(a)
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების იმპლემენტაციის პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა;

(b)
საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით, საჯარო ინსტიტუტებს, წარმომადგენლობით ასოციაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის შენარჩუნების გზით;

(c)
ინსტიტუტების მშენებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით ხელშემწყობი გარემოს შექმნის უზრუნველყოფა რაც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ადვოკატირების მხარდაჭერას, არაფორმალურ და ფორმალურ კავშირებს, ერთობლივ ვიზიტებსა და სამუშაო სემინარებს, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისათვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას; და

(d)
თითოეული მხარის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის შესაძლებლობების შექმნა, რათა ისინი გაეცნონ სამოქალაქო საზოგადოებასა, მათ შორის, სოციალურ პარტნიორებსა და საჯარო სამსახურებს შორის კონსულტაციებისა და დიალოგის პროცესს, განსაკუთრებით საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობის გათვალისწინები