1. ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერ რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ და რომელსაც აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით რეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან მიმართებით, უფლება აქვს, ასევე, ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ეს კონვენცია ან შეუერთდეს მას. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას ენიჭება ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები იმდენად, რამდენადაც მოცემულ ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით რეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რაოდენობა რელევანტურია, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, დამატებით ხელშემკვრელ სახელმწიფოდ არ განიხილება.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, ამ კონვენციის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეპოზიტარს წარუდგენს დეკლარაციას, რომელიც ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც მას გადაცემული აქვს კომპეტენცია წევრი სახელმწიფოების მიერ. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპოზიტარს ამ პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით განსაზღვრული კომპეტენციის ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, ახალი კომპეტენციის გადაცემის თაობაზე.
3. ამ კონვენციაში „ხელშემკვრელ სახელმწიფოზე“, „ხელშემკვრელ სახელმწიფოებზე“, „მონაწილე სახელმწიფოზე“ ან „მონაწილე სახელმწიფოებზე“ მითითება ამავდროულად გულისხმობს მითითებას ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციაზე, თუ ამას მოითხოვს პუნქტის შინაარს