1. დეპოზიტარი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, თუ ამას დეპოზიტარი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რათა შეფასდეს ამ კონვენციის მოქმედების გავრცელების საჭიროება, ერთი ან რამდენიმე ოქმის მიღების გზით, მაღალი ფასეულობის მქონე მოძრავი მოწყობილობების ნებისმიერი კატეგორიის ობიექტების მიმართ (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისა), რომელთაგან თითოეული ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებულია, ამგვარ ობიექტებთან დაკავშირებული უფლებების ჩათვლით.
2. დეპოზიტარი, ოქმის ნებისმიერი წინასწარი პროექტის ტექსტს, რომელიც შეეხება რომელიმე კატეგორიის ობიექტებს და მომზადებულია ასეთი სამუშაო ჯგუფის მიერ, უგზავნის ამ კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს, დეპოზიტარის წევრ ყველა სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს, რომლებიც არ არიან დეპოზიტარის წევრები, და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და იწვევს ასეთ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, ოქმის წინასწარი პროექტის საფუძველზე, მისი საბოლოო პროექტის შემუშავების მიზნით გამართულ მთავრობათაშორის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.
3. ამასთან, დეპოზიტარი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, ამგვარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ოქმის ნებისმიერი წინასწარი პროექტი აგრეთვე გაუგზავნოს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ეთხოვოთ, ოქმის წინასწარ პროექტზე მათი კომენტარების დეპოზიტარისათვის დროულად წარდგენა და ოქმის პროექტის შემუშავების პროცესში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.
4. როდესაც დეპოზიტარის კომპეტენტური ორგანოები ჩათვლიან, რომ ოქმის პროექტი მზად არის მისაღებად, დეპოზიტარმა უნდა მოიწვიოს დიპლომატიური კონფერენცია მის მისაღებად.
5. ასეთი ოქმის მიღების შემდეგ, ამ მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, ეს კონვენცია უნდა გავრცელდეს ამ ოქმით გათვალისწინებული კატეგორიის ობიექტების მიმართ.
6. 45-ე bis მუხლი ამგვარი ოქმის მიმართ გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე უთითებს თავად ეს ოქმ