თუ მხარეები ამგვარად შეთანხმდებიან, საქართველო ისარგებლებს ფინანსური დახმარებით, რათა შეტანილ იქნეს წვლილი წინამდებარე შეთანხმების მიზნების მიღწევაში. ნებისმიერი ფინანსური დახმარება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების შემდგომი მუხლების შესაბამისად.
ფინანსური დახმარება მოიცავს ამგვარი დახმარების სხვადასხვა ფორმებსა და საშუალებებს, რომლითაც შესაძლებელია მისი განხორციელება, მათ შორის მრავალმხრივი და რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება, კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2019.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 08/01/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება