1. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ.
2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი.
3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესი
მთავარი მონაცემები
ვადასამი თვის განმავლობაში
ვადაექვსი თვის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-1271-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
…მოპასუხემ მ.ა–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. 6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები: 6.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1479-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შედეგად, მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მემკვიდრემ მოსარჩელეებს არ შეატყობინა…
…სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით: კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების მიღებისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1371-ე, 1372-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1478-ე, 1479-ე და 1497-ე მუხლების დებულებები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. პ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ…
საქმე №3კ/1048-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2003
…მუხლებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ირ. გ-ემ. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1336-ე მუხლის I ნაწილი; 1927-ე, 1479-ე, 1499-ე მუხლები და არ გამოიყენა. სამოტივაციო ნაწილი: პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა…
საქმე №3კ/1132-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2003
…საპატიოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ დანარჩენი მემკვიდრეები თანახმანი იქნებიან. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძმას მისთვის არ უთქვამს, რომ გაშვებული ჰქონდა ვადა სამკვიდროს მისაღებად და არ ჰქონდა მშობლების სახლში ცხოვრების უფლება. სკ-ს 1479-ე მუხლის თანახმად დ. უ-ი ვალდებული იყო, ჯერ კიდევ მისი ციხეში ყოფნისას ეცნობებინა მისთვის საკუთარი განზრახვის შესახებ, ხოლო ამის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში,…