შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდრო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-321-306-2013
…პალატის მოსაზრებით, მითითებული გადანაწილებით ი. წ-ის პირველი რიგის მემკვიდრეს, დ. წ-ს, ლეგიტიმური უფლება ჰქონდა სამკვიდროს 1/4 ნაწილზე, ხოლო დანარჩენ ¾ წილზე უფლება მოპოვებული აქვს თ. წ-ს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1475-ე, 1477-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ. წ-ის მიერ მშობლების დაკრძალვისა და შემდგომი ტრადიციული რიტუალებისათვის გაწეული ხარჯი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული სამკვიდროს…
- საქმე №ას-38-347-04
…მთელი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, მთლიანად ეკუთვნის მას. სკ-ის 1480-1481-ე მუხლების შესაბამისად, დედის დანაშთ ქონებაზე, ანუ სახლის პირველ სართულზე აქვს უპირატესი მემკვიდრეობის უფლება. ამავე კოდექსის 1475-ე და 1477-ე მუხლების თანახმად, მის მიერ სახლზე მიშენებული 94 კვ.მ-ის ღირებულება უნდა დაემატოს მის წილს. 1473-ე მუხლის შესაბამისად, გასაყოფ თანხას უნდა დაემატოს ის…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 349. თუ მხარეები ამგვარად შეთანხმდებიან, საქართველო ისარგებლებს ფინანსური დახმარებით, რათა შეტანილ იქნეს წვლილი წინამდებარე შეთანხმების მიზნების მიღწევაში. ნებისმიერი ფინანსური დახმარება განხორციელდება წინ
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 2. მთლიანი შეფასებითი ღირებულება და კავშირის ფინანსური წვლილი
- მუხლი 2. - პროექტის მთლიანი ღირებულება და ევროკავშირის ფინანსური წვლილი
- მუხლი 2. გაერთიანების ფინანსური წვლილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის
- მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფის დაუშვებლობა
- მუხლი 1465. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას
- მუხლი 1467. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება
- მუხლი 1470. წილის განკარგვის უფლება
- მუხლი 1473. წილის გათანაბრება
- მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა
- მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა
- მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება
- მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1475, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1475/