1. თუ სახელმწიფოს გააჩნია ტერიტორიული ერთეულები, რომლებშიც გამოიყენება სამართლის განსხვავებული სისტემები ამ კონვენციით რეგულირებული საკითხების მიმართ, იგი უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას, დეკლარაციის გზით განსაზღვროს, რომ ამ კონვენციის მოქმედება ვრცელდება მის ყველა ან ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულზე. იგი აგრეთვე უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს აღნიშნულ დეკლარაციაში ახალი დეკლარაციის წარდგენის გზით.
2. ნებისმიერ ასეთ დეკლარაციაში ცხადად უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომელთა მიმართაც ვრცელდება ამ კონვენციის მოქმედება.
3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო არ წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას, ამ კონვენციის მოქმედება გავრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ კონვენციის მოქმედებას ავრცელებს თავის ერთ ან რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულზე, ამ კონვენციით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს თითოეული ასეთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ, და ერთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციებისგან.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციის შესაბამისად, ამ კონვენციის მოქმედება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულზე:
ა) მოვალის ადგილსამყოფლად ხელშემკვრელი სახელმწიფო ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფუძნებული ან შექმნილია იმ ტერიტორიულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიმართაც მოქმედებს ეს კონვენცია, ან თუ მას გააჩნია თავისი რეგისტრირებული დაწესებულება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შტაბ-ბინა, ადმინისტრაციული ცენტრი, საქმიანობის ადგილი ან ჩვეული ადგილსამყოფელი ამგვარ ტერიტორიულ ერთეულში;
ბ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ობიექტის განთავსებაზე გულისხმობს ობიექტის განთავსებას იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს ეს კონვენცია; და
გ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოებზე გულისხმობს მითითებას იმ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, რომლებსაც გააჩნია იურისდიქცია იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს ეს კონვენცი