1. თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.
2. თანამემკვიდრეს არ შეუძლია განკარგოს ცალკეული საგნები თავისი წილიდან.
3. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1470. წილის განკარგვის უფლება 1. თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ. 2. თანამემკვიდრეს არ შეუძლია განკარგოს ცალკეული საგნები თავისი წილიდან. 3. თ(ანამოღემკვიდრის მიერ თავისი წიბულის განკარგვი - 11.05.2007, №4744). ს შემთხვევაში სხვქა თანამემკვიდრეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება. უპირატელოსი შესყიდვის უფ 2007 წლების გ11 მანხორციელება უნდა მოხდეს ორი თვის გკანმავლობაშნი. ე №4744 - ს უფლება გადადისმე I, №18, 22.05.2007წ., მკვიდრეობითუხ.1
…დამატებით გამოეყო მ. გ-ეს და არა მამა-პაპისეული საცხოვრებელი დახლი, რომელიც ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული გ. გ-ეს, როგორც მემკვიდრესა და როგორც კომლის წევრს. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1454-ე და 1470-ე, 1481-ე და 1323-ე მუხლები. სადავო კომლში მამის დაღუპვის შემდეგ ცხოვრებას აგრძელებდნენ მ. და გ. გ-ეები ეს ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღრიცხულიყო მათ…
…ბათილობის საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, როგორც კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების დამრღვევი, საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგებისა. გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1470-ე მუხლის საფუძველზეთითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროდან მხოლოდ მისი წილის განკარგვის უფლებამოსიელბა გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში კი,…