1. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას განაცხადოს, რომ ეს კონვენცია არ გამოიყენება მოცემული სახელმწიფოს შიდა გარიგებების მიმართ, ყველა კატეგორიის ობიექტთან ან ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით.

2. მიუხედავად წინა პუნქტის დებულებისა, ამ კონვენციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის, V თავის, 29-ე მუხლის დებულებები და ამ კონვენციის ის დებულებები, რომლებიც ეხება რეგისტრირებულ ინტერესს, მოქმედებს შიდა გარიგების მიმართაც.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ინტერესის შესახებ შეტყობინება რეგისტრირებულია საერთაშორისო რეესტრში, ამგვარი ინტერესის მფლობელის პრიორიტეტზე, 29-ე მუხლის თანახმად, გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ აღნიშნული ინტერესი გადაეცა სხვა პირს ცესიის ან სუბროგაციის გზით, სამოქმედო სამართლის შესაბამისა