1. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეკლარაციის გზით დაადგინოს, რომ სანამ დატვირთული ობიექტი განთავსებულია მის ტერიტორიაზე ან კონტროლდება მისი ტერიტორიიდან, მოგირავნეს ეკრძალება ამ ობიექტის იჯარით გადაცემა ამავე ტერიტორიის ფარგლებში.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეკლარაციის გზით დაადგინოს, რომ ამ კონვენციით კრედიტორისთვის მინიჭებული უფლების დაცვის ნებისმიერი საშუალება, რომელიც კონვენციის შესაბამისად არ ითვალისწინებს სასამართლოსთვის სავალდებულო მიმართვას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშ