უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-1139-1284-08
…რომ აღნიშნული უძრავი ქონებიდან მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა მისი ნახევარი _ 0.450ჰა მიწის ნაკვეთი (რომელიც ღირებულებაში გამოიხატებოდა 9 000 აშშ დოლარით). რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, უპირატესი უფლების განხორციელებისას, გათვალისწინებული ყოფილიყო იმ სხვა მემკვიდრეთა ინტერესები, რომლებიც…
- საქმე №010210017001870598
…უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 480-ე მუხლი, უპირატესი მემკვიდრეობის უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლი, საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლი, მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესების გათვალისწინება. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ…
- საქმე №100210019002622722
…ცხოვრების ფაქტს, მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ასეთის არსებობის შემთხვევაში სხვა მემკვიდრეებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია, რაც უნდა განახორციელოს სწორედ უპირატესი უფლების მიმღებმა მემკვიდრემ. სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის თანახმად,,,უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვა-–-სწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც…
- საქმე №080210016001305508
…ბათილად ცნობა. მოპასუხეების წარმომადგენელის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლების საფუძველზე, მემკვიდრეს მიეცემა სამკვიდრო ქონების უპირატესი მიღების უფლება, მასვე სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის თანახმად, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რაც გათვალისწინებული არ არის სარჩელით, ხოლო სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის…
- საქმე №080210116001621709
…სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება. ხოლო იმავე კოდექსის 1482-ე მუხლით, უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1473. წილის გათანაბრება
- მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას
- მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა
- მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა
- მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება
- მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
- მუხლი 1488. კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა
- მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება
- მუხლი 1495. ცნება
- მუხლი 1498. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1482, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1482/