1. ეს კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ რიგით მესამე დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს, მაგრამ მხოლოდ იმ კატეგორიის ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება ოქმი:
ა) მოცემული ოქმის ძალაში შესვლის მომენტიდან;
ბ) მოცემული ოქმით გათვალისწინებული პირობების თანახმად; და
გ) ამ კონვენციისა და მოცემული ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს შორის.
2. სხვა სახელმწიფოებისთვის ეს კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მათი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს, მაგრამ მხოლოდ იმ კატეგორიის ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება ოქმი, და ასეთი ოქმის მიმართ წინა პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვის პირობი