მხარეთა შორის გაიმართება რეგულარული დიალოგი ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.  კერძოდ, ევროკავშირი შეატყობინებს საქართველოს ევროკავშირის ახალი სააგენტოებისა და პროგრამების თაობაზე, ასევე, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობის პირობების ცვლილების თაობაზე, რომლებიც ნახსენებია წინამდებარე შეთანხმების 380-ე და 381-ე მუხლებში.

კარი VII

ფინანსური დახმარება, და თაღლითობის წინააღმდეგ

ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები

თავი 1

ფინანსური დახმარება