და 1488-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც დაადგინა, რომ იმისთვის, რათა კრედიტორის მხრიდან შესაძლებელი იყოს მოვალის მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის წაყენება კანონით დადგენილი…
საქმე №ას-1150-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
…სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების მსესხებლის მემკვიდრისათვის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სწორედ სსკ-ის 1484.1 მუხლი, თუმცა გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა იმავე კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს…
საქმე №ას-258-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
საქმე №ას-1657-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2024
საქმე №ას-724-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2023
საქმე №ას-1145-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2023
საქმე №ას-35-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
საქმე №ას-872-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ას-1003-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
საქმე №ას-1028-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
საქმე №ას-954-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2022