მუხლი 381🔗

საქართველოს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ყველა მიმდინარე და სამომავლო პროგრამაში, რომლებიც ღიაა საქართველოს მონაწილეობისთვის იმ დებულებათა შესაბამისად, რომლითაც ეს პროგრამები იქნება მიღებული.  საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების III ოქმის (ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ) დებულებების შესაბამისა